პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია
შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"დღეს მი­მიწ­ვი­ეს მე­რი­ი­დან ბილტმორ­ში გენ­გეგ­მის გან­ხილ­ვა­ზე. მი­ვე­დი გუ­ლუბ­რყვი­ლო ინ­ტე­რე­სით, რომ მო­ვის­მენ­დი ბოლო ბოლო ქა­ლა­ქის გეგ­მა რა არის. შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც ასამ­დე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და მე­რი­ამ მო­ა­წყო გენ­გეგ­მის ჯგუ­ფის სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლო, თან სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ვის­ხე­დით და ვუს­მენ­დით თა­ვი­სი­ვე და­ქი­რა­ვე­ბულ ჯგუფ­თან, რო­მელ­საც ჩვენ ვუხ­დით ფულს გარ­ჩე­ვებს.

რო­დე­საც მო­ვი­თხო­ვე სი­ტყვა და და­ვი­წყე მე­რი­ის კრი­ტი­კა ქა­ლა­ქის მერ­მა გა­მა­წყვე­ტი­ნა სი­ტყვა, ორ ხმა­ში ლა­პა­რა­კობ­და ჩემ­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ ძა­ლა­ზე იყო და არ გა­ჩერ­და. მერე და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა შა­ქა­რაშ­ვილ­მა მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა - ლა­მა­ზი ბოზი, მგო­ნი ესე ჟღერ­და. მე ვე­ცა­დე ფი­ზი­კუ­რი ჩხუ­ბი არ მომ­ხდა­რი­ყო და ვაშ­ვე­ლებ­დი 'კა­ცებს'. მერე ისევ ავი­ღე სი­ტყვა და ისევ შე­მა­წყვე­ტი­ნეს და ცხა­დია პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დავ­ტო­ვე შეხ­ვედ­რა.

ეს არის ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბის და­მოდ­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქა­ლა­ქის მი­მართ და კრი­ტი­კის მი­მართ. სამ­წუხ­როა.

P.s. შა­ქა­რაშ­ვილ­მა პი­რად ფოს­ტა­ში მომ­წე­რა. თქვენ­თვის არ მით­ქვამს ბო­ზიო, თუ ესე აღიქ­ვით ბო­დი­შიო. მა­ინც ვერ მიხ­ვდა რა­შია პრობ­ლე­მა...", - წერს ხოშ­ტა­რია.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

შეხ­ვედ­რა­ზე თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კა­ლა­ძეს მო­უ­წო­და, აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ცე­ხა­ვი­კე­ბი” შე­ჭა­მენ ქა­ლაქს თუ სწო­რი, ნორ­მა­ლუ­რი გზით გან­ვი­თარ­დე­ბა თბი­ლი­სი.

კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მათ მო­ის­მი­ნეს ლა­მა­ზი სა­დღეგ­რძე­ლო.

”ქორ­წილ­ში არ ვართ. დი­ა­ხაც, ქა­ლაქს ჰყავს მთავ­რო­ბა. მერი, რო­მელ­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვი­ღებთ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მი­ვი­ღებთ თუ არა გენ­გეგ­მას. ჩვენ გვაქვს კონ­ცეფ­ცია, რომ თბი­ლი­სი უნდა იყოს მწვა­ნე ქა­ლა­ქი. ყვე­ლა რე­ფორ­მა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლა­ქი სწო­რად გან­ვი­თარ­დეს და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ იგ­რძნოს კე­თილ­დღე­ო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამის შემ­დეგ კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა ითხო­ვა ”ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რმა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ”შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია იმ სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლო­თი, რო­მე­ლიც მე­რი­ამ დღეს მო­ა­წყო”. ხოშ­ტა­რი­ას გა­მოს­ვლა გა­ა­წყვე­ტი­ნა თბი­ლი­სის მერ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­პუ­ლიზ­მის უფ­ლე­ბას მას არ მის­ცემ­და.

„პო­პუ­ლიზ­მი არის თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მი­მართ. ზრდი­ლო­ბა იქო­ნი­ეთ ბა­ტო­ნი კახი. ნერ­ვე­ბი და­იმ­შვი­დეთ“, – მი­მარ­თა ხოშ­ტა­რი­ამ კა­ლა­ძეს, რა­ზეც თბი­ლი­სის მერ­მა მას ასე უპა­სუ­ხა: „ზრდი­ლო­ბა და უზ­რდე­ლო­ბა თქვენ­თან მო­ი­კი­თხეთ. არც კომ­პე­ტენ­ცია გაქვთ, არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. მივ­ცეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არის თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი სახე”.

ხოშ­ტა­რია რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და მი­ე­ცათ მის­თვის კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მას ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­დე­რა­ტორ­მა არ მის­ცა, რა­საც მოჰ­ყვა ”ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის რეპ­ლი­კა: „ეს რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. მი­ე­ცით ელე­ნეს უფ­ლე­ბა სი­ტყვა და­ას­რუ­ლოს“.

სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ში საკ­რე­ბუ­ლოს ”ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რი ვახ­ტანგ შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო. ”რა არის ეს. ბოზი ქა­ლე­ბი­ვით ყვი­რი­ხართ“, – მი­მარ­თა შა­ქა­რიშ­ვილ­მა ვა­შა­ძეს, რა­საც მისი აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა დამ­თავ­რდეს. „რა სი­ტყვებს იყე­ნებს თქვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი. უხერ­ხუ­ლია. რო­გორ იქ­ცე­ვით. სა­ზღვა­რი და სტან­დარ­ტი აქვს ამ ყვე­ლა­ფერს. რას იგი­ნე­ბით“, – მი­მარ­თა ვა­შა­ძემ კა­ლა­ძეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

"დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრაზე, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს.

როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყო და არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა - ლამაზი ბოზი, მგონი ესე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი 'კაცებს'. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.

ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა.

P.s. შაქარაშვილმა პირად ფოსტაში მომწერა. თქვენთვის არ მითქვამს ბოზიო, თუ ესე აღიქვით ბოდიშიო. მაინც ვერ მიხვდა რაშია პრობლემა...", - წერს ხოშტარია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები” შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ მოისმინეს ლამაზი სადღეგრძელო.

”ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ არა გენგეგმას. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი. ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და ყველა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

ამის შემდეგ კითხვის დასმის უფლება ითხოვა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ”შეურაცხყოფილია იმ საჯარო სასამართლოთი, რომელიც მერიამ დღეს მოაწყო”. ხოშტარიას გამოსვლა გააწყვეტინა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოპულიზმის უფლებას მას არ მისცემდა.

„პოპულიზმი არის თქვენი დამოკიდებულება პროფესიონალების მიმართ. ზრდილობა იქონიეთ ბატონი კახი. ნერვები დაიმშვიდეთ“, – მიმართა ხოშტარიამ კალაძეს, რაზეც თბილისის მერმა მას ასე უპასუხა: „ზრდილობა და უზრდელობა თქვენთან მოიკითხეთ. არც კომპეტენცია გაქვთ, არც პროფესიონალიზმი. მივცეთ პროფესიონალებს აზრის გამოთქმის საშუალება. ეს არის თქვენი რეალური სახე”.

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა მიეცათ მისთვის კითხვის დასმის უფლება, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა, რასაც მოჰყვა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის რეპლიკა: „ეს რა დამოკიდებულებაა. მიეცით ელენეს უფლება სიტყვა დაასრულოს“.

სიტყვიერ შელაპარაკებაში საკრებულოს ”ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ შაქარაშვილი ჩაერთო. ”რა არის ეს. ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, – მიმართა შაქარიშვილმა ვაშაძეს, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს. „რა სიტყვებს იყენებს თქვენი თანაგუნდელი. უხერხულია. როგორ იქცევით. საზღვარი და სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს. რას იგინებით“, – მიმართა ვაშაძემ კალაძეს.

"თუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ ეპიდემია დამთავრდა" - უცნობი ფაქტები კორონავირუსზე

დღის ფოტო - გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა