პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ზე წე­სით მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს, მაგ­რამ ამას რამ­დე­ნად გა­ა­კე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ გე­ტყვით, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან საქ­მე­ზე აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი შე­ა­ჯა­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მეს, არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, ანუ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ორი ბრალ­დე­ბუ­ლით მი­იყ­ვანს. ზაზა სა­რა­ლი­ძის თქმით, პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი რამ­დე­ნი­მე პირი გა­მო­იკ­ვე­თა, რომ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ვი­თა­რი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს.

"რა მო­ცე­მუ­ლო­ბაც ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას თა­ვი­დან­ვე, რომ ეს ორი ბრალ­დე­ბუ­ლი წა­რად­გი­ნა სა­სა­მარ­თლო­ში ამ ორ ბრალ­დე­ბულს მი­იყ­ვანს ბო­ლომ­დე, სხვას არა­ფერს არ გა­მოკ­ვე­თავს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე დამ­ნა­შა­ვე, თუნ­დაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­სა და შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. იმე­დია, გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მის შემ­დეგ მა­ინც მი­ხე­და­ვენ ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე. ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი გონს მო­ე­გე­ბი­ან და ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ ისე, რო­გორც ეს სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

მოკ­ლუ­ლის მამა აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­ში გარ­კვე­ულ პი­რებს მფარ­ვე­ლობს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მფარ­ვე­ლობს და ამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მფარ­ვე­ლობს ყვე­ლა იმ პირს, ვინც ამ ინ­ცი­დენ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან გარ­კვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა ვინც ამ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ საქ­მე­ში გა­მო­ძი­ე­ბუ­ლიც კი არ არის მე­სა­მე და­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. კონ­ფლიქ­ტი რო­მე­ლიც და­ი­წყო სა­პირ­ფა­რე­შო­ში, მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი იყო თვი­თონ 51-ე სკო­ლა­ში და ამა­ში უცხო პი­რე­ბის ჩა­რე­ვა არ იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ მა­ინც ჩა­ე­რივ­ნენ, სამ­წუ­ხა­როდ და მოჰ­ყვა კი­დეც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი. გარ­დაც­ვლი­ლია ჩემი შვი­ლი და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მიერ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ამ­ბობს, რომ თუნ­დაც წინა პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სუ­ბე­ლი­ა­ნის მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

"მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­სა­ყე­ნე­ბე­ლია გუ­შინ­დე­ლი პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც მისი მე­უღ­ლის დის შვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მის­ვლა მათ­თან ოჯახ­ში, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ იყ­ვნენ გა­და­მა­ლუ­ლე­ბი მ.კ. და ერთ-ერთი ბრა­დე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ზე წე­სით მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს, მაგ­რამ ამას რამ­დე­ნად გა­ა­კე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

დანაშაულის დაფარვაზე წესით მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ამას რამდენად გააკეთებს პროკურატურა ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქმეზე აქამდე ჩატარებული სასამართლო განხილვები შეაჯამა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ამ საქმეს, არსებული მოცემულობით, ანუ დანაშაულის ჩადენაში ორი ბრალდებულით მიიყვანს. ზაზა სარალიძის თქმით, პროცესების მიმდინარეობისას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი რამდენიმე პირი გამოიკვეთა, რომლებთან მიმართებაშიც პროკურატურას არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

"რა მოცემულობაც ჰქონდა პროკურატურას თავიდანვე, რომ ეს ორი ბრალდებული წარადგინა სასამართლოში ამ ორ ბრალდებულს მიიყვანს ბოლომდე, სხვას არაფერს არ გამოკვეთავს. იდენტიფიცირებულია რამდენიმე დამნაშავე, თუნდაც დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა. იმედია, განაჩენის დადგომის შემდეგ მაინც მიხედავენ ამ საქმეს ბოლომდე. ძალიან მეეჭვება, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები გონს მოეგებიან და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ ისე, როგორც ეს საჭიროა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლულის მამა აცხადებს, რომ პროკურატურა ამ საქმეში გარკვეულ პირებს მფარველობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა რამდენიმე ადამიანს მფარველობს და ამ რამდენიმე ადამიანიდან გამომდინარე, მფარველობს ყველა იმ პირს, ვინც ამ ინციდენტში მიიღო მონაწილეობა, რადგან გარკვეულწილად ყველა დამნაშავეა ვინც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა. ამ საქმეში გამოძიებულიც კი არ არის მესამე დანის მონაწილეობა, რაც გამოძიების ეტაპზე დადასტურებულია. კონფლიქტი რომელიც დაიწყო საპირფარეშოში, მოსაგვარებელი იყო თვითონ 51-ე სკოლაში და ამაში უცხო პირების ჩარევა არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც ჩაერივნენ, სამწუხაროდ და მოჰყვა კიდეც სავალალო შედეგი. გარდაცვლილია ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ თუნდაც წინა პროცესიდან გამომდინარე, სუბელიანის მიმართ საგამოძიებო უწყებას გარკვეული ქმედებები უნდა განეხორციელებინა.

"მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელია გუშინდელი პროცესიდან გამომდინარე, როდესაც მისი მეუღლის დის შვილმა დაადასტურა მირზა სუბელიანის მისვლა მათთან ოჯახში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში და როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ გადამალულები მ.კ. და ერთ-ერთი ბრადებული. დანაშაულის დაფარვაზე წესით მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ამას რამდენად გააკეთებს პროკურატურა ვერ გეტყვით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ