საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა
"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა

უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი მე­დი­აჰოლ­დინ­გის „გა­ზპ­რომ-მე­დი­ას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ფა­სი­ან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე შე­მო­დის. ნტვ-პლუს­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრა­ცია 2016 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­ი­ა­რა და ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღო, წლის ბო­ლომ­დე კი კომ­პა­ნია 30 ათა­სი აბო­ნენ­ტის მო­ზიდ­ვას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

იმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პა­კე­ტებ­ში, რო­მელ­საც „ნტვ პლუ­სი“ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზებს, უშუ­ა­ლოდ გა­ზპ­რომ-მე­დი­ას მიერ შექ­მნი­ლი 20-ზე მეტი პრო­დუქ­ტი შე­დის. კომ­პა­ნი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პა­კე­ტებ­ში ჯამ­ში 290-მდე სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი იქ­ნე­ბა.

გავ­რცლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ერო­ნუ­ლი კო­მი­სია გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ნტვ პლუსს“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მო­სას­ვლე­ლად სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია დას­ჭირ­დე­ბა. კო­მი­სია „ნტვ პლუსს" მი­მარ­თავს, რომ წარ­მოდ­გე­ნილ დეკ­ლა­რა­ცი­ას და­ურ­თოს ამო­ნა­წე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ესტრი­დან, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­უდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი შე­უ­ჩერ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცია.

მე­სა­მე სექ­ტორ­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლის მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვის ფონ­ზე, „ნტვ პლუ­სის“ შე­მოს­ვლა უარ­ყო­ფით შე­დე­გებს მო­ი­ტანს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნი­ფეს­ტიც შე­იქ­მნა, რომ­ლი­თაც ხელ­მომ­წე­რე­ბი მთავ­რო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას „ნტვ პლუ­სის­თვის“ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას თხო­ვენ.

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი ლადო სვა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ, „ნტვ-პლუ­სის“ შე­საძ­ლო შე­მოს­ვლა ქვეყ­ნის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა. „თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და ამ ფონ­ზე ბა­ზარ­ზე ნტვ-პლუ­სი შე­მოგ­ვყავს, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის ან­ტი­პი­არს შე­ეც­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ცოტა მერ­ყე­ვი ნა­წი­ლი, თა­ვი­სუფ­ლად იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი პრო­რუ­სულ მო­საზ­რე­ბებ­ზე. როცა, ერთი მხრივ, ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი გვინ­და გავ­ხდეთ, ხოლო მე­ო­რე მხრივ, გა­ზპ­რო­მის რუ­პო­რი შე­მოგ­ვყავს ბა­ზარ­ზე, ამას შე­უძ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს საფრ­თხე შე­უქ­მნას“ - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ლადო სვა­ნა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უახ­ლე­სი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი და ჰიბ­რი­დუ­ლი ომი და­სა­ხელ­და.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რის იმი­ჯის შე­ლახ­ვაა“ - აღ­ნიშ­ნა სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა 10 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას.

ექ­სპერ­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აზ­რით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებს სწო­რად აფა­სებს, კი­დევ უფრო გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა იმგვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რაც ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას და­ა­ზა­რა­ლებს.

„სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს სწო­რად ჰქონ­და საფრ­თხე­ებ­ზე აქ­ცენ­ტე­ბი დას­მუ­ლი, თუმ­ცა ამის შემ­დეგ რა? ასე­თი ან­გა­რი­შე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთავ­რო­ბამ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რათა ან­გა­რიშ­ში ნახ­სე­ნებ საფრ­თხე­ებს და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ“ - აღ­ნიშ­ნავს რონ­დე­ლის ფონ­დის ექ­სპერ­ტი ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს, ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია „პიკ“-ის მსგავ­სი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხე­ბის შექ­მნა. „ევ­რო­პა­შიც მსჯე­ლო­ბენ, რომ სა­ჭი­როა მძლავ­რი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არხი, რო­მე­ლიც ალ­ტერ­ნა­ტი­ვას შექ­მნის. ჩვენც უნდა ვი­ფიქ­როთ ამა­ზე“ - აღ­ნიშ­ნა მან.

რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე უკვე დიდი ხა­ნია სა­უბ­რობს ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტიც. IDFI-ის მიერ 2016 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტში „კრემ­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ვკი­თხუ­ლობთ:

"თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნაგ­რძობს უმოქ­მე­დო­ბას და არ შე­ი­მუ­შა­ვებს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კას, გა­რე­შე მტრულ ძა­ლას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე, რი­თაც საფრ­თხე ექ­მნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნულ ერ­თე­ულს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ქსე­ნო­ფო­ბია და გაღ­ვივ­დე­ბა ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლი. ამის გამო კი შე­სუს­ტდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თი­ა­ნო­ბა".

დო­კუ­მენ­ტის ავ­ტორ­თა თქმით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ცნე­ბას ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი უჭი­რავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნა­შიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კრემ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის პრინ­ცი­პებს მი­მარ­თავს, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ.

საფრ­თხე­ე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ მხო­ლოდ მსჯე­ლო­ბენ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა დიდი ხა­ნია შე­ა­ფა­სეს და სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც შე­ი­მუ­შა­ვეს. 2016 წლის 23 ნო­ემ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებ­მა ევ­რო­კავ­შირ­ში რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღეს (მომ­ხრე - 304 დე­პუ­ტა­ტი, წი­ნა­აღ­მდე­გი - 179, თავი შე­ი­კა­ვა - 208).

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რუს დიპ­ლო­მა­ტებს აძე­ვებს, "ნტვ პლუ­სი" კი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლით გე­ოგ­რა­ფი­ულ ექ­სპან­სი­ა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრობ­ლე­მას ვერ ხე­და­ვენ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, გია ვოლ­სკის თქმით, "სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აზრს შე­უც­ვლის, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი".

და მა­ინც, მა­შინ როცა რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხეს ევ­რო­პა და ამე­რი­კა აქ­ტი­უ­რად ებ­რძვის, ევ­რონ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ აძ­ლევს რუ­სე­თის კი­დევ ერთ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ას ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბას, უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
2

დემოკრატიის პირველი პრინციპია არჩევანის თავისუფლება. ეს ეხება პლურალიზმს სატელევიზიო სივრცეშიც. ამიტომ არანაირი უფლება არ აქვს ვინმეს რუსული არხები შეზღუდოს. 

მერაბი
1

არ აკანკალდნენ ეს უგნურები. ეს არის მათი დემოკრატია? რა უნდა შეზღუდოთ რისი თავი გაქვთ. განა არ იცით,რომ მოსახლეობის სულ მცირე 80% რუსულ არხებს უყურებს? რომელიმე ტელევიზია გასულხართ კომპიუტერის გარეთ? რა ხდება ქვეყანაში აშუქებთ ადგილზე მისვლით? გარდა საპატრიაქოს ტელევიზიისა? რისთვის ვუხდით ფულს ამ უსაქმურებს განსაკუთრებით ეგრეთწოდებულ სახელმწიფო ტელევიზიას 1 არხს. ნევროზი გაუჩინეს ხალხს ამისთვის?. სასწრაფოდ დასაწესებელია ცენზი ტელევიზიაში. არავინ გაბედოს და არ შემომედავოს, რომ ეს არა დემოკრატიულია. 

ავტორი:

"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა

"მოსახლეობის მერყევი ნაწილი, პრორუსულ მოსაზრებებზე გადავა..." - რა საფრთხეებს შეიცავს "ნტვ პლუსის" ქართულ ბაზარზე შემოსვლა

უმსხვილესი რუსული მედიაჰოლდინგის „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ნტვ-პლუსმა საქართველოში რეგისტრაცია 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა და ავტორიზაცია მიიღო, წლის ბოლომდე კი კომპანია 30 ათასი აბონენტის მოზიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

იმ სატელევიზიო პაკეტებში, რომელსაც „ნტვ პლუსი“ ქართველ მაყურებელს შესთავაზებს, უშუალოდ გაზპრომ-მედიას მიერ შექმნილი 20-ზე მეტი პროდუქტი შედის. კომპანიის მიერ შეთავაზებულ პაკეტებში ჯამში 290-მდე სატელევიზიო არხი იქნება.

გავრცლებულ ინფორმაციას კომუნიკაციების ერონული კომისია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნტვ პლუსს“ ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია დასჭირდება. კომისია „ნტვ პლუსს" მიმართავს, რომ წარმოდგენილ დეკლარაციას დაურთოს ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი შეუჩერდება ავტორიზაცია.

მესამე სექტორში რუსული პროპაგანდისტული მედიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ გაძლიერებული ანტიდასავლური ნარატივის ფონზე, „ნტვ პლუსის“ შემოსვლა უარყოფით შედეგებს მოიტანს. ამასთან დაკავშირებით მანიფესტიც შეიქმნა, რომლითაც ხელმომწერები მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას „ნტვ პლუსისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას თხოვენ.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლადო სვანაძე მიიჩნევს, რომ, „ნტვ-პლუსის“ შესაძლო შემოსვლა ქვეყნისთვის აუცილებლად დამაზიანებელი ფაქტორი გახდება. „თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიმართულია ევროინტეგრაციაზე და ამ ფონზე ბაზარზე ნტვ-პლუსი შემოგვყავს, რომელიც დასავლეთის ანტიპიარს შეეცდება, მოსახლეობის ცოტა მერყევი ნაწილი, თავისუფლად იქნება გადაყვანილი პრორუსულ მოსაზრებებზე. როცა, ერთი მხრივ, ევროპული ოჯახის წევრი გვინდა გავხდეთ, ხოლო მეორე მხრივ, გაზპრომის რუპორი შემოგვყავს ბაზარზე, ამას შეუძლია სახელმწიფო ინტერესებს საფრთხე შეუქმნას“ - აცხადებს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ლადო სვანაძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ჰიბრიდული ომი დასახელდა.

„საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანები ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვაა“ - აღნიშნა სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა 10 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას.

ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს სწორად აფასებს, კიდევ უფრო გაუგებარი ხდება იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას დააზარალებს.

„სახელმწიფო უშიშროების სამსახურს სწორად ჰქონდა საფრთხეებზე აქცენტები დასმული, თუმცა ამის შემდეგ რა? ასეთი ანგარიშების საფუძველზე, მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რათა ანგარიშში ნახსენებ საფრთხეებს დავუპირისპირდეთ“ - აღნიშნავს რონდელის ფონდის ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა მის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომს, ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ აუცილებელია „პიკ“-ის მსგავსი რუსულენოვანი არხების შექმნა. „ევროპაშიც მსჯელობენ, რომ საჭიროა მძლავრი რუსულენოვანი არხი, რომელიც ალტერნატივას შექმნის. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე“ - აღნიშნა მან.

რეალური საფრთხეების გაცნობიერებასა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც. IDFI-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ“ ვკითხულობთ:

"თუკი ხელისუფლება განაგრძობს უმოქმედობას და არ შეიმუშავებს კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკას, გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოს, როგორც სუვერენულ ერთეულს. საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი. ამის გამო კი შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა".

დოკუმენტის ავტორთა თქმით, საინფორმაციო ომის ცნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაშიც, რომლის მიხედვითაც, კრემლი საინფორმაციო ომის პრინციპებს მიმართავს, როდესაც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს რომელიმე სახელმწიფოს მიმართ.

საფრთხეები, რომელთა შესახებაც საქართველოში ჯერ მხოლოდ მსჯელობენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა დიდი ხანია შეაფასეს და სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს. 2016 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღეს (მომხრე - 304 დეპუტატი, წინააღმდეგი - 179, თავი შეიკავა - 208).

იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობა რუს დიპლომატებს აძევებს, "ნტვ პლუსი" კი საქართველოს ტელებაზარზე შემოსვლით გეოგრაფიულ ექსპანსიაზე ხმამაღლა საუბრობს, უმრავლესობის წარმომადგენლები პრობლემას ვერ ხედავენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, "საქართველოში არ არსებობს რესურსი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აზრს შეუცვლის, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული".

და მაინც, მაშინ როცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ევროპა და ამერიკა აქტიურად ებრძვის, ევრონტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველო რატომ აძლევს რუსეთის კიდევ ერთ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე შემოსვლის უფლებას, უცნობია.