საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საკვირაო ბაზრები“ - შეთავაზება დედაქალაქის მერს
„საკვირაო ბაზრები“ - შეთავაზება დედაქალაქის მერს

9 მა­ისს, „თბი­ლი­სის ივენთ ჰოლ­ში“ ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სა­თის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უკვე მე­ო­რედ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა პრო­ექტ „გე­მო­ვა­ნის“ ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც „გე­მო­ვა­ნის“ დი­რექ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ოთარ ნა­ჭყე­ბია „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, გა­მო­ფე­ნა­ზე 70 ფერ­მე­რის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის არის. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 10:00-დან 16:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს არის სა­ტეს­ტო გა­მო­ფე­ნა. სა­მო­მავ­ლოდ კი „გე­მო­ვანს“ საკ­მა­ოდ უპ­რე­ცე­დენ­ტო იდეა აქვს - „საკ­ვი­რაო ბაზ­რე­ბი“.

„რო­გორც ევ­რო­პა­შია, ჩვენც ასე­თი ტრა­დი­ცი­ის და­ნერგვა გვინ­და. ყო­ველ კვი­რა დღეს, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა „საკ­ვი­რაო ბა­ზა­რი“, სა­დაც 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბას მათი და­გე­მოვ­ნე­ბის და შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ლო­კა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით შერ­ჩე­უ­ლი არ გვაქვს, თუმ­ცა გვინ­და ისე­თი ად­გი­ლი ავარ­ჩი­ოთ,რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რო­ვე­ბის­თვი­საც და­ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე კი, 9 მა­ისს, რი­გით მე­ო­რე, სა­ტეს­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩა­ვა­ტა­რებთ. ჩვე­ნი თხოვ­ნა და სურ­ვი­ლია, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე დავ­პა­ტი­ჟოთ. გვინ­და, რომ მან გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­როს და ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ, რო­გორ შე­ვას­ხათ ამ იდე­ას ფრთე­ბი ისე, რომ ქა­ლაქს გა­მო­ად­გეს. დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რად­გან ბავ­შვებს გა­ა­სე­ირ­ნე­ბენ, შე­ი­ძე­ნენ სუფ­თა და ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს“, - აცხა­დებს ოთარ ნა­ჭყე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტ „გე­მო­ვანს“, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თუ­ლი სურ­სა­თის ბა­ზარ­ზე დამ­კვიდ­რე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ ქარ­თუ­ლი ჯი­შის ნერ­გებს, შემ­დეგ ავ­რცე­ლე­ბენ. ასე­ვე, ზრდი­ან მო­თხოვ­ნას ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და უზ­რუნ­ვე­ლო­ყო­ფენ მის მი­წო­დე­ბას. ისი­ნი ახა­ლი­სე­ბენ ფერ­მე­რებს, რომ მო­იყ­ვა­ნონ ნა­ტუ­რა­ლუ­რი სურ­სა­თი და შემ­დეგ მის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, თა­ნაც საკ­მა­ოდ კარგ ფა­სად. სა­მო­მავ­ლოდ „გე­მო­ვანს“ საკ­მა­ოდ ბევ­რი იდეა აქვს. მათ შო­რის, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მთლი­ა­ნად წა­ა­ხა­ლი­სოს ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბა - რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ხორ­ცე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბრენდ „გე­მო­ვა­ნის“ ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­და­იდ­გა გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის პური „მზე­თამ­ზე“ დახ­ლებ­ზე უკვე იყი­დე­ბა.

„სა­ნამ ჩვენს მი­ზანს მი­ვაღ­წევთ და ქარ­თულ ბა­ზარს მთლი­ა­ნად ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ით გა­ვა­ჯე­რებთ, მა­ნამ­დე ფერ­მე­რე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტუ­რა­ლუ­რის და გემ­რი­ე­ლის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. ამი­ტო­მაც ვე­ძებთ ნა­ტუ­რა­ლუ­რად მოყ­ვა­ნილ ბოსტნე­ულს, ხილს. სე­ზონ­ზე გვექ­ნე­ბა მარ­წყვი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ხე­და­ო­ბით არც თუ ისე ლა­მა­ზი იყოს, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი თუ სხვა­დას­ხვა და­ნა­მა­ტე­ბით მოყ­ვა­ნი­ლი მარ­წყვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხა­რის­ხი­ა­ნი იქ­ნე­ბა. დიდ ყუ­რა­დღე­ბას და­ვუთ­მობთ მთის პრო­დუქ­ტებს, რად­გან უფრო ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში მოყ­ვა­ნი­ლია. ამის გარ­და, ბევ­რი გეგ­მა გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ოთარ ნა­ჭყე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა „საკ­ვი­რაო ბაზ­რებ­ზე“ გა­მო­ტა­ნილ პრო­დუქ­ცი­ას და მათ ხა­რისხს, რო­გორც „გე­მო­ვა­ნის“ დი­რექ­ტო­რი გან­მარ­ტავს, სა­მო­მავ­ლოდ პრო­დუქ­ცია ლა­ბო­რა­ტი­უ­ლად შე­მოწ­მდე­ბა, მა­ნამ­დე სან­დო­ო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კომ­პა­ნი­ას კონ­ტაქ­ტი აქვს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზი­ებ­თან. ისი­ნი კი იმ ფერ­მე­რებს აკავ­ში­რე­ბენ, ვი­საც 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რი სურ­სა­თი მოჰ­ყავს.

„გე­მო­ვა­ნის“ ბრენ­დის ქვეშ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზეც გავა. მთა­ვა­რია სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მეტი ფერ­მე­რის მო­ზიდ­ვა და ჩარ­თვა პრო­ექ­ტში. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და შემ­დეგ უკვე ექ­სპორტზე გას­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ხა­რისხთან ადეკ­ვა­ტუ­რი. ფა­სებს ბა­ზა­რი და­ა­რე­გუ­ლი­რებს და მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბით და­ბა­ლანსდე­ბა. მთა­ვა­რია, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ხა­რის­ხით კო­ნუ­რენ­ცა გა­ვუ­წი­ოთ“, - აცხა­დებს ოთარ ნა­ჭყე­ბია.

გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია „მზე­თამ­ზე“. მე­დია პარტნი­ო­რი კი „გემ­რი­ე­ლია“.

“გე­მო­ვა­ნი” არის ბრენ­დი რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის სურ­სათს.კომ­პა­ნია 2015 წელს და­ფუძნ­და.

თე­ო­ნა კენ­ჭი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

„საკვირაო ბაზრები“ - შეთავაზება დედაქალაქის მერს

„საკვირაო ბაზრები“ - შეთავაზება დედაქალაქის მერს

9 მაისს, „თბილისის ივენთ ჰოლში“ ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეორედ გაიმართება. ღონისძიება პროექტ „გემოვანის“ ფარგლებში ჩატარდება.

როგორც „გემოვანის“ დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ ნაჭყებია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გამოფენაზე 70 ფერმერის მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ნატურალური და ქართული წარმომავლობის არის. გამოფენა-გაყიდვა 10:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება. ეს არის სატესტო გამოფენა. სამომავლოდ კი „გემოვანს“ საკმაოდ უპრეცედენტო იდეა აქვს - „საკვირაო ბაზრები“.

„როგორც ევროპაშია, ჩვენც ასეთი ტრადიციის დანერგვა გვინდა. ყოველ კვირა დღეს, დედაქალაქში გაიმართება „საკვირაო ბაზარი“, სადაც 100%-ით ნატურალური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი და მოსახლეობას მათი დაგემოვნების და შეძენის საშუალება ექნებათ. ლოკაცია ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს, თუმცა გვინდა ისეთი ადგილი ავარჩიოთ,რომელიც ადგილობროვებისთვისაც დატურისტებისთვისაც ხელსაყრელი იქნება. მანამდე კი, 9 მაისს, რიგით მეორე, სატესტო ღონისძიებას ჩავატარებთ. ჩვენი თხოვნა და სურვილია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე დავპატიჟოთ. გვინდა, რომ მან გამოფენა დაათვალიეროს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევასხათ ამ იდეას ფრთები ისე, რომ ქალაქს გამოადგეს. დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან ბავშვებს გაასეირნებენ, შეიძენენ სუფთა და ხარისხიან პროდუქტს“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

რაც შეეხება პროექტ „გემოვანს“, კომპანიის წარმომადგენლები გენეტიკურად ქართული სურსათის ბაზარზე დამკვიდრებით არიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ქართული ჯიშის ნერგებს, შემდეგ ავრცელებენ. ასევე, ზრდიან მოთხოვნას ნატურალურ პროდუქციაზე და უზრუნველოყოფენ მის მიწოდებას. ისინი ახალისებენ ფერმერებს, რომ მოიყვანონ ნატურალური სურსათი და შემდეგ მის რეალიზებაში ეხმარებიან, თანაც საკმაოდ კარგ ფასად. სამომავლოდ „გემოვანს“ საკმაოდ ბევრი იდეა აქვს. მათ შორის, ქართულ ბაზარზე მთლიანად წაახალისოს ქართული წარმოება - რძის პროდუქტები, ხორცეული, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ეს ყველაფერი ბრენდ „გემოვანის“ ქვეშ გააერთიანოს. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა გენეტიკურად ქართული ხორბლის პური „მზეთამზე“ დახლებზე უკვე იყიდება.

„სანამ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და ქართულ ბაზარს მთლიანად ნატურალური პროდუქციით გავაჯერებთ, მანამდე ფერმერების მოძიების პროცესში ვართ. დღეს საქართველოში ნატურალურის და გემრიელის დეფიციტი გვაქვს. ამიტომაც ვეძებთ ნატურალურად მოყვანილ ბოსტნეულს, ხილს. სეზონზე გვექნება მარწყვი, რომელიც შეიძლება შესახედაობით არც თუ ისე ლამაზი იყოს, მაგრამ გემრიელი იქნება და იმპორტირებული თუ სხვადასხვა დანამატებით მოყვანილი მარწყვისგან განსხვავებით, ხარისხიანი იქნება. დიდ ყურადღებას დავუთმობთ მთის პროდუქტებს, რადგან უფრო ეკოლოგიურ გარემოში მოყვანილია. ამის გარდა, ბევრი გეგმა გვაქვს“, - აღნიშნავს ოთარ ნაჭყებია.

რაც შეეხება „საკვირაო ბაზრებზე“ გამოტანილ პროდუქციას და მათ ხარისხს, როგორც „გემოვანის“ დირექტორი განმარტავს, სამომავლოდ პროდუქცია ლაბორატიულად შემოწმდება, მანამდე სანდოობა არის მნიშვნელოვანი. კომპანიას კონტაქტი აქვს სხვადასხვა ორგანიზიებთან. ისინი კი იმ ფერმერებს აკავშირებენ, ვისაც 100%-ით ნატურალური სურსათი მოჰყავს.

„გემოვანის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. მთავარია სტაბილურობა და მეტი ფერმერის მოზიდვა და ჩართვა პროექტში. ქართველი მომხმარებლის დაკმაყოფილება ქართული პროდუქციით და შემდეგ უკვე ექსპორტზე გასვლა. რაც შეეხება ფასებს, შედარებით მაღალი იქნება, მაგრამ ხარისხთან ადეკვატური. ფასებს ბაზარი დაარეგულირებს და მოთხოვნა-მიწოდებით დაბალანსდება. მთავარია, რომ იმპორტირებულ პროდუქციას ხარისხით კონურენცა გავუწიოთ“, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია „მზეთამზე“. მედია პარტნიორი კი „გემრიელია“.

“გემოვანი” არის ბრენდი რომელიც აერთიანებს ქართული გენეტიკის სურსათს.კომპანია 2015 წელს დაფუძნდა.

თეონა კენჭიაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"