სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად თე­მურ კე­კე­ლი­ძე და­ი­ნიშ­ნა. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პი­რა­დად წა­რუდ­გი­ნა.

თე­მურ კე­კე­ლი­ძე 2017 წლის ივ­ნი­სი­დან 2018 წლის იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. ის იყო ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე 2016-2017 წლებ­ში. 2012-2016 წლებ­ში თე­მურ კე­კე­ლი­ძე იყო ნა­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე. 2007-2012 წლებ­ში იგი იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო 2006 წლის აპ­რი­ლი­დან 2007 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე იგი ამა­ვე დე­პარ­ტე­მენ­ტის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო. 2006 წლის იან­ვრი­დან 2006 წლის მარ­ტამ­დე თე­მურ კე­კე­ლი­ძე იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნა­ტოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას. 2005-2006 წლებ­ში იგი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე იყო, ხოლო 2004-2005 წლებ­ში თავ­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. 2003 წლის აპ­რი­ლი­დან 2003 წლის აგ­ვის­ტომ­დე თე­მურ კე­კე­ლი­ძე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად, 2002 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2003 წლის აპ­რი­ლამ­დე ის ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ნა­ტოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხოლო 2001-2002 წლებ­ში ნა­ტოს გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო.

2004 წლი­დან თე­მურ კე­კე­ლი­ძე მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მე­ფო სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯის, კრენ­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მა­გის­ტრია. მან 2001 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა, სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია; 1997 წელს კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად წარუდგინა.

თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2016-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2007-2012 წლებში იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის მარტამდე თემურ კეკელიძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2005-2006 წლებში იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2003 წლის აპრილიდან 2003 წლის აგვისტომდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე ის ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2001-2002 წლებში ნატოს განყოფილების სპეციალისტი იყო.

2004 წლიდან თემურ კეკელიძე მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. მან 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაციით - საქართველოს ისტორია; 1997 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ