მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სითი პარკი" მერიის გადაწყვეტილებას პასუხობს
"სითი პარკი" მერიის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომ­პა­ნია „სითი პარ­კის­თვის“ მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტა და ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და მხო­ლოდ მე­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლით. კომ­პა­ნი­ას მი­აჩ­ნია, რომ ეს წარ­მო­ად­გენს მე­რი­ის, რო­გორც კონ­ტრაქ­ტის ერთ-ერთი მხა­რის მიერ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს „სითი პარ­კის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, „სითი პარ­კი“ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში აპი­რებს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­დას, ლე­ვან ტა­ბი­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ას მი­აჩ­ნია, რომ კონ­ტრაქ­ტის ასე­თი ფორ­მით გა­წყვე­ტა მი­უ­ღე­ბე­ლია, რის გა­მოც „სითი პარ­კი“ მო­ი­თხოვს სა­კომ­პენ­სა­ციო თან­ხას, თუმ­ცა რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი, ტა­ბი­ძეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

„მი­უ­ღე­ბე­ლია მე­რი­ის მხრი­დან აპე­ლი­რე­ბა იმ სა­კით­ზე, რომ „სითი პარ­კი“ არ­ღვევს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი დავა, თუმ­ცა არც ერთი დავა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად წარ­სულ­ში მე­რი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კითხს გა­და­წყვეტ­და კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. დღეს სა­ხე­ზეა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც აშ­კა­რად ხდის მე­რი­ის მი­ზან­მი­მარ­თულ და არა­სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლო და­ვის პრო­ცეს­ში ასე­თი უსა­ფუძ­ვლო და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა შე­უ­სა­ბა­მოა დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის­თვის, რაც აზი­ა­ნებს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს“, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ტა­ბი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სითი პარკი" მერიის გადაწყვეტილებას პასუხობს

"სითი პარკი" მერიის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომპანია „სითი პარკისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია.

„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები