პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან
შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბამ და­ად­გი­ნა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი, 14 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის უკან დგა­ნან.

რო­გორც ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ 14 წლამ­დე მო­ზარ­დებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რი აქვთ 14-დან 18 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნებ­თან.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მა­ტე­ბა­სა და მე­ო­რე მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის გზებ­ზე ისა­უბ­რა. მეზვრიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, 14 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნებ­ში და­ნა­შა­უ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი­ა­ნი რე­ფე­რი­რე­ბის სის­ტე­მის შე­დე­გია. ამას­თან, რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა მო­ზარ­დებ­მა იცი­ან, რომ მათ არა­ვი­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი, არ ეკის­რე­ბათ.

„14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში და­ნა­შა­უ­ლი მცი­რე­დით მო­მა­ტე­ბუ­ლია სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში ანუ ეს მო­ზარ­დე­ბი უფრო ხში­რად ჩა­დი­ან მა­გა­ლი­თად, ქურ­დო­ბას და ნაკ­ლე­ბად ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულს. რაც შე­ე­ხე­ბა მათ მარ­თუ­ლო­ბას, ჩვენ­მა ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ 14 წლამ­დე მო­ზარ­დებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რი აქვთ 14-დან 18 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც ასე­ვე იცი­ან, რომ ამ ბავ­შვებს არა­ვი­თა­რი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­რე­ბათ.

სა­ხელ­მწი­ფო ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გეგ­მავს. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ შსს-ს პრობ­ლე­მა არაა. ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რაც უკვე და­ვი­წყეთ. შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. მე­სა­მე შეხ­ვედ­რაა და­გეგ­მი­ლი ამ ჯგუ­ფის, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ. დღეს პრობ­ლე­მაა რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ცუ­დად მუ­შა­ობს ეს მე­ქა­ნიზ­მი. 14 წლამ­დე მო­ზარ­დის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბა წყდე­ბა და მორ­ჩა, წერ­ტი­ლი. იმის იქით ამ ბავ­შვის რა­ი­მე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მა­ში გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა არ ხდე­ბა, რომ მოხ­დეს მისი რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ შე­იქ­მნას სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე და მე­ო­რე მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი მო­ზარ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე იმუ­შა­ვებს.

„დღეს ყვე­ლა­ნი ერ­თად ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ავა­წყოთ რა­ღაც ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთი - სა­ნამ არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, მა­ნამ­დე მოხ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია და მე­ო­რე - რო­დე­საც და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს და არ და­ე­კის­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, იცო­დეს, რომ მას და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ალ­ტე­ნა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბი, რო­გო­რიც იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თვა და მათ­ზე დას­წრე­ბა, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა, რაც მთლი­ა­ნად ამ არას­რულ­წლოვ­ნის, რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. ვფიქ­რობთ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს, ვი­ნა­ი­დან კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არაა“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან

შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან.

მინისტრის მოადგილემ 14 წლამდე მოზარდებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მატებასა და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენციის გზებზე ისაუბრა. მეზვრიშვილის შეფასებით, 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულისკენ მიდრეკილება დღეს არსებული ხარვეზიანი რეფერირების სისტემის შედეგია. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, დანაშაულის ჩამდენმა მოზარდებმა იციან, რომ მათ არავითარი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი, არ ეკისრებათ. 

„14 წლამდე მოზარდებში დანაშაული მცირედით მომატებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ანუ ეს მოზარდები უფრო ხშირად ჩადიან მაგალითად, ქურდობას და ნაკლებად ძალადობრივ დანაშაულს. რაც შეეხება მათ მართულობას, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან, რომლებმაც ასევე იციან, რომ ამ ბავშვებს არავითარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. 

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შსს-ს პრობლემა არაა. ძალიან კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რაც უკვე დავიწყეთ. შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მესამე შეხვედრაა დაგეგმილი ამ ჯგუფის, სადაც სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ. დღეს პრობლემაა რეფერირების მექანიზმი. ცუდად მუშაობს ეს მექანიზმი. 14 წლამდე მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიება წყდება და მორჩა, წერტილი. იმის იქით ამ ბავშვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში გადამისამართება არ ხდება, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე და მეორე მხრივ, დანაშაულის ჩამდენი მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იმუშავებს. 

„დღეს ყველანი ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ავაწყოთ რაღაც ჯაჭვი, რომელიც იმუშავებს ორი მიმართულებით. ერთი - სანამ არასრულწლოვანი დანაშაულს ჩაიდენს, მანამდე მოხდება დანაშაულის პრევენცია და მეორე - როდესაც დანაშაულს ჩაიდენს და არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, იცოდეს, რომ მას დაეკისრება პასუხისმგებლობის ალტენატიული ზომები, როგორიც იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და მათზე დასწრება, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებში მონაწილეობა და სხვა, რაც მთლიანად ამ არასრულწლოვნის, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე იქნება მიმართული. ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ამ პრობლემას მოაგვარებს, ვინაიდან კანონის გამკაცრება გამოსავალი არაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ. 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"