საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ
7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ

უკ­რა­ი­ნე­ლი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ამობს, რომ 7 წლის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს სექსმო­ნად ჰყავ­და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, ამის შე­სა­ხებ "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს.

ნა­ტა­შა სე­რებ­რის მა­მა­კა­ცის­გან, რო­მე­ლიც ვი­ა­ჩეს­ლავ რ.-დ სა­ხელ­დე­ბა, ორი შვი­ლი ჰყავს.

25 წლის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი 38 კგ-ს იწო­ნის.

სე­რებ­რის მტკი­ცე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი მას ყო­ველ დღე სცემ­და და აუ­პა­ტი­უ­რებ­და. ნა­ტა­შას ანო­რექ­სია და სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ორ­გა­ნო­ე­ბი.

უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლის თქმით, სის­ხლდე­ნის გამო, რო­მე­ლიც 3 თვის მან­ძილ­ზე ჰქონ­და, ანე­მია გა­ნუ­ვი­თარ­და. ნა­ტა­შას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მას­ზე 30 წლით უფ­რო­სია. ერ­თმა­ნე­თი 7 წლის წინ გა­იც­ნეს, რო­დე­საც გო­გო­ნა 18 წლის იყო.

გაც­ნო­ბი­დან 1 თვის შემ­დეგ ვი­ა­ჩეს­ლავ­მა ნა­ტა­შას ცემა და­ი­წყო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სე­რებ­რის სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი ჰქონ­და, რად­გან მა­მა­კა­ცის მი­მართ, რო­მელ­მაც ის და­ა­ტყვე­ვა და სცემ­და, გულ­გრი­ლი არ ყო­ფი­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში, თავ­შე­სა­ფარ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ვი­ა­ჩეს­ლავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 ცოლი ჰყავ­და. ის ნა­ტა­შას­თან ერ­თად ჯერ თურ­ქეთ­ში, შემ­დეგ კი - რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და. ქალს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნის ხმა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი, ცემ­და შვი­ლე­ბის თვალ­წინ.

გო­გო­ნე­ბი ახლა 3 და 5 წლის არი­ან.

ნა­ტა­შას თქმით, მა­მა­კა­ცი მას სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა 1 თვის შემ­დეგ მისი ცემა და წა­მე­ბა და­ი­წყო.

"მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლია და სურ­და, ახ­ლი­დან, "სწო­რად" ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მინ­დო­და, უკე­თე­სი გავმხდა­რი­ყა­ვი, რომ მის­თვის მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა.

ვოც­ნე­ბობ­დი, მყო­ლო­და მის­გან ბავ­შვი, რად­გან მე­გო­ნა, ეს ყვე­ლა­ფერს შეც­ვლი­და. თუ შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და, მის­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე­ბო­დი,“ - ამ­ბობს ნა­ტა­შა.

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან ცდე­ბო­და.

ორ­სუ­ლო­ბის მეშ­ვი­დე თვე­ში ნა­ტა­შა ვი­ა­ჩეს­ლავ­მა თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნა და სახ­ლში გა­მო­კე­ტა. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ გაქ­ცე­ვის და თა­ვის დაღ­წე­ვის შან­სი არ ჰქო­ნია, უკ­რძა­ლავ­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

ნა­ტა­შას ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ევა და ლიზა.

ვი­ა­ჩეს­ლა­ვის უფ­რო­სი შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ეს­წრო ფაქტს, რო­გორ სცემ­და მა­მა­მი­სი ნა­ტა­შას და ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა.

ნა­ტა­შა და ვი­ა­ჩეს­ლა­ვი ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს, თუმ­ცა ცალ-ცალ­კე. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ოჯახ­ში დაბ­რუნ­და, კი­ევ­ში, თუმ­ცა ვი­ა­ჩეს­ლავ­მა მას მშობ­ლებ­თან მი­აგ­ნო და გა­ნუ­ცხა­და, რომ მას ეკუთ­ვნო­და და ვიდ­რე ცო­ცხა­ლი იყო, წას­ვლის ნე­ბას არ მის­ცემ­და.

"მან ბავ­შვებ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში შე­მაგ­დო და რუ­სეთ­ში წა­მიყ­ვა­ნა.

შე­მა­სახ­ლა მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში, სა­დაც 2 წელ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე, 2016 წლის ივ­ლი­სი­დან 2018 წლის იან­ვრამ­დე. სა­ბო­ლო­ოდ კი გაქ­ცე­ვა შევ­ძე­ლი," - ჰყვე­ბა ნა­ტა­შა.

ქალ­მა სთხო­ვა ვი­ა­ჩეს­ლავს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ეყ­ვა­ნა, რად­გან სის­ხლდე­ნის გამო თავს ძა­ლი­ან სუს­ტად გრძნობ­და. მა­მა­კაც­მა მას ექიმ­თან წას­ვლის ნება დარ­თო, თუმ­ცა შვი­ლე­ბი მძევ­ლე­ბად და­ი­ტო­ვა სახ­ლში.

სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ნა­ტა­შამ სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებს უამ­ბო და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ექი­მებ­მა შეძ­ლეს, ვი­ა­ჩეს­ლა­ვი კლი­ნი­კა­ში მი­ეყ­ვა­ნათ ბავ­შვებ­თან ერ­თად, შემ­დეგ კი სთხო­ვეს - ნა­ტა­შას სის­ხლი ანა­ლი­ზის­თვის სხვა კლი­ნი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში წა­ე­ღო.

სა­ნამ ვი­ა­ჩეს­ლა­ვი დაბ­რუნ­დე­ბო­და, ექი­მებ­მა ნა­ტა­შა შვი­ლებ­თან ერ­თად ჩას­ვეს მან­ქა­ნა­ში და ლტოლ­ვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­უშ­ვეს.

ქალი ამ დრომ­დე ში­შობს, რომ ვი­ა­ჩეს­ლა­ვი მას იპო­ვის.

სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, რო­მე­ლიც ნა­ტა­შას­თან და მის შვი­ლებ­თან მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ ქალს გა­უ­მარ­თლა, ცო­ცხა­ლი რომ გა­დარ­ჩა.

7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ

7 წელი მოდელი რუსი ბიზნესმენის სექსმონა იყო - როგორ დააღწია თავი ტყვეობას 2 შვილის დედამ

უკრაინელი ყოფილი მოდელი ამობს, რომ 7 წლის მანძილზე ერთ-ერთ ბიზნესმენს სექსმონად ჰყავდა დატყვევებული, ამის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

 ნატაშა სერებრის მამაკაცისგან, რომელიც ვიაჩესლავ რ.-დ სახელდება, ორი შვილი ჰყავს.

 25 წლის ყოფილი მოდელი 38 კგ-ს იწონის.

სერებრის მტკიცებით, ბიზნესმენი მას ყოველ დღე სცემდა და აუპატიურებდა. ნატაშას ანორექსია და სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებული აქვს ორგანოები.

უკრაინელი ქალის თქმით, სისხლდენის გამო, რომელიც 3 თვის მანძილზე ჰქონდა, ანემია განუვითარდა. ნატაშას ინფორმაციით, მამაკაცი მასზე 30 წლით უფროსია. ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როდესაც გოგონა 18 წლის იყო.

გაცნობიდან 1 თვის შემდეგ ვიაჩესლავმა ნატაშას ცემა დაიწყო.

სავარაუდოდ, სერებრის სტოკჰოლმის სინდრომი ჰქონდა, რადგან მამაკაცის მიმართ, რომელმაც ის დაატყვევა და სცემდა, გულგრილი არ ყოფილა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქალი ამჟამად მოსკოვში, თავშესაფარში იმყოფება.

ვიაჩესლავს, სავარაუდოდ, 2 ცოლი ჰყავდა. ის ნატაშასთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - რუსეთში ცხოვრობდა. ქალს აკრძალული ჰქონდა ტელეფონის ხმარება, სოციალური კონტაქტი, ცემდა შვილების თვალწინ.

გოგონები ახლა 3 და 5 წლის არიან.

ნატაშას თქმით, მამაკაცი მას სამოდელო კარიერას დაჰპირდა, თუმცა 1 თვის შემდეგ მისი ცემა და წამება დაიწყო.

"მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და სურდა, ახლიდან, "სწორად" ესწავლებინა ჩემთვის ყველაფერი. თავიდან ძალიან მიყვარდა და მინდოდა, უკეთესი გავმხდარიყავი, რომ მისთვის მესიამოვნებინა.

ვოცნებობდი, მყოლოდა მისგან ბავშვი, რადგან მეგონა, ეს ყველაფერს შეცვლიდა. თუ შვილი გვეყოლებოდა, მისთვის ძვირფასი ადამიანი გავხდებოდი,“ - ამბობს ნატაშა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცდებოდა.

ორსულობის მეშვიდე თვეში ნატაშა ვიაჩესლავმა თურქეთში წაიყვანა და სახლში გამოკეტა. ყოფილი მოდელი ამტკიცებს, რომ გაქცევის და თავის დაღწევის შანსი არ ჰქონია, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობას.

ნატაშას ორი შვილი შეეძინა, ევა და ლიზა.

 ვიაჩესლავის უფროსი შვილი, პირველი ქორწინებიდან შეესწრო ფაქტს, როგორ სცემდა მამამისი ნატაშას და ამის შესახებ პოლიციას აცნობა.

 ნატაშა და ვიაჩესლავი ქვეყნიდან გააძევეს, თუმცა ცალ-ცალკე. ყოფილი მოდელი ოჯახში დაბრუნდა, კიევში, თუმცა ვიაჩესლავმა მას მშობლებთან მიაგნო და განუცხადა, რომ მას ეკუთვნოდა და ვიდრე ცოცხალი იყო, წასვლის ნებას არ მისცემდა.

 "მან ბავშვებთან ერთად მანქანაში შემაგდო და რუსეთში წამიყვანა.

 შემასახლა მოსკოვის გარეუბანში მდებარე სახლში, სადაც 2 წელზე მეტი გავატარე, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის იანვრამდე. საბოლოოდ კი გაქცევა შევძელი," - ჰყვება ნატაშა.

ქალმა სთხოვა ვიაჩესლავს, საავადმყოფოში წაეყვანა, რადგან სისხლდენის გამო თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. მამაკაცმა მას ექიმთან წასვლის ნება დართო, თუმცა შვილები მძევლებად დაიტოვა სახლში.

საკუთარი მდგომარეობის შესახებ ნატაშამ საავადმყოფოს თანამშრომლებს უამბო და დახმარება სთხოვა. ექიმებმა შეძლეს, ვიაჩესლავი კლინიკაში მიეყვანათ ბავშვებთან ერთად, შემდეგ კი სთხოვეს - ნატაშას სისხლი ანალიზისთვის სხვა კლინიკის ლაბორატორიაში წაეღო.

სანამ ვიაჩესლავი დაბრუნდებოდა, ექიმებმა ნატაშა შვილებთან ერთად ჩასვეს მანქანაში და ლტოლვილთა თავშესაფარში გაუშვეს.

ქალი ამ დრომდე შიშობს, რომ ვიაჩესლავი მას იპოვის.

 სოციალური მუშაკი, რომელიც ნატაშასთან და მის შვილებთან მუშაობს, ამბობს, რომ ქალს გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს