პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე ქალაქებამდე - თბილისი, ბაქო, ერევანი და მათი ცათამბჯენები
00:00 / 00:00

თბი­ლი­სი, ბაქო, ერე­ვა­ნი - სამი პოსტსაბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვა­ლი გა­აქ­რონ და თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქე­ბად იქ­ცნენ. ეს კი პირ­ველ რიგ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

თბი­ლის­ში გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის ბუმი არ ცხრე­ბა. ურ­ბა­ნის­ტე­ბი უამ­რავ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით უნდა წა­რი­მარ­თოს და ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი უნდა აიკ­რძა­ლოს. თუმ­ცა უამ­რავ ახალ ნა­გე­ბო­ბას შო­რის არა­ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უდა­ვოდ კარ­გი შე­ნო­ბაც არის. ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ცა­თამბჯე­ნებ­ზე კეთ­დე­ბა და ხედი თბი­ლის­ზეც საგ­რძნობ­ლად შეც­ვლი­ლია. ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლო მხო­ლოდ ანძა აღა­რაა. მის ერთ-ერთ ახალ სიმ­ბო­ლოდ იქცა სას­ტუმ­რო "ბილტმორ თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩანს. თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბი უკ­ვდა­ვი არ­ქი­ტექ­ტუ­რით კი დღემ­დე ნე­ბის­მი­ე­რი მნახ­ვე­ლის გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

ბა­ქოს ადრე ნავ­თო­ბის­გან და­ბინ­ძუ­რე­ბულ შავ ქა­ლაქს ეძახ­დნენ. ახლა კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლა­ქი საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რას თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბე­ბით ანაც­ვლებს. შე­დე­გად ბა­ქოს უკვე თეთრ ქა­ლაქ­საც უწო­დე­ბენ. და­სავ­ლუ­რი მე­დია ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ბაქო მი­ის­წრა­ფის, დუ­ბა­ის მსგავ­სად არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­ოც­რე­ბე­ბის ქა­ლა­ქი გახ­დეს. ქა­ლა­ქი ყო­ველ­დღი­უ­რად თა­ნა­მედ­რო­ვე იერს იძენს და ამას­თან ერ­თად ძვე­ლე­ბუ­რი ქა­ლა­ქის სა­ხეს ინარ­ჩუ­ნებს.

ერე­ვა­ნი სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქი 1918 წლი­და­ნაა. ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რამ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა გა­ნი­ცა­და. თუმ­ცა დღეს ძვე­ლი ერევ­ნის მცი­რე ფრაგ­მენ­ტე­ბი­ღაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ამ სა­კი­თხის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ურ­ბა­ნის­ტე­ბის ნა­წი­ლი ქა­ლაქ­ში ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ თა­ნა­მედ­რო­ვეს მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს. ნა­წი­ლი კი თა­ნა­მედ­რო­ვე მშე­ნებ­ლო­ბებს მი­ე­სალ­მე­ბა.

ზო­გა­დად, ქა­ლა­ქე­ბის იერ­სა­ხეს გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ. ამი­ტომ დღეს ამ სამი დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მა­ღალ შე­ნო­ბებს გან­ვი­ხი­ლავთ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლო გახ­და სას­ტუმ­რო "ბილტმორ თბი­ლი­სი", რო­მე­ლიც 32 სარ­თუ­ლი­ან 138 მეტ­რი სი­მაღ­ლის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სას­ტუმ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ნო­ბაა. თუმ­ცა ასე იყო სა­უ­კუ­ნის წი­ნაც, რად­გან ის ის­ტო­რი­ულ იმე­ლის შე­ნო­ბას მო­ი­ცავს. იმე­ლის შე­ნო­ბა, სა­დაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღეს, იყო სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბა, რომ­ლის ასა­გე­ბად ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, არ­მი­რე­ბუ­ლი პემ­ზო­ბე­ტო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს. "ბილტმო­რის კო­ლექ­ცია" ლუქს-კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბის ბრენ­დია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში Millennium & Copthorne-ის პირ­ველ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ხსნის. Millennium & Copthorne Hotels მსოფ­ლი­ო­ში 120 სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი, აქ­ტი­ვე­ბის მმარ­თვე­ლი ან ბიზ­ნე­სის მმარ­თვე­ლია. სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ში 140-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია "დაბი ჯგუფ­მა" ჩადო.

ბა­ქო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა SOCAR Tower-ია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც 2016 წელს დას­რულ­და. ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბაა რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ისე მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. შე­ნო­ბის სრუ­ლი სი­მაღ­ლე 196 მეტ­რია, თუმ­ცა ფუნ­ქცი­უ­რი ნა­წი­ლი 171 მეტრს მო­ი­ცავს. შე­ნო­ბა­ში 42 სარ­თუ­ლია, რო­მელ­თა­გან 2 მი­წის­ქვე­შაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. SOCAR Tower "სო­კა­რის" სა­თა­ვო ოფი­სია. შე­ნო­ბის დი­ზა­ი­ნი ეკუთ­ვნის კომ­პა­ნი­ას Heerim Architects სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან. ცა­თამბჯე­ნი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ერთ-ერთი კარ­გი მა­გა­ლი­თია. შე­ნო­ბის კონ­ცეფ­ცი­ას "ქარი და ცე­ცხლი" ჰქვია. ის ორ ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის და თით­ქოს, ზედა ნა­წილ­ში ერ­თმა­ნეთს ეხ­ვე­ვა. SOCAR Tower-ის ასა­შე­ნებ­ლად 414 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და­ი­ხარ­ჯა.

ერევ­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა Elite Plaza ბიზ­ნეს ცენ­ტრია, რო­მე­ლიც 2013 წელს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. 19 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სა­ერ­თო სი­მაღ­ლე 85 მეტ­რია. შე­ნო­ბა Elite Group-ის აშე­ნე­ბუ­ლია. მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო International Finance Corporation (IFC) European Bank for Reconstruction and Development-თან (EBRD) ერ­თად. მათი მი­ზა­ნი სომ­ხეთ­ში პირ­ვე­ლი ა კლა­სის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ბიზ­ნეს ცენ­ტრის აშე­ნე­ბა იყო. ბიზ­ნეს­ცენ­ტრი ერევ­ნის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. ბიზ­ნეს­ცენ­ტრი ორ ნა­წი­ლად - სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად და სა­ო­ფი­სე სივ­რცედ იყო­ფა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე ქალაქებამდე - თბილისი, ბაქო, ერევანი და მათი ცათამბჯენები

საბჭოთა კავშირიდან თანამედროვე ქალაქებამდე - თბილისი, ბაქო, ერევანი და მათი ცათამბჯენები

თბილისი, ბაქო, ერევანი - სამი პოსტსაბჭოური ქვეყნის დედაქალაქი, რომლებიც ცდილობენ საბჭოთა წარსულის კვალი გააქრონ და თანამედროვე ქალაქებად იქცნენ. ეს კი პირველ რიგში არქიტექტურაში გამოიხატება.

თბილისში გასული ათწლეულები მშენებლობის ბუმი არ ცხრება. ურბანისტები უამრავ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და ჩივიან, რომ ქალაქის განაშენიანება გენერალური გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს და ქაოტური მშენებლობები უნდა აიკრძალოს. თუმცა უამრავ ახალ ნაგებობას შორის არაერთი განსაკუთრებული და უდავოდ კარგი შენობაც არის. ბოლო პერიოდში თბილისში განსაკუთრებული აქცენტი ცათამბჯენებზე კეთდება და ხედი თბილისზეც საგრძნობლად შეცვლილია. ქალაქის სიმბოლო მხოლოდ ანძა აღარაა. მის ერთ-ერთ ახალ სიმბოლოდ იქცა სასტუმრო "ბილტმორ თბილისი", რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს. თბილისის ძველი უბნები უკვდავი არქიტექტურით კი დღემდე ნებისმიერი მნახველის გაოცებას იწვევს.

ბაქოს ადრე ნავთობისგან დაბინძურებულ შავ ქალაქს ეძახდნენ. ახლა კი აზერბაიჯანის დედაქალაქი საბჭოთა არქიტექტურას თანამედროვე შენობებით ანაცვლებს. შედეგად ბაქოს უკვე თეთრ ქალაქსაც უწოდებენ. დასავლური მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაქო მიისწრაფის, დუბაის მსგავსად არქიტექტურული საოცრებების ქალაქი გახდეს. ქალაქი ყოველდღიურად თანამედროვე იერს იძენს და ამასთან ერთად ძველებური ქალაქის სახეს ინარჩუნებს.

ერევანი სომხეთის დედაქალაქი 1918 წლიდანაა. ქალაქის არქიტექტურამ შუა საუკუნეების ევროპის საკმაოდ ძლიერი გავლენა განიცადა. თუმცა დღეს ძველი ერევნის მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულაა. საზოგადოებისა და ურბანისტების ნაწილი ქალაქში ისტორიული შენობების სანაცვლოდ თანამედროვეს მშენებლობას აპროტესტებს. ნაწილი კი თანამედროვე მშენებლობებს მიესალმება.

ზოგადად, ქალაქების იერსახეს გამორჩეული შენობები განსაზღვრავენ. ამიტომ დღეს ამ სამი დედაქალაქის ყველაზე მაღალ შენობებს განვიხილავთ.

ბოლო პერიოდში თბილისის სიმბოლო გახდა სასტუმრო "ბილტმორ თბილისი", რომელიც 32 სართულიან 138 მეტრი სიმაღლის შენობაშია განთავსებული. სასტუმრო თანამედროვე თბილისის გამორჩეული შენობაა. თუმცა ასე იყო საუკუნის წინაც, რადგან ის ისტორიულ იმელის შენობას მოიცავს. იმელის შენობა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს, იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა, არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს. "ბილტმორის კოლექცია" ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელიც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის. Millennium & Copthorne Hotels მსოფლიოში 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების მმართველი ან ბიზნესის მმართველია. სასტუმროს მშენებლობაში 140-მილიონი დოლარის ინვესტიცია "დაბი ჯგუფმა" ჩადო.

ბაქოში ყველაზე მაღალი შენობა SOCAR Tower-ია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დასრულდა. ის ყველაზე მაღალი შენობაა როგორც აზერბაიჯანში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში. შენობის სრული სიმაღლე 196 მეტრია, თუმცა ფუნქციური ნაწილი 171 მეტრს მოიცავს. შენობაში 42 სართულია, რომელთაგან 2 მიწისქვეშაა განთავსებული. SOCAR Tower "სოკარის" სათავო ოფისია. შენობის დიზაინი ეკუთვნის კომპანიას Heerim Architects სამხრეთ კორეიდან. ცათამბჯენი სტრუქტურული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. შენობის კონცეფციას "ქარი და ცეცხლი" ჰქვია. ის ორ ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და თითქოს, ზედა ნაწილში ერთმანეთს ეხვევა. SOCAR Tower-ის ასაშენებლად 414 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

ერევნის ყველაზე მაღალი შენობა Elite Plaza ბიზნეს ცენტრია, რომელიც 2013 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 19 სართულიანი შენობის საერთო სიმაღლე 85 მეტრია. შენობა Elite Group-ის აშენებულია. მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებში ჩართული იყო International Finance Corporation (IFC) European Bank for Reconstruction and Development-თან (EBRD) ერთად. მათი მიზანი სომხეთში პირველი ა კლასის მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრის აშენება იყო. ბიზნესცენტრი ერევნის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ბიზნესცენტრი ორ ნაწილად - სავაჭრო ცენტრად და საოფისე სივრცედ იყოფა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის