ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაც მოხდება.
ტერიტორიაზე აშენდება დაახლოებით, 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.
კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში 300-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი და კერძო საკუთრება გაუმჯობესდება. ამასთან, მოეწყობა 3 კომერციული ობიექტი, ათონელისა და ფხოვის ქუჩები საფეხმავლოდ გადაკეთდება.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას კომპანია "ანაგი" ახორციელებს. განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები