საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპული სტანდარტების ქარხანა ქუთაისში, სადაც წარმოებული ელექტროგამაცხელებლები ექსპორტზე გადის
ევროპული სტანდარტების ქარხანა ქუთაისში, სადაც წარმოებული ელექტროგამაცხელებლები ექსპორტზე გადის

ქუ­თა­ი­სის თა­ვი­სუ­ფალ ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში, ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია "ატ­ლან­ტიკ ჯგუ­ფის“ ელექტრო­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის ქარ­ხა­ნა გა­იხ­სნა. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ქარ­ხა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­წარ­მო­ში უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ყვე­ლა და­ნად­გა­რი და გეგ­მუ­რად, დღე­ში 500-მდე ელექტრო­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი იწარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რა­ში ორ­ჯერ ექ­სპორტზე გა­დის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში.

პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის კი­დევ ერთი კარ­გი მა­გა­ლი­თი სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის.

"ქუ­თა­ი­სის ინ­დუსტრი­ულ­მა ზო­ნამ 2017 წლის და­სა­წყის­ში წარ­მო­ად­გი­ნა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გეგ­მა და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ას­რუ­ლა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ელექტრო­გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის სა­წარ­მო­ში დღე­ის­თვის ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლია 45 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი. დღე­ის­თვის სა­წარ­მო­ში 120 ადა­მი­ა­ნამ­დეა და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად არი­ან გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. მათ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კვე­ბა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­მუ­შაო გა­რე­მო“, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ქარ­ხა­ნა მო­მა­ვალ­ში წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 ათა­სამ­დე გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნა­ლურ ბა­ზარ­ზე გავა ექ­სპორტზე.

„დღეს სრუ­ლი სა­წარ­მო ციკ­ლი ვი­ხი­ლეთ, და­წყე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მა­სა­ლე­ბით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ით. ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 72%-ზე მე­ტია, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში 72% და მეტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იქ­მნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქუ­თა­ი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­სა და ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს მი­ხე­ილ თი­გიშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია „ატ­ლან­ტიკ ჯგუ­ფის“ დო­ნის ინ­ვეს­ტო­რი შე­მო­იყ­ვა­ნა.

ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია „ატ­ლან­ტიკ ჯგუ­ფი“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 22 ქარ­ხა­ნას ფლობს. ქუ­თა­ი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­იქ­მნა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თიზ-ში ხდე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის, მათ შო­რის ტექ­სტი­ლის, სა­ხუ­რა­ვე­ბის, ნა­თუ­რე­ბის, ზე­თე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბა. ამ დრო­ის­თვის ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­კა­რო­ნის ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც მალე დას­რულ­დე­ბა.

მთლი­ა­ნად ქუ­თა­ი­სის თიზ-ში ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლია 100 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი, ხოლო კონ­ტრაქ­ტით და­საქ­მე­ბუ­ლია 370 ადა­მი­ა­ნი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ევროპული სტანდარტების ქარხანა ქუთაისში, სადაც წარმოებული ელექტროგამაცხელებლები ექსპორტზე გადის

ევროპული სტანდარტების ქარხანა ქუთაისში, სადაც წარმოებული ელექტროგამაცხელებლები ექსპორტზე გადის

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია "ატლანტიკ ჯგუფის“ ელექტროგამაცხელებლების ქარხანა გაიხსნა. ევროპული სტანდარტების ქარხანა ოფიციალურად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.

"ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.

„დღეს სრული საწარმო ციკლი ვიხილეთ, დაწყებული ძალიან მარტივი მასალებით და დასრულებული მაღალი ღირებულების პროდუქციით. ლოკალიზაციის მაჩვენებელი 72%-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის ღირებულებაში 72% და მეტი ჩვენს ქვეყანაში იქმნება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა პერსონალური მადლობა გადაუხადა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს მიხეილ თიგიშვილს, რომელმაც საქართველოში კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ დონის ინვესტორი შემოიყვანა.

ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება.

მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ