საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, 2017 წელს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფოს 100%-იანი წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შპს "ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს" და შპს "ალ.ქა­ჯა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს" შერ­წყმა, რის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და "აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და, მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

"ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­სა და და­ზო­გი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­სულ წელს აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ისე­ვე რო­გორც სხვა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, „აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ო­ბის ცენ­ტრი“, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლეა, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 2017 წელს პირ­ვე­ლად გა­ი­ზარ­და 5 მლნ ლა­რით. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თვი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 7 000 ლა­რით გა­ი­ზარ­და და დღეს 12 000 ლა­რია, ხოლო სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 10 000 ლა­რით გა­ი­ზარ­და და თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 150 000 ლარს შე­ად­გენს. გარ­და ამი­სა, ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვის­შიც და პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით გაჩ­ნდა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ა. ქა­ჯა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის "სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო" მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მო­თი, რაც პა­ცი­ენ­ტე­ბი ფაქ­ტი­უ­რად გა­უ­საძ­ლის, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, "სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს" მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა, რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ასე­ვე სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ძვე­ლი და გა­უ­მარ­თა­ვია, ძვე­ლია ინ­ვენ­ტა­რიც, უკი­დუ­რე­სად მძი­მეა სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფაქ­ტი­უ­რად არ არ­სე­ბობს თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მო.

ნინო ლომ­ჯა­რია მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­წრა­ფოდ უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის ზო­მებს, რათა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ა.ქა­ჯა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის "სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" გან­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა პი­რო­ბე­ბი.

ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს "ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს" და შპს "ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს" შერწყმა, რის შედეგად ჩამოყალიბდა "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ დაწესებულებებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, მომსახურების გაუმჯობესების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

"ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთეობის ცენტრი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი 7 000 ლარით გაიზარდა და დღეს 12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო" მოინახულა. სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს" მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში" განთავსებულ პაციენტთა პირობები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი