პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!..." - მიზეზები, რის გამოც ადამიანი მოთამაშე ხდება
00:00 / 00:00

ონ­ლა­ინ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში რომ მწვა­ვედ დგას და სას­წრა­ფოდ რე­გუ­ლი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ ვწერ­დით. 400 ათა­სი თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ათა­სო­ბით გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი, ვა­ლებ­ში ჩაფ­ლუ­ლი და დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი, თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ათო­ბით სი­ცო­ცხლე - ეს ის სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კაა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა უფრო მე­ტა­დაც დამ­ძიმ­დეს...

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" რუბ­რი­კა "ვი­დე­ობ­ლო­გი" სწო­რედ ამ მზარდ პრობ­ლე­მას მი­ე­ძღვნა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს გა­და­ცე­მი­დან:

აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე: "სულ პირ­ვე­ლად მე­გო­ბარს შევ­ყე­ვი. მინ­დო­და მის­თვის შე­მე­შა­ლა ხელი, რომ ბო­ლომ­დე არ ჩათ­რე­უ­ლი­ყო, არა­და ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე მოვ­ყე­ვი ხა­ფან­გში. თა­ვი­დან ცო­ტას ვა­გებ­დი, მაგ­რამ რაც უფრო შევ­ყე­ვი თა­მაშს, დიდ თან­ხებს ვა­გებ­დი და ვერც ვჩერ­დე­ბო­დი... მერე რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ყიდ­ვა დამ­ჭირ­და... გა­მო­სა­ვალს ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი... ბე­ბი­ა­ჩემს რა უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ სხვა რომ ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვე, ხელი წა­მიც­და... შემ­დეგ ძა­ლი­ან ვი­ნა­ნე, თუმ­ცა მარ­ტო ამას არა, ბევრ რა­ი­მეს ვნა­ნობ იმ პე­რი­ო­დი­დან...

...კარ­გია რომ დრო­ზე მივ­ხვდი. მგო­ნია გან­კურ­ნე­ბა­დია, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, ალ­ბათ ათა­სი­დან ერთი თუ შეძ­ლებს ამას. მარ­ტო ვერც მე შევ­ძლებ­დი ამას გავმკლა­ვე­ბო­დი, ჩემი ოჯა­ხის და მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­გორ­ღაც შევ­ძე­ლი და­მეღ­წია თავი..."

მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა, ფსი­ქო­ლო­გი:

"რო­გორც წესი, თა­მაშს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, იაფი ფუ­ლის შოვ­ნის გამო იწყე­ბენ. იგი­ვე ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი, "გა­და­ფხი­კე დ მო­ი­გე" და ა.შ... შე­იძ­ლე­ბა 5 ლარი და­დოს და 500 მო­ი­გოს, მერე ამახ­სოვ­რდე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად და სულ ჰგო­ნია რომ მო­ი­გებს... სხვა­თა­შო­რის ბევ­რს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი აქვს, ით­ვლე­ბი­ან კარგ მოს­წავ­ლე­ე­ბად და ჰგო­ნი­ათ, რომ სულ შეძ­ლე­ბენ მო­გე­ბას, რად­გან ფიქ­რო­ბენ რომ, კარ­გად გა­მო­ით­ვლი­ან... ამას ემა­ტე­ბა რომ მშობ­ლე­ბის­გან წა­ხა­ლი­სე­ბა... ჩემ­თვის უთ­ქვამთ პა­ცი­ენ­ტებს - 700 ლარი მო­ვი­გე, სახ­ლში მი­ვი­ტა­ნე და დე­დას მი­ვე­ცი... დედა კმა­ყო­ფი­ლი იყო, მაგ­რამ როცა ბევ­რი წა­ა­გო, მო­იყ­ვა­ნეს ჩემ­თან ყუ­რა­წე­უ­ლი - გვიშ­ვე­ლეთ, რას აკე­თებ­სო!...

თა­მა­შის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ხდე­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი. ის ფა­რავს ყვე­ლა სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას: ჭამა, ძილი, სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ფა­რუ­ლია თა­მა­შის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით. როცა თა­მა­შობს, მას არა­ფე­რი უნდა, არც საჭ­მე­ლი, არც სას­მე­ლი, არც ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა - პირ­და­პირ იწ­ვევს იმ­პო­ტენ­ცი­ა­საც.

აქ არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი - რეკ­ლა­მა. რეკ­ლა­მის ფსი­ქო­ლო­გია, გავ­ლე­ნის ფსი­ქო­ლო­გია სწო­რედ ამა­ზე აწყო­ბი­ლია, რომ "ზომ­ბი­რე­ბა" მოხ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ გა­ი­ყი­დოს მათი სა­ქო­ნე­ლი. მსგავ­სი რეკ­ლა­მაც და­ნა­შა­უ­ლია!"

გი­ორ­გი პა­ი­ჭა­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის პლატ­ფორ­მის თავ­მჯდო­მა­რე:

"თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ყველ­გან სა­დაც სლოტ-კლუ­ბე­ბია, ირ­გვლივ გან­ლა­გე­ბუ­ლია ლომ­ბარ­დე­ბი და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას უგ­ზავ­ნი­ან სმს-ებს, სთა­ვა­ზო­ბენ სეს­ხებს. ფი­ნან­სუ­რი წნე­ხის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნი გა­უ­აზ­რებ­ლად თან­ხმდე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და ხში­რია, რომ მთე­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა უწევს, ოჯა­ხე­ბი ენგრე­ვათ და ა.შ. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა...

ხში­რია, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ად­გი­ლე­ბი სკო­ლებ­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თა­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. თუნ­დაც ავი­ღოთ ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა მოს­წავ­ლე მი­დის სკო­ლა­ა­ში, ან სტუ­დენ­ტი მი­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გზად რა­საც ხე­დავს, ეს არის - "შე­მო­დი, ითა­მა­შე", ნაც­ვლად იმი­სა, რომ ხე­დავ­დეს "შე­მო­დი, ის­წავ­ლეს".

...ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ წარ­მო­ად­გი­ნა, კი­დევ უფრო გა­სამ­კაც­რე­ბე­ლია. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფსო­ნე­ბის და­დე­ბა უნდა აიკ­რძა­ლოს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!..." - მიზეზები, რის გამოც ადამიანი მოთამაშე ხდება

"დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!..." - მიზეზები, რის გამოც ადამიანი მოთამაშე ხდება

ონლაინ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა ქვეყანაში რომ მწვავედ დგას და სასწრაფოდ რეგულირებას საჭიროებს, ამის შესახებ არაერთხელ ვწერდით. 400 ათასი თამაშდამოკიდებული, ათასობით გაღარიბებული, ვალებში ჩაფლული და დანგრეული ოჯახი, თვითმკვლელობით დასრულებული ათობით სიცოცხლე - ეს ის საგანგაშო სტატისტიკაა, რომელიც პრობლემის დაუყოვნებლივ მოუგვარებლობის შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტადაც დამძიმდეს...

"პალიტრანიუსის" რუბრიკა "ვიდეობლოგი" სწორედ ამ მზარდ პრობლემას მიეძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს გადაცემიდან:

აზარტული მოთამაშე: "სულ პირველად მეგობარს შევყევი. მინდოდა მისთვის შემეშალა ხელი, რომ ბოლომდე არ ჩათრეულიყო, არადა ისე აღმოჩნდა, რომ მე მოვყევი ხაფანგში. თავიდან ცოტას ვაგებდი, მაგრამ რაც უფრო შევყევი თამაშს, დიდ თანხებს ვაგებდი და ვერც ვჩერდებოდი... მერე რაღაცეების გაყიდვა დამჭირდა... გამოსავალს ვეღარ ვპოულობდი... ბებიაჩემს რა უნდა ჰქონოდა, მაგრამ სხვა რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელი წამიცდა... შემდეგ ძალიან ვინანე, თუმცა მარტო ამას არა, ბევრ რაიმეს ვნანობ იმ პერიოდიდან...

...კარგია რომ დროზე მივხვდი. მგონია განკურნებადია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ალბათ ათასიდან ერთი თუ შეძლებს ამას. მარტო ვერც მე შევძლებდი ამას გავმკლავებოდი, ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით, როგორღაც შევძელი დამეღწია თავი..."

მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი:

"როგორც წესი, თამაშს ცნობისმოყვარეობის, იაფი ფულის შოვნის გამო იწყებენ. იგივე ტოტალიზატორი, "გადაფხიკე დ მოიგე" და ა.შ... შეიძლება 5 ლარი დადოს და 500 მოიგოს, მერე ამახსოვრდება პოზიტიურად და სულ ჰგონია რომ მოიგებს... სხვათაშორის ბევრს საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვს, ითვლებიან კარგ მოსწავლეებად და ჰგონიათ, რომ სულ შეძლებენ მოგებას, რადგან ფიქრობენ რომ, კარგად გამოითვლიან... ამას ემატება რომ მშობლებისგან წახალისება... ჩემთვის უთქვამთ პაციენტებს - 700 ლარი მოვიგე, სახლში მივიტანე და დედას მივეცი... დედა კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ბევრი წააგო, მოიყვანეს ჩემთან ყურაწეული - გვიშველეთ, რას აკეთებსო!...

თამაშის მოთხოვნილება ხდება დომინანტური. ის ფარავს ყველა სხვა ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას: ჭამა, ძილი, სექსუალური მოთხოვნილებები... ყველაფერი გადაფარულია თამაშის მოთხოვნილებით. როცა თამაშობს, მას არაფერი უნდა, არც საჭმელი, არც სასმელი, არც ქალთან ურთიერთობა - პირდაპირ იწვევს იმპოტენციასაც.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რეკლამა. რეკლამის ფსიქოლოგია, გავლენის ფსიქოლოგია სწორედ ამაზე აწყობილია, რომ "ზომბირება" მოხდეს ადამიანების, რომ გაიყიდოს მათი საქონელი. მსგავსი რეკლამაც დანაშაულია!"

გიორგი პაიჭაძე, საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის თავმჯდომარე:

"თუ დააკვირდებით, ყველგან სადაც სლოტ-კლუბებია, ირგვლივ განლაგებულია ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობას უგზავნიან სმს-ებს, სთავაზობენ სესხებს. ფინანსური წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანი გაუაზრებლად თანხმდება შემოთავაზებას და ხშირია, რომ მთელი ქონების გაყიდვა უწევს, ოჯახები ენგრევათ და ა.შ. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული სიტუაციაა...

ხშირია, რომ აზარტული თამაშების ადგილები სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაა განლაგებული, რაც დაუშვებელია. თუნდაც ავიღოთ ასეთი შემთხვევა, როცა მოსწავლე მიდის სკოლააში, ან სტუდენტი მიდის უნივერსიტეტში, გზად რასაც ხედავს, ეს არის - "შემოდი, ითამაშე", ნაცვლად იმისა, რომ ხედავდეს "შემოდი, ისწავლეს".

...ის რეგულაციები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა, კიდევ უფრო გასამკაცრებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ონლაინთამაშების მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე ფსონების დადება უნდა აიკრძალოს".

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"