კახა კალაძე ახალგაზრდებს სთავაზობს, ერთად ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
კალაძის თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუშინ ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციები არის დარტყმა ღამის ეკნომიკაზე და კლუბურ მუსიკაზე.
„ღამის ეკონომიკა აიუციილებლად განვითარდება და კლუბური სცენის საქმიანობა გაგრძელდება, ჩვენგან კი მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა ექნება,“ - აღნიშნა კალაძემ.
თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.
„არავის ვთავ ზობ შესარიგებელ მატჩს, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამინებს გაჩნიათ გარკვეული პატივისცემა და ამას ძალიან ვაფასებ. გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს შესაბამის სამსახურებთან ერთად!“ - განაცხადა კალაძემ.
ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ ამ ბრძოლაში პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეებიც შეუერთდებიან.
იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის განცხადება - თბილისის მერის პირველი კომენტარი ღამის კლუბების სპეცოპერაციის შემდეგ