პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა
ვინ იყო მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

თბი­ლის­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 14 წლის მოს­წავ­ლე ემსხვერ­პლა. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის" შე­ნო­ბი­დან მოზ­რდი­ლი შუშა ჩა­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც 6 მო­ზარდს და­ე­ცა. მათ­გან ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ხუთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბი­დან შუშა იმ დროს ჩა­მო­ვარ­და, როცა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მის გას­წვრივ მი­დი­ოდ­ნენ.

"ხმა­ურ­ზე რომ გა­მო­ვე­დით, და­ვი­ნა­ხეთ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო ერთი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხის არე­ში ჰქონ­და. სხვა ბავ­შვებ­საც ჰქონ­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხე­ლებ­ზე, ფე­ხებ­ზე და სა­ხე­ზე. ჩემ­მა შვილ­მა გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ვიდ­რე ექი­მე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ, ვცდი­ლობ­დით ბავ­შვე­ბის­თვის მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი მოგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლე 14 წლის ას­ლან მა­მე­დო­ვია. იგი თბი­ლი­სის 70-ე სა­ჯა­რო სკო­ლის, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. მა­მე­დო­ვი ფო­ნი­ჭა­ლა­ში ძმას­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო. "ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პირი კა­ნო­ნის წი­ნა­შე უმ­კაც­რე­სად აგებს პა­სუხს" - აღ­ნიშ­ნა უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

უბე­დუ­რი შემ­თვე­ვის შემ­დეგ, ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა იმ შე­ნო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, სა­ი­და­ნაც შუშა ჩა­მო­ვარ­და. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2008 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და და ამ­ჟა­მად არა­ნა­ი­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არც ფა­სად­ზე და არც შე­ნო­ბა­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა აწარ­მო­ებს მოკ­ვლე­ვას. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან და ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო სამ­ძიმ­რის წე­რი­ლე­ბი გა­ავ­რცე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ვინ იყო მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

ვინ იყო მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოსწავლე ემსხვერპლა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობიდან მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რომელიც 6 მოზარდს დაეცა. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ.

"ხმაურზე რომ გამოვედით, დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობები სახის არეში ჰქონდა. სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ დაზიანებები ხელებზე, ფეხებზე და სახეზე. ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ვიდრე ექიმები მოვიდოდნენ, ვცდილობდით ბავშვებისთვის მინის ნამსხვრევები მოგვეცილებინა", - განაცხადა თვითმხილველმა.

გარდაცვლილი მოსწავლე 14 წლის ასლან მამედოვია. იგი თბილისის 70-ე საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. მამედოვი ფონიჭალაში ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. "ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს" - აღნიშნა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

უბედური შემთვევის შემდეგ, ასევე განცხადება გაავრცელა იმ შენობის ადმინისტრაციამ, საიდანაც შუშა ჩამოვარდა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2008 წელს განხორციელდა და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა.

"მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს", - ნათქვამია განცხადებაში. მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები გაავრცელეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ