მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ
ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ

გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ეცა­დეთ რომ თქვენ მიერ ნათ­ქვე­მი ყვე­ლა სი­ტყვა ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ოთ - გვირ­ჩევს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და სწრა­ფად მზარ­დი და­საქ­მე­ბის სა­ი­ტი Glassdoor-ი.

ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტე­რაქ­ცია პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­თან უნდა იყოს არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, არა­მედ უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და და­ფიქ­რე­ბუ­ლად პა­სუ­ხობთ ყვე­ლა კი­თხვას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა არის ეს მცი­რეხ­ნი­ა­ნი გა­სა­უბ­რე­ბა ტე­ლე­ფონ­ზე თუ ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის მიზ­ნით გა­მარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გი, შე­არ­ჩი­ეთ ყვე­ლა სი­ტყვა და წი­ნა­და­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბით, რათა თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოთ.

Glassdoor-ის რჩე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ფრა­ზას, რო­მე­ლიც არას­დროს არ უნდა თქვათ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე თუ ქსურთ, რომ სა­მუ­შა­ოს მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­ში კონ­კუ­რენ­ტულ პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდეთ.

"შე­ვას­რუ­ლებ ნე­ბის­მი­ერ ფუნ­ქცი­ას თქვენს კომ­პა­ნი­ა­ში"

შე­საძ­ლოა სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხართ სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნის გამო და სახ­ლში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის ქვით­რე­ბი და­გიგ­როვ­დათ, ან შე­საძ­ლოა ეს კომ­პა­ნია თქვე­ნი ოც­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რია, თუმ­ცა, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე უნდა მო­ე­რი­დოთ იმის თქმას, რომ ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს შე­ას­რუ­ლებთ და ნე­ბის­მი­ერ პო­ზი­ცი­ა­ზე ხართ თა­ნახ­მა. ვი­ნა­ი­დან:

1. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრა­ზა დამ­საქ­მე­ბელს ცხა­დად აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ყიდ­ვას ცდი­ლობთ. არა­და უნდა აჩ­ვე­ნოთ, რომ ხართ ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და შე­გიძ­ლი­ათ კომ­პა­ნი­ას დიდი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოთ;

2. დამ­საქ­მე­ბელ­მა შე­საძ­ლოა იფიქ­როს, რომ კომ­პა­ნი­ი­სა და ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია მო­ძი­ე­ბუ­ლი, არა­და დამ­საქ­მე­ბელს კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი სჭირ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე.

3. ეს ფრა­ზა გამ­სა­უბ­რე­ბელს პირ­და­პირ შე­ტყო­ბი­ნე­ბას უგ­ზავ­ნის, რომ ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბას და­თან­ხმდე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მო­პყრო­ბას არ მო­ი­თხოვთ.

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და კარ­გია"

არას­დროს და­თან­ხმდეთ ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი­ვე შე­თა­ვა­ზე­ბას. შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა ნამ­დვი­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს და გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბო­დეს იმას, რა­საც თქვენ ელო­დით, ამ დროს და­თან­ხმე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი ინ­სტინ­ქტია, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მზად უნდა იყოთ ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­სა­მარ­თად. იმის ნაც­ვლად რომ ბრმად დავ­თან­ხმდეთ დამ­საქ­მებ­ლის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, უმ­ჯო­ბე­სია, რომ წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვა ჩა­ვა­ტა­როთ და გარ­და ამი­სა, ვი­ცო­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფასი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, უნდა ეცა­დოთ რომ ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნი­ის თან­ხმო­ბით დას­რულ­დეს. მას შემ­დეგ რაც კომ­პა­ნი­ის თან­ხმო­ბას მი­ი­ღებთ და ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვას ამო­წუ­რავთ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ჩემი წინა კომ­პა­ნია სა­ში­ნე­ლი იყო"

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დიდ არას ეუბ­ნე­ბი­ან ახალ დამ­საქ­მე­ბელ­თან წინა სამ­სა­ხუ­რის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე წუ­წუნს. ყო­ფილ უფ­როს­ზე თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და სა­მუ­შაო გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის ჩა­მოთ­ვლას სჯობს დამ­საქ­მე­ბელ­თან იმა­ზე ისა­უბ­როთ რო­გორ უმკლავ­დე­ბო­დით გა­მოწ­ვე­ვებს, რამ­დე­ნად კარ­გი იყა­ვით პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას, მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო­სა.

"ჩემი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი კარგ რე­კო­მენ­და­ცი­ას არ მომ­ცემს, რად­გან ჩე­მით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის თუ არა ამ წი­ნა­და­დე­ბა­ში სი­მარ­თლე, ის თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ და სა­ღა­მოს მე­გობ­რებს გა­უ­ზი­ა­რეთ. პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­თან კი ამის გამ­ჟღავ­ნე­ბას მო­ე­რი­დეთ. რე­კო­მენ­და­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სას გამ­სა­უბ­რე­ბე­ლი არას­დროს გკი­თხვათ რა­ტომ აკ­ლია რე­კო­მე­ნა­და­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს თქვე­ნი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა მო­დი­ო­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც თქვენს მიღ­წე­ვებ­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თქვენს პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელს არ აინ­ტე­რე­სებს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ წინა უფ­როს­თან...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ

ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა თქვათ

გასაუბრებაზე ეცადეთ რომ თქვენ მიერ ნათქვემი ყველა სიტყვა ყურადღებით შეარჩიოთ - გვირჩევს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი დასაქმების საიტი Glassdoor-ი.

ნებისმიერი ინტერაქცია პოტენციურ დამსაქმებელთან უნდა იყოს არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ უნდა აჩვენოს, რომ მიზანმიმართულად და დაფიქრებულად პასუხობთ ყველა კითხვას. არ აქვს მნიშვნელობა არის ეს მცირეხნიანი გასაუბრება ტელეფონზე თუ ანაზღაურების შეთანხმების მიზნით გამართული დიალოგი, შეარჩიეთ ყველა სიტყვა და წინადადება ყურადღებით, რათა თქვენი მომავალი წარმატება უზრუნველყოთ.

Glassdoor-ის რჩევებზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც არასდროს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე თუ ქსურთ, რომ სამუშაოს მოპოვების პროცესში კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდეთ.

"შევასრულებ ნებისმიერ ფუნქციას თქვენს კომპანიაში"

შესაძლოა სასოწარკვეთილი ხართ სამსახურის ძებნის გამო და სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრები დაგიგროვდათ, ან შესაძლოა ეს კომპანია თქვენი ოცნების სამსახურია, თუმცა, გასაუბრებაზე უნდა მოერიდოთ იმის თქმას, რომ ნებისმიერ საქმეს შეასრულებთ და ნებისმიერ პოზიციაზე ხართ თანახმა. ვინაიდან:

1. აღნიშნული ფრაზა დამსაქმებელს ცხადად აგრძნობინებს, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გაყიდვას ცდილობთ. არადა უნდა აჩვენოთ, რომ ხართ ნიჭიერი, ჭკვიანი და შეგიძლიათ კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანოთ;

2. დამსაქმებელმა შესაძლოა იფიქროს, რომ კომპანიისა და ვაკანტური ადგილის შესახებ წინასწარ არ გქონდათ ინფორმაცია მოძიებული, არადა დამსაქმებელს კარგად მომზადებული, ინფორმირებული კანდიდატი სჭირდება აღნიშნულ პოზიციაზე.

3. ეს ფრაზა გამსაუბრებელს პირდაპირ შეტყობინებას უგზავნის, რომ ნებისმიერ პირობას დათანხმდებით და განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოპყრობას არ მოითხოვთ.

"შემოთავაზებული ანაზღაურება დამაკმაყოფილებელი და კარგია"

არასდროს დათანხმდეთ ანაზღაურების შესახებ პირველივე შეთავაზებას. შესაძლოა, კომპანიის მიერ შემოთავაზებული ანაზღაურება ნამდვილად მიმზიდველი იყოს და გაცილებით აღემატებოდეს იმას, რასაც თქვენ ელოდით, ამ დროს დათანხმება ბუნებრივი ინსტინქტია, თუმცა, ყოველთვის მზად უნდა იყოთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად. იმის ნაცვლად რომ ბრმად დავთანხმდეთ დამსაქმებლის შემოთავაზებაზე, უმჯობესია, რომ წინასწარი მოკვლევა ჩავატაროთ და გარდა ამისა, ვიცოდეთ საკუთარი შესაძლებლობისა და განათლების ფასი. სპეციალისტების თქმით, უნდა ეცადოთ რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკება კომპანიის თანხმობით დასრულდეს. მას შემდეგ რაც კომპანიის თანხმობას მიიღებთ და ყველა არსებულ კითხვას ამოწურავთ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მოლაპარაკება დასრულებულია.

"ჩემი წინა კომპანია საშინელი იყო"

სპეციალისტები დიდ არას ეუბნებიან ახალ დამსაქმებელთან წინა სამსახურის უარყოფით მხარეებზე წუწუნს. ყოფილ უფროსზე თანამშრომლებსა და სამუშაო გარემოზე უარყოფითი შეფასებების ჩამოთვლას სჯობს დამსაქმებელთან იმაზე ისაუბროთ როგორ უმკლავდებოდით გამოწვევებს, რამდენად კარგი იყავით პრობლემების მოგვარებისას, მიუხედავად რთული სამუშაო გარემოსა.

"ჩემი ყოფილი უფროსი კარგ რეკომენდაციას არ მომცემს, რადგან ჩემით შეშფოთებული იყო"

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ წინადადებაში სიმართლე, ის თქვენთვის შეინახეთ და საღამოს მეგობრებს გაუზიარეთ. პოტენციურ დამსაქმებელთან კი ამის გამჟღავნებას მოერიდეთ. რეკომენდაციის წარმოდგენისას გამსაუბრებელი არასდროს გკითხვათ რატომ აკლია რეკომენადატორების ჩამონათვალს თქვენი ყოფილი უფროსი. რეკომენდაციები უნდა მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს მიღწევებზე, წარმატებასა და პოზიტიურ სამუშაო გამოცდილებაზე საუბარი შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს არ აინტერესებს როგორი ურთიერთობა გქონდათ წინა უფროსთან...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ