პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ტურიზმის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება
საქართველოში ტურიზმის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება

სა­ქარ­თვე­ლო უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის. ქვე­ყა­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, რომ არა­ფე­რი ით­ქვას ის­ტო­რი­ულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­სა და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­ზე. ბოლო წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მზარ­დია. მხო­ლოდ 2018 წლის იან­ვა­რი–აპ­რილ­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 2,060,264 სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რი ეწ­ვია. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­შობს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის დახ­ვე­წის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც, ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ფეხს აუ­წყო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს გა­მოწ­ვე­ვებს და ქვე­ყა­ნას ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გე­ნენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი შვე­ი­ცა­რუ­ლი სკო­ლა Les Roches შე­მოს­ვლაა. პროგ­რა­მა გან­კუთ­ვნი­ლია ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ადეკ­ვა­ტუ­რი, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის სფე­რო­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს ტუ­რიზ­მის მზარ­დი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და მდგრა­დო­ბას.

პროგ­რა­მა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ პრო­ექ­ტზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

„პროგ­რა­მას, რო­მელ­საც Les Roches სა­ქარ­თვე­ლო­ში­გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­სე­წო­დე­ბა: სას­ტუმ­რო­ე­ბის­მარ­თვის­სა­ერ­თა­შო­რი­სოპ­როგ­რა­მა­აღ­მას­რუ­ლე­ბელ­თათ­ვის, რის­შე­დე­გა­და­ცგა­ი­ცე­მა Les Roches-სდიპ­ლო­მი. რე­გი­ონ­ში ამ დო­ნის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია. Les Roches-ს შე­მოს­ვლა არა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს, არამ­დე ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი და აქ სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ჩა­მოვ­ლენ სას­წავ­ლებ­ლად. მთე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა Les Roches-ს მი­ე­რაა შედ­გე­ნი­ლი. ის ანა­ლო­გი­უ­რია იმ პროგ­რა­მი­სა, რო­მე­ლიც Les Roches-ს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ის­წავ­ლე­ბა. კურ­სი თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად ბევრ პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ოს მო­ი­ცავს”, - გან­მარ­ტავს მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დეს Les Roches პროგ­რა­მის მიმ­წო­დე­ბე­ლი, რო­გორც ლო­კა­ლუ­რი ბაზ­რის­თვის, ასე­ვე, მო­ემ­სა­ხუ­როს რე­გი­ონ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პას, რად­გა­ნაც მსგავ­სი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დე კავ­კა­სი­ის­თვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი და ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი იყო.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა სტმარ­თმას­პინ­ძლო­ბის მენ­ჯმენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი. სწო­რედ ეს ინ­სტი­ტუ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პროგ­რას. სტმარ­თმას­პინ­ძლო­ბის მენ­ჯმენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის პარტნი­ო­რის მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მათ აქვთ ისე­თი­ვე აკ­რე­დი­ტა­ცია, რო­გო­რიც ჰარ­ვარ­დის სკო­ლას.

”მსგავ­სი დო­ნის ბრენ­დი არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც რე­გი­ონ­ში ამ დრომ­დე არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვისს. შე­დე­გად გან­ვი­თარ­დე­ბა ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ იყოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჰაბი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კკუ­თხით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პირ­ველ რიგ­ში ეს ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­დი­ნე­ბას შე­ა­ჩე­რებს, რად­გან ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვად შეძ­ლე­ბენ უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. მე­ო­რე მხრივ, მო­ვი­ზი­დავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს. ასე­ვე, ამაღ­ლდე­ბა ქვეყ­ნის იმი­ჯი და რე­პუ­ტა­ცია,” - გან­მარ­ტავს მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნა ფეხს უწყობს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს გა­მოწ­ვე­ვებს და სულ მალე ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან ერ­თად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია,რომ გა­ი­ზარ­დოს ქვე­ყა­ნა­ში მათი დარ­ჩე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბაც, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ზე. მა­ნამ­დე Les Roches-ს პრო­ექ­ტი სულ მალე და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს აი­მაღ­ლონ ცოდ­ნა მო­ცე­მულ სფე­რო­ში და ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

საქართველოში ტურიზმის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება

საქართველოში ტურიზმის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება

საქართველო უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის. ქვეყანა განსაკუთრებით საინტერესოა თავისი ბუნებით, რომ არაფერი ითქვას ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ ძეგლებზე. ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა სტაბილურად მზარდია. მხოლოდ 2018 წლის იანვარი–აპრილში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეს ყველაფერი წარმოშობს მომსახურე პერსონალის დახვეწის საჭიროებასაც, ადამიანების, რომლებიც ფეხს აუწყობენ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ქვეყანას ღირსეულად წარადგენენ მსოფლიო ასპარეზზე.

ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა Les Roches შემოსვლაა. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადეკვატური, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და უზრუნველყოფს ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებას და მდგრადობას.

პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტი ამ პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

„პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოშიგანახორციელებსეწოდება: სასტუმროებისმართვისსაერთაშორისოპროგრამააღმასრულებელთათვის, რისშედეგადაცგაიცემა Les Roches-სდიპლომი. რეგიონში ამ დონის პროგრამის განხორციელების პირველი პრეცედენტია. Les Roches-ს შემოსვლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს, არამდე ტურიზმის განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. საქართველო გახდება საგანმანათლებლო ჰაბი და აქ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ სასწავლებლად. მთელი სასწავლო პროგრამა Les Roches-ს მიერაა შედგენილი. ის ანალოგიურია იმ პროგრამისა, რომელიც Les Roches-ს უნივერსიტეტში, შვეიცარიაში ისწავლება. კურსი თეორიულთან ერთად ბევრ პრაქტიკულ სამუშაოს მოიცავს”, - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.

საქართველოს მიეცემა საშუალება გახდეს Les Roches პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე, მოემსახუროს რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპას, რადგანაც მსგავსი ტიპის გამოცდილება აქამდე კავკასიისთვის საკმაოდ უცნაური და ფუფუნების საგანი იყო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სტმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტი. სწორედ ეს ინსტიტუტი განახორციელებს პროგრას. სტმართმასპინძლობის მენჯმენტის ინსტიტუტის პარტნიორის მანანა უგულავას განმარტებით, მათ აქვთ ისეთივე აკრედიტაცია, როგორიც ჰარვარდის სკოლას.

”მსგავსი დონის ბრენდი არც საქართველოში და არც რეგიონში ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა. პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში მომსახურების სერვისს. შედეგად განვითარდება ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს რეგიონალური ჰაბი განათლების მიმართულებით. პროგრამის განხორციელება რამდენიმე კკუთხით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს ქართველი სტუდენტების გადინებას შეაჩერებს, რადგან ისინი ადგილობრივად შეძლებენ უმაღლესი დონის განათლების მიღებას. მეორე მხრივ, მოვიზიდავთ საერთაშორისო სტუდენტებს. ასევე, ამაღლდება ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია,” - განმარტავს მანანა უგულავა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანა ფეხს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და სულ მალე ტურისტების რაოდენობასთან ერთად, მოსალოდნელია,რომ გაიზარდოს ქვეყანაში მათი დარჩენის ხანგრძლივობაც, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. მანამდე Les Roches-ს პროექტი სულ მალე დაეხმარება ადამიანებს აიმაღლონ ცოდნა მოცემულ სფეროში და ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ