საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება
#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება

ყვე­ლა ბი­ლე­თი მომ­გე­ბი­ა­ნია

გა­თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში მკი­თხველს უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ჩუქ­რე­ბი ელო­დე­ბა - ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში. გა­მარ­ჯვე­ბულს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­როს ევ­რო­პის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქი, ასე­ვე, მი­ი­ღოს Iphone X, "მარ­შა­ლის" დი­ნა­მი­კი და სკე­იტ­ბორ­დე­ბი, ანუ ყვე­ლა ის ნივ­თი, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ...

მკი­თხველ­მა უკვე კარ­გად იცის გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ორი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ - დღეს ყვე­ლა ერთ­ხმად აღი­ა­რებს, რომ "ლი­ბერ­თინ­სი"­ და "ლი­ბერ­ქიდსი" არის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ზარ­დებს წიგ­ნის კი­თხვა შე­აყ­ვა­რა.­ "ლი­ბერ­თინ­სი" უკვე სამ წელ­ზე მე­ტია, ქარ­თველ თი­ნე­ი­ჯე­რებს მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბით ანე­ბივ­რებს, თა­ვად "ლი­ბერ­თინ­სის" წევ­რი ახალ­გაზ­რდე­ბის რი­ცხვი კი სა­მო­ცამ­დე გა­ი­ზარ­და. ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბი სწო­რედ ის მო­ზარ­დე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც, პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად არ­ჩე­ვენ და რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ქარ­თველ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბამ­დე უკვე მშობ­ლი­ურ ენა­ზე თარ­გმნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი­ უნდა მი­ვი­დეს. "ლი­ბერ­თინ­სი"­ აღმ­ოჩ­ნდა პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სულ უფრო მეტი ახა­ლი წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლით "მო­წამ­ლა". სწო­რედ ამის დას­ტუ­რია "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას­თან" რი­გე­ბი ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლი­სას, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი და მათი სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რე­ბი უკვე გა­მო­ცე­მუ­ლი ავ­ტო­რე­ბი­სა და მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ლი­ბერ­ქიდსს", მას­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. ისი­ნი ბავ­შვებ­თან ერ­თად არ­ჩე­ვენ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას 8-12 წლის ასა­კის მკი­თხვე­ლე­ბის­თვის. "ლი­ბერ­თინ­სის" მსგავ­სად, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­შიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ მსოფ­ლიო ავ­ტო­რე­ბის ბესტსე­ლე­რე­ბი გა­მო­ი­ცე­მა და ქარ­თველ ბავ­შვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, ჩა­ერ­თონ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რულ "მა­რა­თონ­ში", რო­მე­ლიც მათ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

"ლი­ბერ­თინ­სი" და "ლი­ბერ­ქიდსი" ამ­ჯე­რად მო­რი­გი გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­თა­მა­შე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან - ბავ­შვებ­სა­ და მო­ზარ­დებს, ვი­საც უყ­ვართ "ლი­ბერ­ქიდსი­სა" და "ლი­ბერ­თინ­სის" პრო­ექ­ტის წიგ­ნე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის­გან გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მი­ი­ღონ - გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის გა­თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში ჯე­ი­ზი­სა და ბი­ონ­სეს კონ­ცერ­ტებ­ზე, ასე­ვე, მი­ი­ღოს Iphone X, "მარ­შა­ლის" დი­ნა­მი­კი და სკე­იტ­ბორ­დე­ბი. რაც მთა­ვა­რია, გა­თა­მა­შე­ბის ყვე­ლა ბი­ლე­თი მომ­გე­ბი­ა­ნია - თუ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში შე­ი­ძენთ 10 ლა­რის წიგნს "ლი­ბერ­თინ­სი­სა" და "ლი­ბერ­ქიდსის" სე­რი­ი­დან, ავ­ტო­მა­ტუ­რად იგებთ სხვა­დას­ხვა წიგნ­სა და აქ­სე­სუ­არს; ბი­ლე­თი გა­თა­მა­შე­ბის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­დის და სხვა პრი­ზებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, მო­ი­გოთ მოგ­ზა­უ­რო­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში. ლა­ტა­რია გა­თა­მა­შე­ბის პე­რი­ოდ­ში სწო­რედ მხო­ლოდ ამ სე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­სულ წიგ­ნებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა. სა­ნამ გა­თა­მა­შე­ბის დე­ტა­ლებ­სა და გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის თა­რიღს გა­გაც­ნობთ, შე­გახ­სე­ნებთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის - "ლი­ბერ­თინ­სი­სა" და "ლი­ბერ­ქიდსის" მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცი­ი­სა და იმ და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რაც ამ პრო­ექ­ტებ­მა 8-12 წლის ბავ­შვებ­სა და თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე მო­ახ­დი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­თა­მა­შე­ბის #იკი­თხე­და­მო­ი­გებ"დე­ტა­ლებს, "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია­ მეტ­რე­ვე­ლი გვი­ამ­ბობს:

- "ლი­ბერ­თინ­სიც" და "ლი­ბერ­ქიდსიც" უკვე დიდი ხა­ნია მკი­თხველს სი­ურპრი­ზე­ბით ანე­ბივ­რებს. ამ­ჯე­რად მათ შევ­თა­ვა­ზებთ გა­თა­მა­შე­ბას #იკი­თხე­და­მო­ი­გებ, რომ­ლის ფარ­გლებ­ში მკი­თხვე­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ჩუქ­რებს უნდა ელო­დეს. გა­თა­მა­შე­ბა ორ ეტა­პად წა­რი­მარ­თე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე ყვე­ლა ბი­ლე­თი მომ­გე­ბი­ა­ნია. წიგ­ნებ­ში და­ხარ­ჯულ ყო­ველ 10 ლარ­ზე მყიდ­ვე­ლი გა­თა­მა­შე­ბის ერთ ბი­ლეთს მი­ი­ღებს, უნდა უპა­სუ­ხოს შე­კი­თხვას და სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებს მო­მენ­ტა­ლურ პრიზს და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ავ­ტო­მა­ტუ­რად იგებს სა­ჩუ­ქარს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს წიგ­ნი ან წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე აქ­სე­სუ­ა­რი.

აი, მე­ო­რე ეტაპ­ზე კი მთა­ვა­რი, გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი ამ­ბე­ბი იწყე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბულს გა­და­ე­ცე­მა ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში, სა­დაც მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­როს ევ­რო­პის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქა­ლა­ქი და და­ეს­წროს მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის, ბი­ონ­სე­სა და ჯე­ი­ზის კონ­ცერტს. ასე­ვე გა­თა­მაშ­დე­ბა Iphone X, ""მარ­შა­ლის" დი­ნა­მი­კი და სქე­ით­ბორ­დე­ბი, ანუ ყვე­ლა ის ნივ­თი, რომ­ლე­ბიც თი­ნე­ი­ჯე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ.

- რო­დის იწყე­ბა გა­თა­მა­შე­ბა?

- გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა აპ­რილ­ში და­ი­წყე­ბა, ფი­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა კი წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის დღეს გა­ი­მარ­თე­ბა. კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი ელო­დე­ბა მკი­თხვე­ლებს: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ლი­ბერ­თინ­სის" ფარ­გლებ­ში ჰოლი სმე­ი­ლის ბესტსე­ლე­რი, "გიკი გოგო" გა­მო­ი­ცა. ჰოლი სმე­ი­ლი ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­რია. ის სა­ქარ­თვე­ლოს მა­ის­ში ეწ­ვე­ვა წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით, სწო­რედ ის გა­ა­თა­მა­შებს გრან­დი­ო­ზულ პრი­ზებს "ლი­ბერ­თინ­სი­სა" და "ლი­ბერ­ქიდსის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს. გა­თა­მა­შე­ბის #იკი­თხე­და­მო­ი­გებ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­იც­ნონ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი, "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" ბესტსე­ლე­რე­ბის მწე­რა­ლი. ამი­ტომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, ჩა­ერ­თონ გა­თა­მა­შე­ბა­ში - იკი­თხონ და მო­ი­გონ სა­ჩუქ­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება

#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება

ყველა ბილეთი მომგებიანია

გათამაშების ფარგლებში მკითხველს უპრეცედენტო საჩუქრები ელოდება - ორკაციანი საგზური ბარსელონაში. გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ასევე, მიიღოს Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები, ანუ ყველა ის ნივთი, რომლებიც თინეიჯერებს განსაკუთრებულად უყვართ...

მკითხველმა უკვე კარგად იცის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის შესახებ - დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" არის პროექტები, რომლებმაც მოზარდებს წიგნის კითხვა შეაყვარა. "ლიბერთინსი" უკვე სამ წელზე მეტია, ქართველ თინეიჯერებს მსოფლიო ბესტსელერებით ანებივრებს, თავად "ლიბერთინსის" წევრი ახალგაზრდების რიცხვი კი სამოცამდე გაიზარდა. ლიბერთინსელები სწორედ ის მოზარდები არიან, რომლებიც, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, თავად არჩევენ და რეკომენდაციას უწევენ ლიტერატურას, რომელიც ქართველ თინეიჯერებამდე უკვე მშობლიურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული უნდა მივიდეს. "ლიბერთინსი" აღმოჩნდა პროექტი, რომელმაც თინეიჯერების უმრავლესობა სულ უფრო მეტი ახალი წიგნის წაკითხვის სურვილით "მოწამლა". სწორედ ამის დასტურია "ბიბლუსი გალერეასთან" რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას, აღფრთოვანებული თინეიჯერები და მათი საინტერესო კომენტარები უკვე გამოცემული ავტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ.

რაც შეეხება "ლიბერქიდსს", მასში ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის. "ლიბერთინსის" მსგავსად, ამ პროექტის ფარგლებშიც თანამედროვე მსოფლიო ავტორების ბესტსელერები გამოიცემა და ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ "მარათონში", რომელიც მათ უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

"ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" ამჯერად მორიგი გრანდიოზული გათამაშებისთვის ემზადებიან - ბავშვებსა და მოზარდებს, ვისაც უყვართ "ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, შესაძლებლობა ეძლევათ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან გრანდიოზული საჩუქრები მიიღონ - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გათამაშების ფარგლებში გამარჯვებულთათვის განკუთვნილი ორკაციანი საგზური ბარსელონაში ჯეიზისა და ბიონსეს კონცერტებზე, ასევე, მიიღოს Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები. რაც მთავარია, გათამაშების ყველა ბილეთი მომგებიანია - თუ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენთ 10 ლარის წიგნს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" სერიიდან, ავტომატურად იგებთ სხვადასხვა წიგნსა და აქსესუარს; ბილეთი გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადადის და სხვა პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვთ, მოიგოთ მოგზაურობა ბარსელონაში. ლატარია გათამაშების პერიოდში სწორედ მხოლოდ ამ სერიების ფარგლებში გამოსულ წიგნებზე გავრცელდება. სანამ გათამაშების დეტალებსა და გრანდიოზული დაჯილდოების თარიღს გაგაცნობთ, შეგახსენებთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი წარმატებული პროექტის - "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" მთავარი კონცეფციისა და იმ დადებითი გავლენის შესახებ, რაც ამ პროექტებმა 8-12 წლის ბავშვებსა და თინეიჯერებზე მოახდინა.

რაც შეეხება გათამაშების #იკითხედამოიგებ"დეტალებს, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი გვიამბობს:

- "ლიბერთინსიც" და "ლიბერქიდსიც" უკვე დიდი ხანია მკითხველს სიურპრიზებით ანებივრებს. ამჯერად მათ შევთავაზებთ გათამაშებას #იკითხედამოიგებ, რომლის ფარგლებში მკითხველი უპრეცედენტო საჩუქრებს უნდა ელოდეს. გათამაშება ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე ყველა ბილეთი მომგებიანია. წიგნებში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე მყიდველი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, უნდა უპასუხოს შეკითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებს მომენტალურ პრიზს და როგორც უკვე აღვნიშნე, ავტომატურად იგებს საჩუქარს. ეს შეიძლება იყოს წიგნი ან წიგნთან დაკავშირებული რაიმე აქსესუარი.

აი, მეორე ეტაპზე კი მთავარი, გაცილებით მასშტაბური ამბები იწყება. გამარჯვებულს გადაეცემა ორკაციანი საგზური ბარსელონაში, სადაც მას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და დაესწროს მსოფლიო ვარსკვლავების, ბიონსესა და ჯეიზის კონცერტს. ასევე გათამაშდება Iphone X, ""მარშალის" დინამიკი და სქეითბორდები, ანუ ყველა ის ნივთი, რომლებიც თინეიჯერებს განსაკუთრებულად უყვართ.

- როდის იწყება გათამაშება?

- გრანდიოზული გათამაშება აპრილში დაიწყება, ფინალური ღონისძიება კი წიგნის ფესტივალის დახურვის დღეს გაიმართება. კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება მკითხველებს: მოგეხსენებათ, "ლიბერთინსის" ფარგლებში ჰოლი სმეილის ბესტსელერი, "გიკი გოგო" გამოიცა. ჰოლი სმეილი ქართველი თინეიჯერებისთვის უსაყვარლესი და ძალიან პოპულარული ავტორია. ის საქართველოს მაისში ეწვევა წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით, სწორედ ის გაათამაშებს გრანდიოზულ პრიზებს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" გამარჯვებულებისთვის, ასევე ბავშვებთან ძალიან საინტერესო შეხვედრებს გამართავს. გათამაშების #იკითხედამოიგებ გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მსოფლიოში აღიარებული, "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების მწერალი. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ჩაერთონ გათამაშებაში - იკითხონ და მოიგონ საჩუქრები.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"