მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება
ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება

ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი №54-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს.

რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ დღეს გა­მარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, არ­ჩევ­ნე­ბი 60 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ჯამ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 48 123 ამომ­რჩე­ვე­ლი.

ცეს­კო-ს პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 6 კან­დი­და­ტი, მათ­გან 5 წარ­დგე­ნი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, ხოლო ერთი - სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ.

ანა მი­ქე­ლა­ძის თქმით, თი­თო­ე­ულ სა­არ­ჩევ­ნო უბანს უკვე გა­და­ე­ცა ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და დო­კუ­მენ­ტა­ცია და ხვალ, დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მზად იქ­ნე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა მი­სა­ღე­ბად. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ამომ­რჩევ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ ერთ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენს პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ასარ­ჩე­ვად.

“სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მცი­რე მხედ­ვე­ლი ამომ­რჩევ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 2 გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლინ­ზა, უსი­ნათ­ლო ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ბი­უ­ლე­ტე­ნის შე­სავ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ჩო ფორ­მა, ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი­სათ­ვის ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პოს­ტე­რი, ხოლო ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვის მქო­ნე ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ხმის მი­ცე­მის კა­ბი­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ანა მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნებს 26 ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 721 და 3 სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 14 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და­აკ­ვირ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­ა­შუ­ქებს 19 მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის 504 მე­დია წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. 28 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ნა­წი­ლე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე 461 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ანა მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 20:00 სა­ათ­ზე, მას შემ­დეგ რაც და­ი­ხუ­რე­ბა უბ­ნე­ბი და და­ი­წყე­ბა ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რა, შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებს ცეს­კო მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ეტა­პობ­რი­ვად ატ­ვირ­თავს სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.results.cec.gov.ge.

07:00 სა­ა­თი­დან 24:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­ტე­ლე­ფო­ნო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, რომ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რია - 2 51 00 51; ასე­ვე ონ­ლა­ინ ჩატი.

„მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თონ, მოგ­ვა­წო­დონ და მი­ი­ღონ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­უ­წო­დებს ამომ­რჩევ­ლებს მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა მხა­რეს ხელი შე­უ­წყონ არ­ჩევ­ნე­ბის მშვიდ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას“,-გა­ნა­ცხა­და ცეს­კოს პრესს­პი­კერ­მა.

ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება

ხვალ ვანსა და ხონში არჩევნები გაიმართება

ხვალ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ანა მიქელაძის თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია და ხვალ, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.

“საარჩევნო უბნებზე მცირე მხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, 28 აპრილის არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 504 მედია წარმომადგენელი. 28 აპრილის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 461 წარმომადგენელი.

ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები