საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქ­სემ­ბურ­გმა სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ჰერ­ცო­გოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ გა­რე­მოს შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ო­ბენ და ადა­მი­ა­ნებს არ ემუქ­რე­ბათ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი საფრ­თხე იმი­სა, რომ წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა­ში (სა­ქარ­თვე­ლო­ში) მოხ­დე­ბა მათი დევ­ნა რა­სის, რე­ლი­გი­ის, აღმსა­რებ­ლო­ბის, ეროვ­ნე­ბის, გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლუქ­სემ­ბურ­გი ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის სივ­რცე­ში მეშ­ვი­დე სა­ხელ­მწი­ფოა, ბელ­გი­ის, ნი­დერ­ლან­დე­ბის, საფ­რან­გე­თის, ბულ­გა­რე­თის, ავ­სტრი­ი­სა და ის­ლან­დი­ის შემ­დეგ, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რა უსაფრ­თხო ქვეყ­ნად.

ლუქ­სემ­ბურ­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შეყ­ვა­ნის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თავ­შე­საფ­რის გა­ნა­ცხა­დე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რაც გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვის ჩვე­უ­ლებ­რივ ვა­დას სამ­ჯერ ამ­ცი­რებს. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელთთათ­ვის 2018 წლის 29 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და სწრა­ფი პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელს ინ­ტერ­ვი­უ­ზე იწ­ვე­ვენ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნი­დან ოთხის დღის შემ­დეგ, ხოლო თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუხს აძ­ლე­ვენ ინ­ტერ­ვი­უ­დან 6 დღე­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ლუქ­სემ­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თავ­შე­საფ­რის გა­ნა­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვის ვადა ექ­ვსი თვი­დან ათ დღემ­დე შემ­ცირ­და. მსგავ­სი სა­ხის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა მოქ­მე­დებს ასე­ვე და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა მი­მარ­თაც.

”ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რომ 2017 წელს ლუქ­სემ­ბურ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან თავ­შე­საფ­რის არც ერთი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა”, - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში.

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუქსემბურგის საჰერცოგოს შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოს შესახებ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. 

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად. 

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად, ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც. 

”ასევე აღსანიშნავია, რომ რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა”, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები