საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იპოვეთ პარტნიორი "ფეისბუქზე" - ცუკერბერგი გაცნობის სერვისს გვთავაზობს
"იპოვეთ პარტნიორი "ფეისბუქზე" - ცუკერბერგი გაცნობის სერვისს გვთავაზობს

„ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარტნი­ო­რე­ბი მო­ძებ­ნონ, cbsnews.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სერ­ვისს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მხო­ლოდ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და მათი მე­გობ­რე­ბი ამის შე­სა­ხებ ვერ შე­ი­ტყო­ბენ. ამას­თან, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან „ფე­ის­ბუქ­მე­გობ­რე­ბი“.

„სერ­ვი­სი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ხან­გრძლივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ჩვენ ვცდი­ლობთ, ხალ­ხს და­ვეხ­მა­როთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ცუ­კერ­ბერ­გმა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შექ­მნან გაც­ნო­ბის­თვის პრო­ფი­ლე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ მათი სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და არა გვა­რი. სერ­ვი­სი იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის, „ტინ­დე­რის“ მსგავ­სი. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, ნა­ხონ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თან ახ­ლოს იმარ­თე­ბა და ასე­ვე, შე­ეძ­ლე­ბათ გა­ი­გონ, ვინ ეს­წრე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბას.

ცუ­კერ­ბერ­გის თქმით, „ფე­ის­ბუ­ქის“ 200 მლნ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მარ­ტო­ხე­ლაა, აშშ-ში კი სა­მი­დან ერთი ქორ­წი­ნე­ბა ონ­ლა­ი­ნურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გია.

სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ფე­ის­ბუკს" გაც­ნო­ბის და და­წყვი­ლე­ბის სერ­ვი­სი და­ე­მა­ტე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"იპოვეთ პარტნიორი "ფეისბუქზე" - ცუკერბერგი გაცნობის სერვისს გვთავაზობს

"იპოვეთ პარტნიორი "ფეისბუქზე" - ცუკერბერგი გაცნობის სერვისს გვთავაზობს

„ფეისბუქის“ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სოციალურ ქსელში პარტნიორები მოძებნონ, cbsnews.com-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სერვისს მომხმარებლები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გამოიყენებენ და მათი მეგობრები ამის შესახებ ვერ შეიტყობენ. ამასთან, შეთავაზებული პარტნიორები არ იქნებიან „ფეისბუქმეგობრები“.

„სერვისი ფოკუსირებული იქნება ხანგრძლივ ურთიერთობაზე. ჩვენ ვცდილობთ, ხალხს დავეხმაროთ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა ცუკერბერგმა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შექმნან გაცნობისთვის პროფილები, სადაც მხოლოდ მათი სახელი იქნება დაფიქსირებული და არა გვარი. სერვისი იქნება ცნობილი აპლიკაციის, „ტინდერის“ მსგავსი. მომხმარებლები შეძლებენ, ნახონ ღონისძიებები, რომელიც მათთან ახლოს იმართება და ასევე, შეეძლებათ გაიგონ, ვინ ესწრება ღონისძიებას.

ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქის“ 200 მლნ მომხმარებელი მარტოხელაა, აშშ-ში კი სამიდან ერთი ქორწინება ონლაინურთიერთობის შედეგია.

სერვისით სარგებლობა რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: "ფეისბუკს" გაცნობის და დაწყვილების სერვისი დაემატება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს