პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სამი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ცი­ამ გან­მუხ­ტა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე სამი ადა­მი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით (წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა) გა­მოვ­ლი­ნეს.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ არი­ან. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ აქ­ცი­ა­ზე „თეთ­რი ხმა­უ­რის“ მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი მი­ვი­და. ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ის ოცამ­დე მო­ნა­წი­ლე იმ­ყო­ფე­ბა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ დად­გმუ­ლი კარ­ვე­ბი უკვე აი­ღეს. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეკ­რე­ბი­ლებს კარ­ვე­ბის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს, თუმ­ცა უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კარ­ვე­ბის დაშ­ლა თვი­თონ­ვე და­ი­წყეს.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ცია ამ ქმე­დე­ბით არ­ღვევს კა­ნონს და ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ონ. მათი თქმით, ეს არის პრო­ვო­კა­ცია, რო­მელ­საც არ უნდა აყვნენ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ 5 კა­რა­ვი წუ­ხელ დად­გეს. „თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი 12 მა­ისს კლუბ “ბა­სი­ან­სა” და კლუბ “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათ 4 მო­თხოვ­ნა აქვთ: „პირ­ვე­ლი - თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა; მე­ო­რე - გა­დად­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია; მე­სა­მე - და­ი­სა­ჯოს ძა­ლა­დობ­რივ ოპე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პირი; მე­ო­თხე - დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი“.

უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე სამი ადამიანი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გამოვლინეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნული პირები აქციის მონაწილეები არ არიან. ამ ინციდენტის შემდეგ აქციაზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი მივიდა. ამჟამად პარლამენტთან აქციის ოცამდე მონაწილე იმყოფება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიცია ამ ქმედებით არღვევს კანონს და ისინი ცდილობენ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა აყვნენ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.

უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ