საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს
"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს

ფიტ­ნეს ბლო­გერ­მა ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რა წნეხ­ზე, რო­მელ­საც ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ თით­ქმის ყვე­ლა ქალი გა­ნიც­დის. პო­პუ­ლა­რულ­მა ავ­სტრა­ლი­ელ­მა ფიტ­ნეს­მო­დელ­მა ემი­ლი სკა­იმ პირ­ვე­ლი შვი­ლი, მია ელის რედ­მონ­დი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­ჩი­ნა.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკაი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ვარ­ჯი­ში­სა და დი­ე­ტის მკაცრს რე­ჟიმს და­ი­ცავ­და, ფიტ­ნეს მო­დე­ლის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი დე­დო­ბამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. ემი­ლიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ნა­თავ­სა გუ­ლახ­დი­ლი პოს­ტი, სა­დაც ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

"ვიდ­რე და­ვორ­სულ­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩემი სხე­უ­ლი, ახლა კი კი­დევ უფრო მე­ტად მიყ­ვარს! ფეხ­მძი­მო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემი მუ­ცე­ლი უზარ­მა­ზა­რი იყო. ვა­მა­ყობ იმით, რაც ჩემ­მა სხე­ულ­მა შეძ­ლო და რა­საც აგ­რძე­ლებს დღემ­დე, ჩემი ძვირ­ფა­სი გო­გო­ნას­თვის. დე­დე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი ვართ, უნდა ვი­ა­მა­ყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი მუ­ცე­ლი დიდი ხნის მან­ძილ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც ორ­სუ­ლო­ბამ­დე იყო.

მე მი­ვი­ღე ჩემი სხე­უ­ლი, ფორ­მე­ბი, ზო­მე­ბი და ახლა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვარ იმა­ზე, რომ ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად იდე­ა­ლუ­რი ვიყო ჩემი შვი­ლის­თვის, მი­ას­თვის. მინ­და, კვლავ და­ვიკ­ლო წო­ნა­ში და ვიყო ჯან­მრთე­ლი, ამას დრო და მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა," - წერს მო­დე­ლი.

"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს

"დედები არაჩვეულებრივები ვართ" - ფიტნესმოდელი სხეულზე ორსულობის რეალურ შედეგებს აჩვენებს და ქალებს ამხნევებს

ფიტნეს ბლოგერმა ხმამაღლა ისაუბრა წნეხზე, რომელსაც ორსულობის შემდეგ თითქმის ყველა ქალი განიცდის. პოპულარულმა ავსტრალიელმა ფიტნესმოდელმა ემილი სკაიმ პირველი შვილი, მია ელის რედმონდი რამდენიმე თვის წინ გააჩინა.

იმის მიუხედავად, რომ სკაი დარწმუნებული იყო, მშობიარობის შემდეგ ვარჯიშისა და დიეტის მკაცრს რეჟიმს დაიცავდა, ფიტნეს მოდელის პრიორიტეტები დედობამ მთლიანად შეცვალა. ემილიმ "ინსტაგრამზე" განათავსა გულახდილი პოსტი, სადაც ორსულობის შემდეგ წონაში მატების შესახებ ჰყვება.

"ვიდრე დავორსულდებოდი, ძალიან მიყვარდა ჩემი სხეული, ახლა კი კიდევ უფრო მეტად მიყვარს! ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში ჩემი მუცელი უზარმაზარი იყო. ვამაყობ იმით, რაც ჩემმა სხეულმა შეძლო და რასაც აგრძელებს დღემდე, ჩემი ძვირფასი გოგონასთვის. დედები არაჩვეულებრივები ვართ, უნდა ვიამაყოთ საკუთარი თავით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მუცელი დიდი ხნის მანძილზე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ორსულობამდე იყო.

მე მივიღე ჩემი სხეული, ფორმები, ზომები და ახლა ფოკუსირებული ვარ იმაზე, რომ ფიზიკურად და მორალურად იდეალური ვიყო ჩემი შვილისთვის, მიასთვის. მინდა, კვლავ დავიკლო წონაში და ვიყო ჯანმრთელი, ამას დრო და მოთმინება სჭირდება," - წერს მოდელი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ