სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია - რას ჰყვებიან მეზობლები
ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია - რას ჰყვებიან მეზობლები

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი წარ­სულ­ში მრა­ვალ­გზის ნა­სა­მარ­თლე­ვი, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გოგი ხა­ტო­ე­ვია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგი ხა­ტო­ე­ვი სა­კუ­თარ სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მე­ზობ­ლის თქმით, წუ­ხელ მას­თან დის შვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ბი­ძის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ვერ გა­ი­გო.

"თქვეს, რომ გო­გის გარ­და სახ­ლში მისი დის შვი­ლიც იყო. დის შვილს ეძი­ნა გვერ­დით ოთახ­ში, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გოო. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს, რად­გან არც მე­ზობ­ლებს გა­უ­გი­ათ ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის ხმა. ამ ამ­ბავს წარ­სულ­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა რომ ჰქონ­დეს, არ გა­მოვ­რი­ცხვ, თუმ­ცა ის ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად ცხოვ­რობ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ სახ­ლში ცხოვ­რობს. ბოლო წლებ­ში არა­ფე­რი შემ­თხვე­ვია და არც გაგ­ვი­გია, რომ მას ვინ­მე მტრობ­და", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მე­ზობ­ლე­მა.

მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი არ არის და მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 მარტს, თბი­ლის­ში, ტა­ტიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი გ. რ. გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მოკ­ლულს სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია - რას ჰყვებიან მეზობლები

ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია - რას ჰყვებიან მეზობლები

მეზობლების ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია.

მათივე ინფორმაციით, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო.

"თქვეს, რომ გოგის გარდა სახლში მისი დის შვილიც იყო. დის შვილს ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ შემთხვევის შესახებ ვერაფერი გაიგოო. სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან არც მეზობლებს გაუგიათ იარაღიდან გასროლის ხმა. ამ ამბავს წარსულთან რაიმე შეხება რომ ჰქონდეს, არ გამოვრიცხვ, თუმცა ის ბოლო პერიოდში ძალიან მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა. მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობს. ბოლო წლებში არაფერი შემთხვევია და არც გაგვიგია, რომ მას ვინმე მტრობდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობლემა.

მეზობლის ინფორმაციით, ცხედარი ჯერჯერობით ექსპერტიზაზე გადასვენებული არ არის და მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს