კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან
მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შაკ­თა ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდის მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუხს 1 მა­ი­სამ­დე და­ე­ლო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“-ის თავ­მჯდო­მა­რემ, „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ ხა­ზის მე­მან­ქა­ნემ რატი კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღეს.

„მე­დი­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში გუ­შინ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში სამ­ხრი­ვი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. კერ­ძოდ, შეხ­ვედ­რა­ში მე­რი­ის, „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ი­სა“ და დარ­გობ­რი­ვი პროფ­კავ­ში­რის „ერ­თო­ბა 2013“–ის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შეხ­ვედ­რა­ზე და­ვა­ყე­ნეთ ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის 1038 ლა­რის 1500 ლა­რამ­დე გაზ­რდის სა­კი­თხი. მათ გვი­თხრეს, რომ ამ ეტაპ­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტით ჩვე­ნი ხელ­ფა­სის მა­ტე­ბა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. შეხ­ვედ­რა 3 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და ძა­ლი­ან მძი­მე შეხ­ვედ­რა იყო. და­სას­რულს გად­მო­იდ­გა ნა­ბი­ჯი, რო­მელ­ზეც ახლა ვერ ვი­სა­უბ­რებ. გაჩ­ნდა იმე­დი, რომ სამ­შა­ბა­თის­თვის ჩვენს მო­თხოვ­ნა­ზე ექ­ნე­ბათ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. ამი­ტომ ჩვენ კი­დევ მი­ვე­ცით დრო, რათა მე­დი­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თოს ერთი შეხ­ვედ­რა და გა­ვი­გოთ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი. იმე­დი მაქვს, გარ­კვე­ულ თან­ხებს გა­მო­ძებ­ნი­ან და არ მი­იყ­ვა­ნენ მეტ­როს გა­ჩე­რე­ბამ­დე. იმედს მაძ­ლევს ისიც, რომ თბი­ლი­სის მე­რია ჩა­ერ­თო პრო­ცეს­ში და რა­ღაც კონ­კრე­ტულს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უკან არ და­ვი­ხევთ და წა­ვალთ ბო­ლომ­დე. სხვა გზა არ გვექ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხელ­ფა­სის გაზ­რდა­ზე უა­რის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათი პროფ­კავ­ში­რის წევ­რე­ბი არი­ან, გა­ი­ფი­ცე­ბი­ან.

„ჩვენ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ. სამ­შა­ბათს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. თუ შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი, ჩვენ გა­და­ვალთ გა­ფიც­ვა­ზე. სამი დღით ადრე და­ვა­სა­ხე­ლებთ იმ კონ­კრე­ტულ დღეს, რო­დე­საც მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი გა­ჩერ­დე­ბა. მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­მან­ქა­ნე­ებ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. პროფ­კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“ მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გარ­და მეტ­როს სხვა სამ­სა­ხუ­რებ­საც აერ­თი­ა­ნებს. კერ­ძოდ, მოძ­რა­ო­ბის სამ­სა­ხუ­რი, დეპო–ნა­ძა­ლა­დე­ვი, დეპო–გლ­და­ნი, გვი­რა­ბის სამ­სა­ხუ­რი და ასე შემ­დეგ. ამ­დე­ნად, არა მარ­ტო მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გა­ფიც­ვა მოხ­დე­ბა. ხელ­ფა­სე­ბის სა­კი­თხი მხო­ლოდ მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, არა­მედ მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მა­ცაა“, -აღ­ნიშ­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ.

მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენის მუშაკთა ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე პასუხს 1 მაისამდე დაელოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხაზის მემანქანემ რატი კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„მედიაციის ფარგლებში გუშინ თბილისის მერიაში სამხრივი შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, შეხვედრაში მერიის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და დარგობრივი პროფკავშირის „ერთობა 2013“–ის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე დავაყენეთ ამჟამად არსებული საშუალო ხელფასის 1038 ლარის 1500 ლარამდე გაზრდის საკითხი. მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტით ჩვენი ხელფასის მატება ვერ მოხერხდება. შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა და ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. დასასრულს გადმოიდგა ნაბიჯი, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. გაჩნდა იმედი, რომ სამშაბათისთვის ჩვენს მოთხოვნაზე ექნებათ კონკრეტული პასუხი. ამიტომ ჩვენ კიდევ მივეცით დრო, რათა მედიაციის ფარგლებში გაიმართოს ერთი შეხვედრა და გავიგოთ საბოლოო პასუხი. იმედი მაქვს, გარკვეულ თანხებს გამოძებნიან და არ მიიყვანენ მეტროს გაჩერებამდე. იმედს მაძლევს ისიც, რომ თბილისის მერია ჩაერთო პროცესში და რაღაც კონკრეტულს შემოგვთავაზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკან არ დავიხევთ და წავალთ ბოლომდე. სხვა გზა არ გვექნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხელფასის გაზრდაზე უარის მიღების შემთხვევაში, მეტროპოლიტენის თანამშრომლები, რომლებიც მათი პროფკავშირის წევრები არიან, გაიფიცებიან.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. სამშაბათს შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ჩვენ გადავალთ გაფიცვაზე. სამი დღით ადრე დავასახელებთ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც მეტროპოლიტენი გაჩერდება. მხოლოდ და მხოლოდ მემანქანეებზე არ არის საუბარი. პროფკავშირი „ერთობა 2013“ მემანქანეების გარდა მეტროს სხვა სამსახურებსაც აერთიანებს. კერძოდ, მოძრაობის სამსახური, დეპო–ნაძალადევი, დეპო–გლდანი, გვირაბის სამსახური და ასე შემდეგ. ამდენად, არა მარტო მემანქანეების გაფიცვა მოხდება. ხელფასების საკითხი მხოლოდ მემანქანეების პრობლემა არ არის, არამედ მეტროპოლიტენში დასაქმებული სხვა პროფესიის ადამიანების პრობლემაცაა“, -აღნიშნა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ