მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ვერ შეთანხმდნენ ტრამპი და ტილერსონი?
რაზე ვერ შეთანხმდნენ ტრამპი და ტილერსონი?

“მად­ლო­ბა რექს ტი­ლერ­სონს მისი სამ­სა­ხუ­რის­თვის. დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­გენ­ტოს ეყო­ლე­ბა პირ­ვე­ლი ქალი დი­რექ­ტო­რი - ჯინა ჰას­პე­ლი. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას” - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ტვი­ტერ­ზე”.

ასე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი რექს ტი­ლერ­სო­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს მაიკ პომ­პეო და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი იყო, პომ­პე­ოს ად­გილ­ზე მისი მო­ად­გი­ლე, ჯინა ჰას­პე­ლი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში 1985 წლი­დან მუ­შა­ობს.

გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტმა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ.

“თუ ირა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას შევ­ხე­დავთ, მე ვფიქ­რობ, რომ ის სა­ში­ნე­ლია და გა­და­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა, ტი­ლერ­სო­ნი კი ფიქ­რობს, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რია... მე მინ­დო­და, რომ რა­ღა­ცე­ე­ბი შე­მეც­ვა­ლა, ის ფიქ­რობ­და, რომ შე­საც­ვლე­ლი არა­ფე­რი იყო...”, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ტი­ლერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ Washington Post-იც წერ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­სულ პა­რას­კევს ტრამპმა სთხო­ვა ტი­ლერ­სონს, სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­დამ­დგა­რი­ყო. ამის გამო, მან აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში ტურ­ნე შე­წყვი­ტა და ვა­შინგტო­ნი დაბ­რუნ­და... Bloomberg-ის ვერ­სი­ით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი იუ­წყე­ბო­და, რომ ტრამ­პი ტი­ლერ­სონს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არც კი და­ლა­პა­რა­კე­ბია და ამ ამის შე­სა­ხებ “ტვი­ტე­რით” შე­ი­ტყო.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ ტი­ლერ­სონ­მა ტრამპს “ბრიყ­ვი” უწო­და. “მე ვფიქ­რობ, ეს ჭო­რია, თუმ­ცა, თუ მან ეს ნამ­დვი­ლად თქვა, ჩვენ ისღა დაგ­ვრჩე­ნია ჩვე­ნი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ვა­და­როთ და მე წი­ნას­წარ გი­თხრათ, ვინ გა­ი­მარ­ჯვებს”, - ასე შე­ა­ფა­სა ეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა.

შარ­შან დე­კემ­ბერ­ში, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰი­ზერ ნო­ი­ერ­ტი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ტრამ­პი­სა და ტი­ლერ­სო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რა, თუმ­ცა სხვე­ბი ამა­ზე სა­უ­ბარს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად არი­დებ­დნენ თავს.

ტი­ლერ­სო­ნი და მოს­კო­ვი

BBC-ის ცნო­ბით, რექს ტი­ლერ­სო­ნი, 42 წლის მან­ძილ­ზე ერთ-ერთი მსხვილ ნავ­თო­ბკომ­პა­ნია ExxonMobil-ში მუ­შა­ობ­და. ის ახ­ლოს იც­ნობ­და ვლა­დი­მირ პუ­ტინს და კომ­პა­ნია Exxon-სა და Газпром-ს შო­რის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის “რუ­სე­თის მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნით” იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.

ით­ვლე­ბო­და, რომ ტი­ლერ­სონს მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა და­ე­ლა­გე­ბი­ნა, თუმ­ცა, პოსტზე ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის რუ­სე­თი­სა და ასა­დის რე­ჟი­მის მი­მართ საკ­მა­ოდ მკაც­რი პო­ზი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და...

“ვა­შინგტონ­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­ზე რუ­სე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ჯერ არ და­უ­წყი­ათ?..” - ამ ფორ­მით იხუმ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ტი­ლერ­სო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით... თა­ვად ტი­ლერ­სონ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამე­რი­კამ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ საფრ­თე­ებს ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს.

რა­ტომ პომ­პეო?

მაიკ პომ­პეო დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე, კან­ზა­სის შტა­ტის კონ­გრეს­მე­ნი იყო. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, 2016 წელს, ის რეს­პუბ­ლი­კე­ლებს უჭერ­და მხარს, თუმ­ცა, შემ­დეგ, მი­ლი­არ­დერ დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ებს შე­უ­ერ­თდა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის დროს, პომ­პეო ტრამპს და­უ­ფა­რა­ვად აკ­რი­ტი­კებ­და. ის ხში­რად ახ­სე­ნებ­და 2005 წლის აუ­დო­ჩა­ნა­წერს, სა­დაც ტრამ­პი “ქა­ლებს და­მამ­ცი­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და... თუმ­ცა, შემ­დეგ, პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მისი გან­ცხა­დე­ბით, პომ­პე­ი­ზე იმი­ტომ შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი, რომ მას ძა­ლი­ან კარ­გი სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა აქვს - დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ვესტ-პო­ინ­ტის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია და ჰარ­ვარ­დის იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლა. ცენ­ტრა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ო­ბი­სას მისი ავ­ტო­რო­ბით მოხ­და ამ უწყე­ბის თავ­დაც­ვი­თი და თავ­დას­ხმი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის მო­დერ­ზი­ნე­ბა.

“სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის პოსტზე ის გა­ნაგ­რძობს ამე­რი­კის პო­ზი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნას მსოფ­ლი­ო­ში, შე­მო­იკ­რებს მხარ­დამ­ჭე­რებს და მტრე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა­საც შეძ­ლებს”, - აცხა­დებს ტრამ­პი.

ავტორი:

რაზე ვერ შეთანხმდნენ ტრამპი და ტილერსონი?

რაზე ვერ შეთანხმდნენ ტრამპი და ტილერსონი?

“მადლობა რექს ტილერსონს მისი სამსახურისთვის. დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ეყოლება პირველი ქალი დირექტორი - ჯინა ჰასპელი. გილოცავთ ყველას” - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

ასე გაათავისუფლა აშშ-ს პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან. შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტს მაიკ პომპეო დაიკავებს, რომელიც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი იყო, პომპეოს ადგილზე მისი მოადგილე, ჯინა ჰასპელი დაინიშნა, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურებში 1985 წლიდან მუშაობს.

გუშინ პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ.

“თუ ირანის ხელშეკრულებას შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ ის საშინელია და გადახედვა სჭირდება, ტილერსონი კი ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია... მე მინდოდა, რომ რაღაცეები შემეცვალა, ის ფიქრობდა, რომ შესაცვლელი არაფერი იყო...”, - განაცხადა ტრამპმა.

ტილერსონის გათავისუფლებაზე რამდენიმე დღის წინ Washington Post-იც წერდა. გამოცემის ცნობით, გასულ პარასკევს ტრამპმა სთხოვა ტილერსონს, საკუთარი ნებით გადამდგარიყო. ამის გამო, მან აფრიკის ქვეყნებში ტურნე შეწყვიტა და ვაშინგტონი დაბრუნდა... Bloomberg-ის ვერსიით, სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ტრამპი ტილერსონს გათავისუფლებაზე არც კი დალაპარაკებია და ამ ამის შესახებ “ტვიტერით” შეიტყო.

გათავისუფლების მოლოდინში

გასული წლის ოქტომბერში ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ტილერსონმა ტრამპს “ბრიყვი” უწოდა. “მე ვფიქრობ, ეს ჭორია, თუმცა, თუ მან ეს ნამდვილად თქვა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები შევადაროთ და მე წინასწარ გითხრათ, ვინ გაიმარჯვებს”, - ასე შეაფასა ეს ინფორმაცია თავად აშშ-ს პრეზიდენტმა.

შარშან დეკემბერში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჰიზერ ნოიერტი იყო პირველი, ვინც ტრამპისა და ტილერსონის დაპირისპირებაზე ხმამაღლა ისაუბრა, თუმცა სხვები ამაზე საუბარს დიპლომატიურად არიდებდნენ თავს.

ტილერსონი და მოსკოვი

BBC-ის ცნობით, რექს ტილერსონი, 42 წლის მანძილზე ერთ-ერთი მსხვილ ნავთობკომპანია ExxonMobil-ში მუშაობდა. ის ახლოს იცნობდა ვლადიმირ პუტინს და კომპანია Exxon-სა და Газпром-ს შორის, ურთიერთობების განვითარებისთვის “რუსეთის მეგობრობის ორდენით” იყო დაჯილდოვებული.

ითვლებოდა, რომ ტილერსონს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უნდა დაელაგებინა, თუმცა, პოსტზე ყოფნის განმავლობაში, ის რუსეთისა და ასადის რეჟიმის მიმართ საკმაოდ მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა...

“ვაშინგტონში მიმდინარე ცვლილებებზე რუსეთის დადანაშაულება ჯერ არ დაუწყიათ?..” - ამ ფორმით იხუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით... თავად ტილერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამერიკამ რუსეთის ქმედებებისგან გამოწვეულ საფრთეებს ადეკვატური პასუხი გასცეს.

რატომ პომპეო?

მაიკ პომპეო დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორობამდე, კანზასის შტატის კონგრესმენი იყო. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 2016 წელს, ის რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს, თუმცა, შემდეგ, მილიარდერ დონალდ ტრამპის მომხრეებს შეუერთდა.

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, პომპეო ტრამპს დაუფარავად აკრიტიკებდა. ის ხშირად ახსენებდა 2005 წლის აუდოჩანაწერს, სადაც ტრამპი “ქალებს დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებდა... თუმცა, შემდეგ, პოზიცია შეცვალა. რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას, მისი განცხადებით, პომპეიზე იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ მას ძალიან კარგი სამხედრო განათლება აქვს - დამთავრებული აქვს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია და ჰარვარდის იურიდიული სკოლა. ცენტრალური დაზვერვის სააგენტოში მუშაობისას მისი ავტორობით მოხდა ამ უწყების თავდაცვითი და თავდასხმითი პოტენციალის მოდერზინება.

“სახელმწიფო მდივნის პოსტზე ის განაგრძობს ამერიკის პოზიციების აღდგენას მსოფლიოში, შემოიკრებს მხარდამჭერებს და მტრებისთვის პასუხის გაცემასაც შეძლებს”, - აცხადებს ტრამპი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"