პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასიანი" ჩემი არასდროს ყოფილა..." - ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს
"ბასიანი" ჩემი არასდროს ყოფილა..." - ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნი" მის კუთ­ვნი­ლე­ბა­შია. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპრე­მი­ე­რის ვაჟი "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩემი Facebook-ის გვერ­დზე უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბა: პო­ზი­ტი­უ­რიც და ნე­გა­ტი­უ­რიც, კე­თი­ლის მსურ­ვე­ლიც და კრი­ტი­კუ­ლიც. ყვე­ლას აზრს გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი და უკი­დუ­რე­სი ლან­ძღვი­სა­საც კი ვცდი­ლობ თა­ვის შე­კა­ვე­ბა­სა და შენ­დო­ბას. მე­გო­ნა, რისი დაბ­რა­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და უკვე და­მაბ­რა­ლეს და წა­კი­თხუ­ლი ან გა­გო­ნი­ლი მქონ­და, მაგ­რამ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თუ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. სწო­რედ ამ ბრალ­დე­ბამ მა­ი­ძუ­ლა სტა­ტუ­სის და­წე­რა.მივ­მარ­თავ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებს, მათ მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტა­ტუ­სი არც გა­გა­წით­ლებთ და არც მო­ნა­ნი­ე­ბის სურ­ვილს აღ­გიძ­რავთ, ვი­ნა­ი­დან თქვენ­მა არა­ერ­თმა რეპ­ლი­კამ, სტა­ტუს­მა და მო­გო­ნილ­მა ზღა­პარ­მა და­მარ­წმუ­ნა ამა­ში. მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტონ მეგი გო­ცი­რი­ძეს არც მა­შინ შერ­ცხვე­ნია, როცა გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი მა­მას ინ­სულ­ტის შე­სა­ხებ მთე­ლი მონ­დო­მე­ბით აი­ტა­ცა და აპი­ა­რა და არც მა­შინ, როცა, თით­ქოს სამ­ძიმ­რის სა­ხით, გვირ­გვი­ნი დადო ბე­ბი­ას სახ­ლის ჭიშ­კარ­თან.

რომ არა ის ორი ფაქ­ტო­რი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით და ასა­კით ბე­ბი­ად მე­კუთ­ვნით - საქ­მეს სხვა­ნა­ი­რად წარვმარ­თავ­დი და პა­სუხ­საც გა­გე­ბი­ნებ­დით, თუმ­ცა თქვენ­და­მი ჩემი ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და. ისიც ვიცი, თქვენ­ნა­ი­რი მენ­ტა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს მო­რა­ლის თე­მე­ბი არც ეს­მით და არც აწუ­ხებთ.მივ­მარ­თავ მათ, ვინც პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ეს­მო­დეთ რას ნიშ­ნავს უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბა და ცი­ლის­წა­მე­ბა - ჟურ­ნა­ლის­ტებს: სა­ნამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლისმწა­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ი­ყე­ნებთ, ერთი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი მა­ინც მო­ი­ძი­ეთ, რად­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ ნამ­დვი­ლად მოგ­თხოვთ პა­სუხს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.და­ბო­ლოს, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ თეთ­რის შა­ვის­გან გარ­ჩე­ვა და სი­მარ­თლის და­ნახ­ვა: კლუ­ბი „ბა­სი­ა­ნი“ ჩემი არას­დროს ყო­ფი­ლა, არც რამე კავ­ში­რი მაქვს მის მფლო­ბე­ლებ­თან და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. პი­რა­დად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს ამ კლუბ­ში მომ­ხდა­რი „მკვლე­ლო­ბე­ბის“ გა­მო­ძი­ე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სას­ტი­კი დას­ჯის. იმე­დია ასეც მოხ­დე­ბა. მე კი გულ­წრფე­ლად თა­ნა­ვუგ­რძნობ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და ვი­ზი­ა­რებ მათ მწუ­ხა­რე­ბას.მუ­დამ თქვე­ნი ბერა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღეს ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდე­ბის მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ფედ­რო­ნით". გა­სულ კვი­რას, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ორი ახალ­გაზ­რდა - 22 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა და ბიჭი. ასე­ვე გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით კი­დევ 2 ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 38 წლის კახა კიკ­ნა­ძე და 39 წლის ლე­ვან კა­ლან­და­ძე. ლე­ვან კა­ლან­და­ძე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ბასიანი" ჩემი არასდროს ყოფილა..." - ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

"ბასიანი" ჩემი არასდროს ყოფილა..." - ბერა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს

ბერა ივანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კლუბი "ბასიანი" მის კუთვნილებაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპრემიერის ვაჟი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი Facebook-ის გვერდზე უამრავი კომენტარი იწერება: პოზიტიურიც და ნეგატიურიც, კეთილის მსურველიც და კრიტიკულიც. ყველას აზრს გაგებით ვეკიდები და უკიდურესი ლანძღვისასაც კი ვცდილობ თავის შეკავებასა და შენდობას. მეგონა, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა უკვე დამაბრალეს და წაკითხული ან გაგონილი მქონდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს თუ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში დამადანაშაულებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა.მივმართავ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან.

რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით - საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება - ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.მუდამ თქვენი ბერა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში რამდენიმე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით". გასულ კვირას, სავარაუდოდ, აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი. ასევე გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე. ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ