პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები
რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები

19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ენიო მო­რი­კო­ნე მსოფ­ლიო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა. კომ­პო­ზი­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში “ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას” ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვა და მისი კონ­ცერ­ტი “ბლექ სი არე­ნა­ზე” გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერტს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის ასი წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა, ენიო მო­რი­კო­ნე რო­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად გა­მარ­თავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ესტრო მო­რი­კო­ნე პი­რა­დად უდი­რი­ჟო­რებს ორ­კესტრს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლი­სის ოპე­რის გუნ­დი 70-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით.

ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის კონ­ცერ­ტის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე და მუ­სი­კა­ლუ­რი ზა­ფხუ­ლის გეგ­მებ­ზე ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკვე ორი წე­ლია "ბლექ სი არე­ნას" გრან­დი­ო­ზულ მუ­სი­კა­ლურ სივ­რცეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

- 2017 წელს თქვე­ნი, რო­გორც ხელ­მძღვა­ნე­ლის, პირ­ვე­ლი სა­კონ­ცერ­ტო სე­ზო­ნი იყო "ბლექ­სი არე­ნა­ზე". კმა­ყო­ფი­ლი ხართ გა­სულ სე­ზონ­ზე თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით?

- პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და. საქ­მე, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ, ერთი მხრივ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მე­ო­რე მხრივ - ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო რო­გორც დღეს, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც. ვფიქ­რობ, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს აკე­თებს.

შარ­შან "ბლექ სი არე­ნა­ზე~ ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დარ­ბა­ზის სცე­ნა ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს ეთ­მო­ბათ, რი­თაც ვცდი­ლობთ, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­ვუ­წყოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას~ პირ­და­პი­რი მი­ზა­ნი კულ­ტუ­რი­სა და ესტრა­დის ხელ­შე­წყო­ბა არ არის. ამი­ტომ, შარ­შან, ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და. ვფიქ­რობ, ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც სხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის­თვის თვა­ლის შევ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ჩვე­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი ძა­ლი­ან ცდი­ლო­ბენ, სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, რომ შექ­მნან ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც "ბლექ სი არე­ნას~ სცე­ნა­ზე გას­ვლას და­იმ­სა­ხუ­რებს. სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ის არის, რომ ვცდი­ლობთ, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი დიდი ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნას. შარ­შან ბევრ ცნო­ბილ ვარ­სკვლავს ვუ­მას­პინ­ძლეთ, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ქარ­თულ პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. წელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი გვაქვს.

- 19 მა­ი­სის კონ­ცერ­ტზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ. ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, ენიო მო­რი­კო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­დის...

- "ბლექ­სი არე­ნას~ გახ­სნა წელს ლე­გენ­დად­ქ­ცე­ულ ადა­მი­ანს - ენიო მო­რი­კო­ნეს, მა­ესტროს სტუმ­რო­ბას და­ვუ­კავ­ში­რეთ. ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც კი­ნოს­თვის 500-ზე მეტი კომ­პო­ზი­ცია შექ­მნა. ეს არის ორგზის "ოს­კა­რო­სა­ნი" კომ­პო­ზი­ტო­რი. რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად ეს­ტუმ­რე­ბა რო­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და თა­ვად უდი­რი­ჟო­რებს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. რო­მის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი არის ის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მელ­თა მოს­მე­ნაც ცალ­კეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, არა­თუ მის მა­ესტროს­თან ერ­თად. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ოპე­რის გუნ­დიც, რომ­ლი­თაც მო­რი­კო­ნეს ქორ­მე­ის­ტე­რი მო­ხიბ­ლუ­ლია. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და გუნდთან რამ­დე­ნი­მე რე­პე­ტი­ცია გა­ი­ა­რა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ექ­ტში ქარ­თვე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და ვფიქ­რობთ, კარ­გი პლატ­ფორ­მაა ოპე­რის გუნ­დის­თვის.

ენიო მო­რი­კო­ნე შე­ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კი­ნო­მუ­სი­კას, რომ­ლი­თაც საყ­ვა­რე­ლი და ცნო­ბი­ლი გახ­და არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. შეს­რულ­დე­ბა ჩვენ­თვის უც­ნო­ბი სიმ­ფო­ნი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც. ვფიქ­რობთ, რომ ეს კლა­სი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და იმას, რომ ყო­ფი­ლი­ყო სე­ზო­ნის მთა­ვა­რი კონ­ცერ­ტი და სა­ზე­ი­მო გახ­სნა სწო­რედ ენიო მო­რი­კო­ნე­თი შემ­დგა­რი­ყო.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მი­დან და­ვი­წყეთ. ამ რან­გის ვარ­სკვლა­ვებ­თან ეს ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი პრო­ცე­სია. არა­ვის ეგო­ნოს, რომ პირ­ვე­ლი­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ან ჩვე­ნი მხა­რე, ან ვარ­სკვლა­ვის მხა­რე ყვე­ლა პი­რო­ბას თან­ხმდე­ბა. შე­მოდ­გო­მით და­წყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­და და ამის შემ­დეგ და­ვი­წყეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რად­გა­ნაც უკვე გვქონ­და უფ­ლე­ბა... ენიო მო­რი­კო­ნეს ბი­ლე­თე­ბი ჯერ კი­დევ გა­ყიდ­ვა­შია და მი­ხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ კონ­ცერ­ტის მი­მართ დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იჩე­ნენ. გა­ყიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. იმე­დი მაქვს, რომ კონ­ცერ­ტი ანშლა­გით ჩა­ივ­ლის. მჯე­რა, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ეს კონ­ცერ­ტი ის ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, უნდა და­ეს­წრო და ნახო.

- რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა, ულ­ტი­მა­ტუ­მი ხომ არ ჰქო­ნია ვარ­სკვლავს?

- ვარ­კვლა­ვებს სა­ერ­თოდ უც­ნა­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებთ, მაგ­რამ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს მისი მო­თხოვ­ნე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ცოტა ვარ­სკვლა­ვუ­რი პრე­ტენ­ზი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, აქვს საყ­ვა­რე­ლი არო­მა­ტე­ბი, ფე­რე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ია­სამ­ნის­ფე­რის მი­მართ გა­მოთ­ქვა მო­თხოვ­ნა, მო­მა­რი­დე­თო. მის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ფე­რია და ის აქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში უნდა მო­ა­რი­დონ. სხვა მეტი არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა, რაც ყვე­ლას აქვს ხოლ­მე და ეს კონ­ცერ­ტის ტექ­ნი­კურ შეს­რუ­ლე­ბას ეხე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის შე­საქ­მნე­ლად სჭირ­დე­ბა.

- სხვა რა კონ­ცერტს გეგ­მავთ, ექ­სკლუ­ზი­უ­რად რომ გაგ­ვიმ­ხი­ლოთ.

- წელ­საც ბევ­რი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი. ვე­ცა­დეთ, მათ გვერ­დით უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და ამ სა­ინ­ტე­რე­სო კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას წელს "ბლექ სი არე­ნა­ზე" იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. პრო­ექ­ტე­ბი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ე­ლი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. გარ­და ამი­სა, ვუ­მას­პინ­ძლებთ ელ­ტონ ჯონს, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნას, "ლედ ზე­პე­ლი­ნის" სო­ლისტს, რო­ბერტ პლანტს. მალე ჩვენს სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ. მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო ზა­ფხუ­ლი გა­მოგ­ვი­ვა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები

რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები

19 მაისს საქართველოს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. კომპოზიტორი საქართველოში “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩამოვა და მისი კონცერტი “ბლექ სი არენაზე” გაიმართება. კონცერტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილეს ეძღვნება, ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით.

ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის საინტერესო დეტალებზე და მუსიკალური ზაფხულის გეგმებზე ანი კავლელიშვილი გვესაუბრება, რომელიც უკვე ორი წელია "ბლექ სი არენას" გრანდიოზულ მუსიკალურ სივრცეს ხელმძღვანელობს.

- 2017 წელს თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, პირველი საკონცერტო სეზონი იყო "ბლექსი არენაზე". კმაყოფილი ხართ გასულ სეზონზე თქვენი საქმიანობით?

- პირველი სეზონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა, მეორე მხრივ - ქვეყნისთვის საჭირო როგორც დღეს, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ვფიქრობ, ტურიზმის განვითარების და კულტურული ცხოვრების ამაღლების მიზნით, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

შარშან `ბლექ სი არენაზე~ ქართული და უცხოური პროექტების ძალიან საინტერესო კომბინაციები იყო. მნიშვნელოვანია, რომ დარბაზის სცენა ქართველ შემსრულებლებს ეთმობათ, რითაც ვცდილობთ, ქართული ესტრადის განვითარებას ხელი შევუწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ `ჩექ ინ ჯორჯიას~ პირდაპირი მიზანი კულტურისა და ესტრადის ხელშეწყობა არ არის. ამიტომ, შარშან, ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ბევრი საინტერესო პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ვფიქრობ, ტურისტებისთვისაც სხვა ქვეყნის კულტურისთვის თვალის შევლება საინტერესოა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი ვარსკვლავები ძალიან ცდილობენ, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან, რომ შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც `ბლექ სი არენას~ სცენაზე გასვლას დაიმსახურებს. საერთოდ, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ვცდილობთ, ზაფხულის სეზონი დიდი ვარსკვლავების კონცერტით გაიხსნას. შარშან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს ვუმასპინძლეთ, რომ არაფერი ვთქვათ, ქართულ პროექტებზე, რომელიც ქართველი შემსრულებლების მიერ იყო ორგანიზებული. წელსაც საინტერესო გეგმები გვაქვს.

- 19 მაისის კონცერტზე რისი თქმა შეგიძლიათ. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე საქართველოში პირველად ჩამოდის...

- `ბლექსი არენას~ გახსნა წელს ლეგენდადქცეულ ადამიანს - ენიო მორიკონეს, მაესტროს სტუმრობას დავუკავშირეთ. ადამიანის, რომელმაც კინოსთვის 500-ზე მეტი კომპოზიცია შექმნა. ეს არის ორგზის "ოსკაროსანი" კომპოზიტორი. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს პირველად ესტუმრება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და თავად უდირიჟორებს ამ ღონისძიებას. რომის სიმფონიური ორკესტრი არის ის შემადგენლობა, რომელთა მოსმენაც ცალკეც დიდი სიამოვნებაა, არათუ მის მაესტროსთან ერთად. ამ ღონისძიებაზე იქნება ჩვენი ოპერის გუნდიც, რომლითაც მორიკონეს ქორმეისტერი მოხიბლულია. ის საქართველოში იყო ჩამოსული და გუნდთან რამდენიმე რეპეტიცია გაიარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში ქართველების ჩართულობა და ვფიქრობთ, კარგი პლატფორმაა ოპერის გუნდისთვის.

ენიო მორიკონე შეასრულებს ყველაზე ცნობილ კინომუსიკას, რომლითაც საყვარელი და ცნობილი გახდა არა მარტო ქართველებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. შესრულდება ჩვენთვის უცნობი სიმფონიური ნაწარმოებებიც. ვფიქრობთ, რომ ეს კლასიკური ღონისძიება ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ ყოფილიყო სეზონის მთავარი კონცერტი და საზეიმო გახსნა სწორედ ენიო მორიკონეთი შემდგარიყო.

მოლაპარაკებები მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ადრეულ შემოდგომიდან დავიწყეთ. ამ რანგის ვარსკვლავებთან ეს ძალიან ხანგრძლივი, რთული პროცესია. არავის ეგონოს, რომ პირველივე შემოთავაზებაზე ან ჩვენი მხარე, ან ვარსკვლავის მხარე ყველა პირობას თანხმდება. შემოდგომით დაწყებული მოლაპარაკება გაზაფხულზე დასრულდა და ამის შემდეგ დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება, რადგანაც უკვე გვქონდა უფლება... ენიო მორიკონეს ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია და მიხარია, რომ ადამიანები ამ კონცერტის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენენ. გაყიდვების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, არ გაჩერებულა. იმედი მაქვს, რომ კონცერტი ანშლაგით ჩაივლის. მჯერა, ქართველი მსმენელისთვის, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ეს კონცერტი ის ღონისძიებაა, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ, უნდა დაესწრო და ნახო.

- რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა, ულტიმატუმი ხომ არ ჰქონია ვარსკვლავს?

- ვარკვლავებს საერთოდ უცნაური მოთხოვნები ახასიათებთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არავითარ სირთულეს მისი მოთხოვნები არ უკავშირდება. ძალიან ცოტა ვარსკვლავური პრეტენზიით გამოირჩევა. როგორც ყველა ადამიანს, აქვს საყვარელი არომატები, ფერები და აღმოჩნდა, რომ იასამნისფერის მიმართ გამოთქვა მოთხოვნა, მომარიდეთო. მისთვის უსიამოვნო ფერია და ის აქ ყოფნის პერიოდში უნდა მოარიდონ. სხვა მეტი არაფერი, გარდა იმისა, რაც ყველას აქვს ხოლმე და ეს კონცერტის ტექნიკურ შესრულებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხის შესაქმნელად სჭირდება.

- სხვა რა კონცერტს გეგმავთ, ექსკლუზიურად რომ გაგვიმხილოთ.

- წელსაც ბევრი იქნება ქართველი ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული კონცერტები. ვეცადეთ, მათ გვერდით უცხოელი ვარსკვლავები დაგვეყენებინა და ამ საინტერესო კოჰაბიტაციას წელს "ბლექ სი არენაზე" იხილავს მაყურებელი. პროექტები გამდიდრებული იქნება უცხოელი ძალიან ცნობილი მუსიკოსების თანამონაწილეობით. გარდა ამისა, ვუმასპინძლებთ ელტონ ჯონს, ჯაზფესტივალის გახსნას, "ლედ ზეპელინის" სოლისტს, რობერტ პლანტს. მალე ჩვენს საინტერესო გეგმებს საზოგადოებას გავაცნობთ. მგონი, საინტერესო ზაფხული გამოგვივა!

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს