პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზოლაციის სურვილი, შფოთვა, მუდმივი დაღლილობა- როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?
იზოლაციის სურვილი, შფოთვა, მუდმივი დაღლილობა- როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?

დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი გუ­ნე­ბა–გან­წყო­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდის უნა­რის და­კარ­გვა, ასო­ცი­ა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­ნე­ლე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ანს ლა­პა­რა­კის სურ­ვი­ლი უქ­რე­ბა და ხში­რად თავ­ში აზ­რე­ბიც არ მოს­დის, მო­ტო­რუ­ლი სფე­როს შე­ფერ­ხე­ბა, როცა ადა­მი­ანს ურ­ჩევ­ნია მთე­ლი დღე შინ ლო­გინ­ში გა­ა­ტა­როს – ეს დეპ­რე­სი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მაა. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ის ყო­ველ მე­ო­თხე ან მე­ხუ­თე ადა­მი­ანს ჰქო­ნია ან ექ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში.

დეპ­რე­სია იკურ­ნე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მისი პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოთ სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლისტს და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც ჩარ­თოთ. თუ პრობ­ლე­მის დრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტა არ მოხ­და, ის მწვავ­დე­ბა. დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად არი­ან მიდ­რე­კი­ლი სუ­ი­ცი­და­სად­მი.

ნიშ­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა ამო­იც­ნოთ, რომ ადა­მი­ა­ნი დეპ­რე­სი­ა­შია, ასე­თია:

იზო­ლა­ცია – დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ მარ­ტო დარ­ჩე­ნას, რად­გან მათ­თვის ეს სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. თუ თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ახლა კი გა­უ­ბე­და­ო­ბი­თა და ჩა­კე­ტი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დეპ­რე­სი­ა­ში.

დაღ­ლი­ლო­ბა – დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბის­გან ძა­ლი­ან და­ი­ღალ­ნენ და ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნიც აღარ აქვთ. ისი­ნი ვერ ხვდე­ბი­ან, რის­თვის უნდა იწ­ვა­ლონ და იშ­რო­მონ ცხოვ­რე­ბა­ში.

მო­ტი­ვა­ცი­ის უკ­მა­რი­სო­ბა –დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ტი­ვა­ცი­ას კარ­გა­ვენ. მათ არა მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლა ეზა­რე­ბათ, არა­მედ ხში­რად სა­წო­ლი­დან ად­გო­მა­ზეც უარს ამ­ბო­ბენ.

შეც­ვლი­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი – ადა­მი­ა­ნი , რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იყო, დეპ­რე­სი­ის დროს იწყებს შე­უ­სა­ბა­მოდ მოქ­ცე­ვას – ნერ­ვი­უ­ლობს, ბრაზ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვობს, აგ­რე­სი­უ­ლია.

ფი­ზი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი– წო­ნა­ში უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მა­ტე­ბა, ისე კლე­ბა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია – დეპ­რე­სი­ის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი სექ­სი­სა და ზო­გა­დად, პარტნი­ო­რის მი­მართ ინ­ტე­რესს კარ­გა­ვენ.

უძი­ლო­ბა – დეპ­რე­სი­ის დროს ხში­რად ადა­მი­ა­ნებს სა­წო­ლი­დან ად­გო­მაც კი ეზა­რე­ბათ, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ უძი­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც აწუ­ხებთ.

თვით­შე­ფა­სე­ბის და­ბა­ლი უნა­რი – დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს უეც­რად უვარ­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის უნა­რი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რწმე­ნა.

მღელ­ვა­რე­ბის მუდ­მი­ვი შეგ­რძნე­ბა – სულ იმა­ზე ფიქ­რობს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც ცუდი უნდა მოხ­დეს.

ცხოვ­რე­ბის უარ­ყო­ფით მო­მენ­ტებ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც ხდე­ბო­დეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში, დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ცუდ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ამ სიმ­ტო­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტით. დეპ­რე­სია ესეც და­ა­ვა­დე­ბაა და მა­საც, რო­გორც ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას, თა­ვი­სი ნივ­თი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. მა­გა­ლი­თად, ან­თე­ბას იწ­ვევს პროს­ტაგ­ლან­დი­ნე­ბი, დეპ­რე­სი­ას კი – ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი თა­ვის ტვინ­ში. მას ისე­ვე სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ან­თე­ბას ან ტკი­ვილს. გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს. თუ ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მას და­ეხ­მა­როთ. თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ქი­მი­უ­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი აბ­ლო­კი­რე­ბენ სე­რო­ტო­ნი­ნის დამ­შლელ ფერ­მენ­ტებს და ასე ზრდი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნის შემ­ცვე­ლო­ბას თა­ვის ტვინ­ში. არ­სე­ბობს მცე­ნა­რე­უ­ლი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტიც – „ტრიპ­ტო­ფა­ნი“, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სე­რო­ტო­ნი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. ის მცე­ნა­რე გრი­ფო­ნი­ას თეს­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. გრი­ფო­ნი­ას თეს­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი 5 HTP–ის (ამი­ნომ­ჟა­ვა) ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს ქრო­ნი­კულ თა­ვის ტკი­ვილს, უძი­ლო­ბას, დეპ­რე­სი­ას, მა­დის შეც­ვლას, გან­სა­კუთ­რე­ბით, უკონ­ტრო­ლო კვე­ბას ღა­მის სა­ა­თებ­ში. მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი კი ადა­მი­ანს პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მნა­სა და საქ­მე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იზოლაციის სურვილი, შფოთვა, მუდმივი დაღლილობა- როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?

იზოლაციის სურვილი, შფოთვა, მუდმივი დაღლილობა- როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია?

დაქვეითებული გუნება–განწყობა, სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა, ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანს ლაპარაკის სურვილი უქრება და ხშირად თავში აზრებიც არ მოსდის, მოტორული სფეროს შეფერხება, როცა ადამიანს ურჩევნია მთელი დღე შინ ლოგინში გაატაროს – ეს დეპრესიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. კვლევების მიხედვით, ის ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ჰქონია ან ექნება ცხოვრებაში.

დეპრესია იკურნება, თუმცა აუცილებელია, რომ მისი პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მიმართოთ საჭირო სპეციალისტს და მკურნალობის პროცესში მედიკამენტებიც ჩართოთ. თუ პრობლემის დროული გადაწყვეტა არ მოხდა, ის მწვავდება. დეპრესიული ადამიანები კი ყველაზე მეტად არიან მიდრეკილი სუიციდასადმი.

ნიშნები, რომლის მიხედვითაც უნდა ამოიცნოთ, რომ ადამიანი დეპრესიაშია, ასეთია:

იზოლაცია – დეპრესიაში მყოფი ადამიანები მუდმივად ცდილობენ მარტო დარჩენას, რადგან მათთვის ეს საკუთარ თავში გარკვევის საუკეთესო შესაძლებლობაა. თუ თქვენი მეგობარი ყოველთვის მხიარული და დადებითი ადამიანი იყო, ახლა კი გაუბედაობითა და ჩაკეტილობით გამოირჩევა, იგი, სავარაუდოდ, დეპრესიაში.

დაღლილობა – დეპრესიული ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოვრებისგან ძალიან დაიღალნენ და ცხოვრების მიზანიც აღარ აქვთ. ისინი ვერ ხვდებიან, რისთვის უნდა იწვალონ და იშრომონ ცხოვრებაში.

მოტივაციის უკმარისობა –დეპრესიაში მყოფ ადამიანები მოტივაციას კარგავენ. მათ არა მხოლოდ სამსახურსა თუ უნივერსიტეტში წასვლა ეზარებათ, არამედ ხშირად საწოლიდან ადგომაზეც უარს ამბობენ.

შეცვლილი ტემპერამენტი – ადამიანი , რომელიც ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, დეპრესიის დროს იწყებს შეუსაბამოდ მოქცევას – ნერვიულობს, ბრაზდება, ყველაფერზე დავობს, აგრესიულია.

ფიზიკური ცვლილებები– წონაში უეცარი ცვლილება. ეს შეიძლება იყოს როგორც მატება, ისე კლება.

სექსუალური დისფუნქცია – დეპრესიის დროს ადამიანები სექსისა და ზოგადად, პარტნიორის მიმართ ინტერესს კარგავენ.

უძილობა – დეპრესიის დროს ხშირად ადამიანებს საწოლიდან ადგომაც კი ეზარებათ, თუმცა ამის პარალელურად მათ უძილობის პრობლემებიც აწუხებთ.

თვითშეფასების დაბალი უნარი – დეპრესიაში მყოფ ადამიანს უეცრად უვარდება თვითშეფასების უნარი და საკუთარი თავის მიმართ რწმენა.

მღელვარების მუდმივი შეგრძნება – სულ იმაზე ფიქრობს, რომ აუცილებლად რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

ცხოვრების უარყოფით მომენტებზე კონცენტრირება – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგიც ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, დეპრესიული ადამიანები მაინც ცუდზე არიან ორიენტირებული.

ამ სიმტომებიდან რამდენიმეს აღმოჩენისთანავე აუცილებელია, რომ დაიწყოთ მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტით. დეპრესია ესეც დაავადებაა და მასაც, როგორც ყველა დაავადებას, თავისი ნივთიერი საფუძველი აქვს. მაგალითად, ანთებას იწვევს პროსტაგლანდინები, დეპრესიას კი – ქიმიური პროცესები თავის ტვინში. მას ისევე სჭირდება დახმარება, როგორც ნებისმიერ ანთებას ან ტკივილს. გუნება-განწყობას ორგანიზმში გამომუშავებული ნივთიერებები განსაზღვრავს. თუ ამ ნივთიერებების გამომუშავება შეფერხებულია, აუცილებელია, რომ მას დაეხმაროთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქიმიური ანტიდეპრესანტები აბლოკირებენ სეროტონინის დამშლელ ფერმენტებს და ასე ზრდიან ბედნიერების ჰორმონის შემცველობას თავის ტვინში. არსებობს მცენარეული ანტიდეპრესანტიც – „ტრიპტოფანი“, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. ის მცენარე გრიფონიას თესლისგანაა დამზადებული. გრიფონიას თესლისაგან მიღებული 5 HTP–ის (ამინომჟავა) ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ თავის ტკივილს, უძილობას, დეპრესიას, მადის შეცვლას, განსაკუთრებით, უკონტროლო კვებას ღამის საათებში. მისგან დამზადებული პრეპარატი კი ადამიანს პოზიტიური განწყობის შექმნასა და საქმეების წარმატებით მოგვარებაში ეხმარება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ