პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...
"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...

"არ ვიცი, რო­გორ აღ­ვიქ­ვა ჩემი შვი­ლი: რო­გორც კრი­მი­ნა­ლი, თუ რო­გორც ავად­მყო­ფი..." - ეს ლუ­დო­მა­ნი შვი­ლი­სა და აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან მებ­რძო­ლი დე­დის ის­ტო­რი­აა. რეს­პონ­დენ­ტის სა­ხელ­სა და გვარს მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვწერთ. არა­და, ოდეს­ღაც ის გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან ესა­უბ­რე­ბო­და მკი­თხველს და ლუ­დო­მა­ნი­ა­ზე თა­ვად წერ­და, ის ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რია. ახ­ლობ­ლე­ბის­გან გა­რი­ყუ­ლი შე­უ­ერ­თდა მოძ­რა­ო­ბას "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

ლუ­დო­მა­ნია, უპირ­ვე­ლე­სად, ფი­ნან­სურ და­ნა­კარ­გსა და ვა­ლებს გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­დაშ­ვი­ლო­ბის და­კარ­გვა­ზე­ წუხს... მას სულ სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ედ­გი­ნა ერ­თა­დერ­თი შვი­ლის­თვის მი­ძღვნი­ლი მარ­ტო­ხე­ლა ცხოვ­რე­ბა. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ 24 წლის ბიჭი და­ა­მარ­ცხებს ამ სენს და გა­ი­მარ­ჯვებს თა­ვის­თვის, დე­დის­თვის, ქვეყ­ნის­თვის...

"არ ვიცი, ახლა სად არის ჩემი შვი­ლი­. მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვა­ხერ­ხებ მას­თან და­კავ­ში­რე­ბას. ამ­ბობს, რა­ი­ონ­ში ვარო. იქ ახ­ლობ­ლე­ბი არ გვყავს და ვის­თან არის, სად სძი­ნავს, რას ჭამს, არა­ფე­რი ვიცი... აღა­რა­ფე­რი შემ­რჩა, რომ ჩემი შვი­ლის­გან­ და­ზა­რა­ლე­ბულ უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბილ კაცს და­ნა­კარ­გი ავუ­ნა­ზღა­უ­რო. ჩემ­თვის ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თან­ხა - 20.000 დო­ლა­რია ჩვე­ნი ვალი, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი კი მხოლ­ოდ 90 ლა­რია. ერთი მო­წა­ფე მყავს და თავ­შე­სა­ფარს ვე­ძებ, თუმ­ცა, ისიც არ ვიცი, რო­გორ უნდა და­ვი­ძი­ნო სა­წოლ­ში, ან რო­გორ უნდა გა­დავყლა­პო ლუკ­მა, როცა არ ვიცი, სად გა­ა­თევს ღა­მეს ჩემი შვი­ლი. გა­ო­რე­ბა მკლავს. გუ­ლის ერთ ნა­წილს ეზი­ზღე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სით მცხოვ­რე­ბი ჩემი შვი­ლი, მე­ო­რე ნა­წილს კი ისევ დე­დაშ­ვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს... ისიც ასეა. ხან ისე და­მე­ლა­პა­რა­კე­ბა, მოკ­ლუ­ლი გული მი­ნათ­დე­ბა, ხა­ნაც ისე იქ­ცე­ვა, ვინ იცის, უკვე მე­რამ­დე­ნედ, უია­რა­ღოდ მკლავს. ჩვენ ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­მა დაგვღუ­პა...

ოჯა­ხი ადრე და­მენგრა. მა­შინ ჩემი შვი­ლი ათი თვის იყო. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან ერ­თად, ალ­კოჰოლ­მა გა­ი­ტა­ცა და ეს გახ­და გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი. როცა შვი­ლის მიღ­წე­ვე­ბით ვხა­რობ­დი, სწო­რედ მა­შინ და­ვი­ღუ­პე... ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ეზო­ში ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე გახ­სნეს. მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერ­თმა შეს­ვლამ კა­ლა­პო­ტი­დან ამო­აგ­დო. პირ­ვე­ლად შევ­ნიშ­ნე ღამე შფოთ­ვა, ძილ­ში ბოდ­ვა, მერე ჭამა აღარ უნ­დო­და...

ფსი­ქო­ლო­გებ­საც მივ­მარ­თე დახ­მა­რე­ბის­თვის, ნევ­რო­ლო­გებ­საც. მათი რე­კო­მენ­და­ცია იყო, გა­მე­რი­დე­ბი­ნა კომ­პი­უ­ტე­რის­თვის. ლე­ჩხუმ­ში წა­ვიყ­ვა­ნე ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან. იქ არ იყო ინ­ტერ­ნე­ტი და ბავ­შვიც ისევ ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­და... მო­ნა­წი­ლე­ობ­და ოლიმ­პი­ა­დებ­ში, აჯილ­დო­ებ­დნენ სხვა­დას­ხვა პრი­ზით. მე­ცხრე კლას­ში იყო, ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში რომ დაბ­რუნ­და".

"ბავ­შვის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში ბე­ბია მო­ნა­წი­ლე­ობ­და..."

კომ­პი­უ­ტე­რით და ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბულს, ბე­ბია-ბა­ბუა, დე­დის­გან მა­ლუ­ლად, ვა­ლებს უხ­დიდ­ნენ და სჯე­რო­დათ, რომ ეს თა­მა­ში ბოლო იყო... "ლუ­დო­მა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ით­რი­ონ ჭა­ობ­ში. ასე მოხ­და ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც. ერ­თმა ბიჭ­მა "აზი­ა­რა" თა­მაშს. რა თქმა უნდა, წა­ა­გო. მე და­მი­მა­ლა,­ დე­და­ჩემს კი გა­უმ­ხი­ლა.

ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მეზ­ო­ბლის­გან გა­ვი­გე, რომ დე­და­ჩე­მი ფულს სეს­ხუ­ლობ­და და ჩემს შვილს აძ­ლევ­და. ოჯა­ხი­დან ჩუ­მად ყიდ­და ჭურ­ჭელს, ჭა­ღებს, თეთ­რე­ულს. როცა გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი დე­და­ზე. ვთხოვ­დი პა­სუხს, რა­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩემი შვი­ლის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში. მისი პა­სუ­ხი ერთი და იგი­ვე იყო - გვერ­დით ვუდ­გა­ვარ ჩემს შვი­ლიშ­ვილ­სო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რა­ზე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...

"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...

"არ ვიცი, როგორ აღვიქვა ჩემი შვილი: როგორც კრიმინალი, თუ როგორც ავადმყოფი..." - ეს ლუდომანი შვილისა და აზარტულ თამაშებთან მებრძოლი დედის ისტორიაა. რესპონდენტის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ. არადა, ოდესღაც ის გაზეთის ფურცლებიდან ესაუბრებოდა მკითხველს და ლუდომანიაზე თავად წერდა, ის ჟურნალისტი და მწერალთა კავშირის წევრია. ახლობლებისგან გარიყული შეუერთდა მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

ლუდომანია, უპირველესად, ფინანსურ დანაკარგსა და ვალებს გულისხმობს, თუმცა ჩემი რესპონდენტი ყველაზე მეტად დედაშვილობის დაკარგვაზე წუხს... მას სულ სხვანაირად წარმოედგინა ერთადერთი შვილისთვის მიძღვნილი მარტოხელა ცხოვრება. მინდა მჯეროდეს, რომ 24 წლის ბიჭი დაამარცხებს ამ სენს და გაიმარჯვებს თავისთვის, დედისთვის, ქვეყნისთვის...

"არ ვიცი, ახლა სად არის ჩემი შვილი. მხოლოდ ტელეფონით ვახერხებ მასთან დაკავშირებას. ამბობს, რაიონში ვარო. იქ ახლობლები არ გვყავს და ვისთან არის, სად სძინავს, რას ჭამს, არაფერი ვიცი... აღარაფერი შემრჩა, რომ ჩემი შვილისგან დაზარალებულ უაღრესად კეთილშობილ კაცს დანაკარგი ავუნაზღაურო. ჩემთვის ასტრონომიული თანხა - 20.000 დოლარია ჩვენი ვალი, ჩემი შემოსავალი კი მხოლოდ 90 ლარია. ერთი მოწაფე მყავს და თავშესაფარს ვეძებ, თუმცა, ისიც არ ვიცი, როგორ უნდა დავიძინო საწოლში, ან როგორ უნდა გადავყლაპო ლუკმა, როცა არ ვიცი, სად გაათევს ღამეს ჩემი შვილი. გაორება მკლავს. გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემთვის მიუღებელი წესით მცხოვრები ჩემი შვილი, მეორე ნაწილს კი ისევ დედაშვილური დამოკიდებულება აქვს... ისიც ასეა. ხან ისე დამელაპარაკება, მოკლული გული მინათდება, ხანაც ისე იქცევა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, უიარაღოდ მკლავს. ჩვენ ონლაინთამაშებმა დაგვღუპა...

ოჯახი ადრე დამენგრა. მაშინ ჩემი შვილი ათი თვის იყო. ყოფილი მეუღლე, აზარტულ თამაშებთან ერთად, ალკოჰოლმა გაიტაცა და ეს გახდა განქორწინების მიზეზი. როცა შვილის მიღწევებით ვხარობდი, სწორედ მაშინ დავიღუპე... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეზოში ინტერნეტკაფე გახსნეს. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, მეხუთეკლასელი. ამ დაწესებულებაში ერთმა შესვლამ კალაპოტიდან ამოაგდო. პირველად შევნიშნე ღამე შფოთვა, ძილში ბოდვა, მერე ჭამა აღარ უნდოდა...

ფსიქოლოგებსაც მივმართე დახმარებისთვის, ნევროლოგებსაც. მათი რეკომენდაცია იყო, გამერიდებინა კომპიუტერისთვის. ლეჩხუმში წავიყვანე ბებია-ბაბუასთან. იქ არ იყო ინტერნეტი და ბავშვიც ისევ ისეთი გამორჩეული გახდა... მონაწილეობდა ოლიმპიადებში, აჯილდოებდნენ სხვადასხვა პრიზით. მეცხრე კლასში იყო, ჩემს მშობლებთან ერთად თბილისში რომ დაბრუნდა".

"ბავშვის გაუბედურებაში ბებია მონაწილეობდა..."

კომპიუტერით და ონლაინთამაშებით გატაცებულს, ბებია-ბაბუა, დედისგან მალულად, ვალებს უხდიდნენ და სჯეროდათ, რომ ეს თამაში ბოლო იყო... "ლუდომანები ცდილობენ, მეტი ადამიანი ჩაითრიონ ჭაობში. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ერთმა ბიჭმა "აზიარა" თამაშს. რა თქმა უნდა, წააგო. მე დამიმალა, დედაჩემს კი გაუმხილა.

ნათესავებისა და მეზობლისგან გავიგე, რომ დედაჩემი ფულს სესხულობდა და ჩემს შვილს აძლევდა. ოჯახიდან ჩუმად ყიდდა ჭურჭელს, ჭაღებს, თეთრეულს. როცა გავიგე, ძალიან გავბრაზდი დედაზე. ვთხოვდი პასუხს, რატომ მონაწილეობდა ჩემი შვილის გაუბედურებაში. მისი პასუხი ერთი და იგივე იყო - გვერდით ვუდგავარ ჩემს შვილიშვილსო... განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრაზე"

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა