საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ვიკა და რა საერთო აქვს მას საკუთარ პერსონაჟთან
"ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ვიკა და რა საერთო აქვს მას საკუთარ პერსონაჟთან

მსა­ხი­ო­ბი ია ვა­ხა­ნია სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" წლე­ბის წინ მოხ­ვდა და დღემ­დე მო­ნა­წი­ლე­ობს, ის კატო კირ­ვა­ლი­ძის ნა­ხე­ვა­რი და - ვიკა კირ­ვა­ლი­ძეა. მა­ყუ­რე­ბე­ლი მისი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ა­ლის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სა­ხეს ქმნის - პო­ზი­ტი­უ­რი და არა­ბო­ბო­ქა­რი გმი­რია. ბოლო სე­რი­ებ­ში ვიკა გა­აქ­ტი­ურ­და - მის ცხოვ­რე­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­მოჩ­ნდა. ია ვა­ხა­ნია AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ახლა სა­კუ­თარ თავ­სა და როლ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

"ვიკა კირ­ვა­ლი­ძე ჩემი პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნუ­ლი რო­ლია. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, რო­დე­საც სე­რი­ა­ლის კას­ტინგ-რე­ჟი­სო­რი - ეკა მჟა­ვა­ნა­ძე და­მი­კავ­შირ­და. რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი, სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის გოგო დას­ჭირ­დათ. კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე, ოღონდ, ჯერ ფილმზე და­მამ­ტკი­ცეს. ამი­ტომ, ვიკა კირ­ვა­ლი­ძეს ჩემს პირ­ველ ეკ­რა­ნულ სიყ­ვა­რუ­ლად აღ­ვიქ­ვამ. მერე უკვე სე­რი­ალ­შიც მოვ­ხვდი.

გა­მი­მარ­თლა - მე­ო­რე­კურ­სე­ლი ფილმში გა­და­მი­ღეს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ვიკა, რაც ამას წი­ნათ სცე­ნა­რისტ ქეთი დევ­და­რი­ან­საც ვუ­თხა­რი...

თან, ვი­კას ამ­ბა­ვი ჩემ­სას ჰგავს, რად­გა­ნაც ჩემი ორი უფ­რო­სი და (მა­მის მხრი­დან) ზუს­ტად ასე გა­ვი­ცა­ნი, რო­გორც ვი­კამ კატო და ლი­კუ­ნა გა­იც­ნო. რო­დე­საც სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხე, გა­ვოგნ­დი, - ასე­თი დამ­თხვე­ვა, დიდი იშ­ვი­ა­თო­ბაა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც ფილმში - კარი გა­ი­ღო და ჩემი დები შე­მო­ვიდ­ნენ. მა­შინ 6 წლის ვი­ყა­ვი, შუ­ა­თა­ნა და - 9 წლის, უფ­რო­სი უფრო მე­ტის.

- და სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ას­რუ­ლე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი?

- კი, და­ვას­რუ­ლე და წა­ვე­დი ბა­თუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, სა­დაც ორი როლი ვი­თა­მა­შე, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ალ­ში არ ვყო­ფილ­ვარ...

- გა­მო­დის, სცე­ნა­ზე რო­ლის თა­მა­ში ორი­ვე ენა­ზე (ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი) თა­ნაბ­რად შე­გიძ­ლია.

- ძნე­ლია ჩემ­თვის სცე­ნა­ზე ქარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა, მით უმე­ტეს, თე­ატ­რში, რად­გა­ნაც ეს არ არის კინო, როცა შე­გეშ­ლე­ბა და მე­ო­რედ დუბლს გა­და­ი­ღებ. თე­ატ­რში მა­ყუ­რე­ბელს ვერ ეტყვი, რომ ბო­დი­ში, შე­მე­შა­ლა და თა­ვი­დან და­ვი­წყებ.

სხვა­თა შო­რის, ვა­მა­ყობ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას ფილმში "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში". ეს ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა იყო. მახ­სოვს, სა­ღა­მოს ვჯდე­ბო­დი და ღა­მის 3-4 სა­ა­თამ­დე ტექ­სტებს ვით­ვი­სებ­დი, რაც ტვი­ნის­თვის ურ­თუ­ლე­სი იყო, სუ­ლი­ე­რად კი - უმ­ძი­მე­სი. დი­ლის 8 სა­ათ­ზე მძღო­ლი მა­კი­თხავ­და, 7-ზე ვდგე­ბო­დი. ასე თო­თხმე­ტი დღე და ღამე გრძელ­დე­ბო­და. არ ვიცი, ის როლი კარ­გია თუ ცუდი, - ეს სხვამ თქვას, მაგ­რამ მე ვა­მა­ყობ ამ რო­ლით.

- ვიკა კირ­ვა­ლი­ძეს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - გგავს?

- სტა­ნის­ლავ­სკის სის­ტე­მას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ მსა­ხი­ობ­მა თა­ვის გრძნო­ბე­ბი და გან­ცდე­ბი პერ­სო­ნაჟ­ში არ ჩადო, როლი არ გა­მო­ვა. ვიკა რა­ღა­ცით მგავს, ალ­ბათ ხა­სი­ა­თით, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ მე უფრო "ფეთ­ქე­ბა­დი" ვარ და ის - მშვი­დია.

- კი, ვიკა ძა­ლი­ან მშვი­დია...

- ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან საკ­მა­ოდ თა­მა­მად და ეპა­ტა­ჟუ­რად გა­მოჩ­ნდა. გახ­სოვთ ალ­ბათ, ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლის პერ­სო­ნაჟ­თან სექ­სიც კი ჰქონ­და ტუ­ა­ლეტ­ში, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს აპა­ტია... ამ­ჟა­მად ახა­ლი ბიჭი გა­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში.

- უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი მა­ინც მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეა.

- კი, კატო კირ­ვა­ლი­ძე, იგი­ვე ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბია და ეს ჩანს კი­დეც. "გა­ჩკა" არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია, მას­თან მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს. სე­რი­ალ­ში ახლა ნი­კუ­შა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის როლს ას­რუ­ლებს, ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. მოკ­ლედ, უმარ­თლებს ვიკა კირ­ვა­ლი­ძეს, ია ვა­ხა­ნი­ას­თან ერ­თად.

სა­ერ­თოდ, პარტნი­ო­რო­ბა მსა­ხი­ო­ბის ცალ­კე ნი­ჭია. მად­ლო­ბა ქეთი დევ­და­რი­ანს იმის­თვის, რომ ყო­ველ მსა­ხი­ობს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რისი უნა­რიც აქვს, ისე გა­ნა­ვი­თა­როს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟი და სცე­ნარ­საც შე­სა­ბა­მი­სად წერს, რომ ლა­ვი­რე­ბა შე­გიძ­ლია.

ჩემი გმი­რი სე­რი­ალ­ში თა­ვი­დან თა­მა­მად გა­მოჩ­ნდა, - რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი რუსი გოგო იყო. იმ პე­რი­ოდ­ში "თე­ატ­რა­ლუ­რის" სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, გა­და­ღე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, მარ­თლა მრცხვე­ნო­და და მე­ში­ნო­და კი­დეც, - ამი­ტო­მაც ასე­თი მორ­ცხვი გოგო "და­ი­ბა­და". ჰოდა, ამ პერ­სო­ნა­ჟის ხაზი შემ­დეგ ქე­თი­მაც ასე წა­იყ­ვა­ნა.

- გვა­რი არ გაქვს რუ­სუ­ლი, თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბა და გა­რეგ­ნო­ბა -რუ­სუ­ლი. დე­დაა რუსი? მოგ­ვი­ყე­ვი შენ­ზე.

- ბე­ბია, დე­დის დედა (გა­ლი­ნა ზაპ­რუ­დ­ნა­ია) მყავ­და რუსი. სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. 16 წლის იყო თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და, ჯერ მუ­სი­კა­ლურ სას­წავლბელ­ში სწავ­ლობ­და, მერე კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ამ­თავ­რა. 30 წელი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სო­ლის­ტი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო.

ჩემს როლს ბე­ბი­ას ვუ­ძღვნი. არა იმი­ტომ, რომ ახლა გარ­და­იც­ვა­ლა, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან უხა­რო­და ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა, სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­უბ­ნე­ბო­და, - შვი­ლო, შენი გმი­რი რო­დის და­ი­წყებს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს?.. მაგ­რამ ამას ვერ მო­ეს­წრო, თუმ­ცა ზუს­ტად ვიცი, რომ ბე­ბია იმას ხე­დავს, რა­საც ახლა ვა­კე­თებ.

ისიც უნდა გი­თხრათ, რომ "თე­ატ­რა­ლუ­რამ­დე" "უცხო ენე­ბი" მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რუ­სუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი ვარ. იქ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე ვსწავ­ლობ­დი. "თე­ატ­რა­ლურ­ში", რუ­სულ ჯგუფ­ში 2010 წელს ჩა­ვა­ბა­რე და ან­დრო ენუ­ქი­ძის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე.

- ვი­კას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. იას?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ "პრინ­ცის" მო­ლო­დინ­ში ნამ­დვი­ლად ვარ. მჯე­რა, სიყ­ვა­რუ­ლი მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს! მოვა მა­შინ, როცა მისი დრო იქ­ნე­ბა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ვე­ლო­დე­ბით პრო­ექ­ტებს. ახ­ლა­ხან ფილმში როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, რო­მელ­საც აქ ინ­გლი­სე­ლი რე­ჟი­სო­რი იღებს. კო­მე­დი­აა, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხრით. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო მე­ლის. მარ­ტში სხვა პრო­ექ­ტებ­საც ვი­წყებთ.

გული მტკი­ვა, რომ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, თე­ატ­რში მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ვერ ვარ, რად­გა­ნაც მსა­ხი­ო­ბი ფორ­მა­ში რომ იყო, თე­ატ­რში რო­ლე­ბი უნდა გქონ­დეს. ამის­თვის არის დი­ლის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, მერე სპექ­ტაკ­ლე­ბი. ეს ნამ­დვი­ლად მაკ­ლია, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ მალე ამ კუ­თხი­თაც და­ვიტ­ვირ­თე­ბი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ვიკა და რა საერთო აქვს მას საკუთარ პერსონაჟთან

"ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ჩცდ"-ს ვიკა და რა საერთო აქვს მას საკუთარ პერსონაჟთან

მსახიობი ია ვახანია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" წლების წინ მოხვდა და დღემდე მონაწილეობს, ის კატო კირვალიძის ნახევარი და - ვიკა კირვალიძეა. მაყურებელი მისი პერსონაჟის შესახებ ხშირად აღნიშნავს, რომ სერიალის ქალბატონებისგან განსხვავებულ სახეს ქმნის - პოზიტიური და არაბობოქარი გმირია. ბოლო სერიებში ვიკა გააქტიურდა - მის ცხოვრებაში შეყვარებული გამოჩნდა. ია ვახანია AMBEBI.GE-ს მკითხველს ახლა საკუთარ თავსა და როლზე ესაუბრება.

"ვიკა კირვალიძე ჩემი პირველი ეკრანული როლია. თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც სერიალის კასტინგ-რეჟისორი - ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა. რუსულენოვანი, სლავური გარეგნობის გოგო დასჭირდათ. კასტინგი გავიარე, ოღონდ, ჯერ ფილმზე დამამტკიცეს. ამიტომ, ვიკა კირვალიძეს ჩემს პირველ ეკრანულ სიყვარულად აღვიქვამ. მერე უკვე სერიალშიც მოვხვდი.

გამიმართლა - მეორეკურსელი ფილმში გადამიღეს. ძალიან მიყვარს ჩემი ვიკა, რაც ამას წინათ სცენარისტ ქეთი დევდარიანსაც ვუთხარი...

თან, ვიკას ამბავი ჩემსას ჰგავს, რადგანაც ჩემი ორი უფროსი და (მამის მხრიდან) ზუსტად ასე გავიცანი, როგორც ვიკამ კატო და ლიკუნა გაიცნო. როდესაც სცენარი წავიკითხე, გავოგნდი, - ასეთი დამთხვევა, დიდი იშვიათობაა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმში - კარი გაიღო და ჩემი დები შემოვიდნენ. მაშინ 6 წლის ვიყავი, შუათანა და - 9 წლის, უფროსი უფრო მეტის.

- და სერიალში გადაღების პარალელურად დაასრულე თეატრალური უნივერსიტეტი?

- კი, დავასრულე და წავედი ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც ორი როლი ვითამაშე, თუმცა იმ პერიოდში სერიალში არ ვყოფილვარ...

- გამოდის, სცენაზე როლის თამაში ორივე ენაზე (ქართული, რუსული) თანაბრად შეგიძლია.

- ძნელია ჩემთვის სცენაზე ქართულად მუშაობა, მით უმეტეს, თეატრში, რადგანაც ეს არ არის კინო, როცა შეგეშლება და მეორედ დუბლს გადაიღებ. თეატრში მაყურებელს ვერ ეტყვი, რომ ბოდიში, შემეშალა და თავიდან დავიწყებ.

სხვათა შორის, ვამაყობ ჩემი მონაწილეობით გიორგი ხაინდრავას ფილმში "ჰეროკრატიაში". ეს ნამუშევარი პირველ რიგში, საკუთარ თავზე გამარჯვება იყო. მახსოვს, საღამოს ვჯდებოდი და ღამის 3-4 საათამდე ტექსტებს ვითვისებდი, რაც ტვინისთვის ურთულესი იყო, სულიერად კი - უმძიმესი. დილის 8 საათზე მძღოლი მაკითხავდა, 7-ზე ვდგებოდი. ასე თოთხმეტი დღე და ღამე გრძელდებოდა. არ ვიცი, ის როლი კარგია თუ ცუდი, - ეს სხვამ თქვას, მაგრამ მე ვამაყობ ამ როლით.

- ვიკა კირვალიძეს რომ დავუბრუნდეთ - გგავს?

- სტანისლავსკის სისტემას რომ თავი დავანებოთ, თუ მსახიობმა თავის გრძნობები და განცდები პერსონაჟში არ ჩადო, როლი არ გამოვა. ვიკა რაღაცით მგავს, ალბათ ხასიათით, თუმცა ვფიქრობ, რომ მე უფრო "ფეთქებადი" ვარ და ის - მშვიდია.

- კი, ვიკა ძალიან მშვიდია...

- ეს თავისთავად მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საკმაოდ თამამად და ეპატაჟურად გამოჩნდა. გახსოვთ ალბათ, ზუზუ ბეჟაშვილის პერსონაჟთან სექსიც კი ჰქონდა ტუალეტში, მაგრამ მაყურებელმა ეს აპატია... ამჟამად ახალი ბიჭი გამოჩნდა მის ცხოვრებაში.

- უშუალო პარტნიორი მაინც მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეა.

- კი, კატო კირვალიძე, იგივე ნინო გაჩეჩილაძე უნიჭიერესი მსახიობია და ეს ჩანს კიდეც. "გაჩკა" არაჩვეულებრივი პარტნიორია, მასთან მშვენივრად ვგრძნობ თავს. სერიალში ახლა ნიკუშა ნანიტაშვილი გამოჩნდა, ჩემი შეყვარებულის როლს ასრულებს, ასევე ნიჭიერი მსახიობი. მოკლედ, უმართლებს ვიკა კირვალიძეს, ია ვახანიასთან ერთად.

საერთოდ, პარტნიორობა მსახიობის ცალკე ნიჭია. მადლობა ქეთი დევდარიანს იმისთვის, რომ ყოველ მსახიობს საშუალებას აძლევს, რისი უნარიც აქვს, ისე განავითაროს თავისი პერსონაჟი და სცენარსაც შესაბამისად წერს, რომ ლავირება შეგიძლია.

ჩემი გმირი სერიალში თავიდან თამამად გამოჩნდა, - რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული რუსი გოგო იყო. იმ პერიოდში "თეატრალურის" სტუდენტი ვიყავი, გადაღებაზე რომ მივედი, მართლა მრცხვენოდა და მეშინოდა კიდეც, - ამიტომაც ასეთი მორცხვი გოგო "დაიბადა". ჰოდა, ამ პერსონაჟის ხაზი შემდეგ ქეთიმაც ასე წაიყვანა.

- გვარი არ გაქვს რუსული, თუმცა განათლება და გარეგნობა -რუსული. დედაა რუსი? მოგვიყევი შენზე.

- ბებია, დედის დედა (გალინა ზაპრუდნაია) მყავდა რუსი. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. 16 წლის იყო თბილისში რომ ჩამოვიდა, ჯერ მუსიკალურ სასწავლბელში სწავლობდა, მერე კონსერვატორია დაამთავრა. 30 წელი საქართველოს სახელმწიფო კაპელის დამსახურებული სოლისტი და დამსახურებული არტისტი იყო.

ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი. არა იმიტომ, რომ ახლა გარდაიცვალა, უბრალოდ, ძალიან უხაროდა ჩემი მსახიობობა, სერიალში მონაწილეობა. მეუბნებოდა, - შვილო, შენი გმირი როდის დაიწყებს ქართულად ლაპარაკს?.. მაგრამ ამას ვერ მოესწრო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბებია იმას ხედავს, რასაც ახლა ვაკეთებ.

ისიც უნდა გითხრათ, რომ "თეატრალურამდე" "უცხო ენები" მაქვს დამთავრებული, რუსული ენის ფილოლოგი ვარ. იქ თეატრალურ უნივერსიტეტამდე ვსწავლობდი. "თეატრალურში", რუსულ ჯგუფში 2010 წელს ჩავაბარე და ანდრო ენუქიძის ჯგუფი დავამთავრე.

- ვიკას შეყვარებული ჰყავს. იას?

- შეყვარებული არ ვარ, მაგრამ "პრინცის" მოლოდინში ნამდვილად ვარ. მჯერა, სიყვარული მაინც გაიმარჯვებს! მოვა მაშინ, როცა მისი დრო იქნება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ველოდებით პროექტებს. ახლახან ფილმში როლზე დამამტკიცეს, რომელსაც აქ ინგლისელი რეჟისორი იღებს. კომედიაა, პოლიტიკური განხრით. ეპიზოდური როლია, მაგრამ ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო მელის. მარტში სხვა პროექტებსაც ვიწყებთ.

გული მტკივა, რომ როგორც მსახიობი, თეატრში მაქსიმალურად დატვირთული ვერ ვარ, რადგანაც მსახიობი ფორმაში რომ იყო, თეატრში როლები უნდა გქონდეს. ამისთვის არის დილის რეპეტიციები, მერე სპექტაკლები. ეს ნამდვილად მაკლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ამ კუთხითაც დავიტვირთები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"