პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში - "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?
რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში -  "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?

The Hill-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ 2018 წელს ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის­თვის 45 მი­ლი­არდ დო­ლარს და­ხარ­ჯავს, ამის შე­სა­ხებ აშშ-ს თავ­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე რენ­დალ შრი­ვერ­მა სე­ნატ­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 13 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა, 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ავ­ღა­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, 780 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ქა­ბულ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­და­ი­რი­ცხე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა კი მა­ტე­რი­ა­ლურ და ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რას მოხ­მარ­დე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, სე­ნა­ტო­რებ­მა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ჯონ სა­ლი­ვანს სთხო­ვეს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ "თა­ლი­ბა­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლოს, რათა ომი დას­რულ­დეს, რო­მე­ლიც 17 წე­ლია გრძელ­დე­ბა...

თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯე­იმს მე­ტის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ ავ­ღა­ნეთ­ში სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის გაზ­რდას არ აპი­რებს. 2017 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ავ­ღა­ნეთ­ში ვა­შინგტო­ნის ახა­ლი სტრა­ტე­გია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი 4 ათა­სი ადა­მი­ა­ნით გა­იზ­რდე­ბა.

ავ­ღა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი სი­ახ­ლე და­ა­ა­ნონ­სა თეთ­რი სახ­ლის მე­თა­ურ­მა. მისი თქმით, ქვეყ­ნი­დან ჯა­რე­ბის სწრა­ფი გა­მოს­ვლა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ავ­ღა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11 ათა­სი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იმ­ყო­ფე­ბა.

"უსას­რუ­ლო ომი, რო­მე­ლიც 2001 წელს და­ი­წყო..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია ამე­რი­კის ახალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათი ცნო­ბით, ამე­რი­კამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 680 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა... ამე­რი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, კონ­გრეს­თან შე­თან­ხმე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის მთლი­ა­ნო­ბა­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 65 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ბრა­უ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­სტი­ტუტ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 2001 წლის შემ­დეგ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში 5,6 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა.

კვლე­ვა­ში ნახ­სე­ნე­ბია, რომ პენ­ტა­გონ­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს შო­რის თვალ­სა­ჩი­ნო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა, რად­გან პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ომე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,5 ტრი­ლი­ო­ნამ­დე ჯდე­ბა."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, Associated Press-ი წერ­და, რომ ამე­რი­კამ ერა­ყი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რად­გან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლია... გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერა­ყი­დან ავ­ღა­ნეთ­ში ათო­ბით ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი გა­მო­იყ­ვა­ნეს - მთლი­ა­ნო­ბა­ში, ერა­ყი­დან სულ ამე­რი­კუ­ლი ჯა­რის 60%-ს გა­იყ­ვა­ნეს... 8 900 ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­დან ერაყ­ში 4 ათა­სი ჯა­რის­კა­ცი დარ­ჩე­ბა, რომ­ლე­ბიც ერა­ყე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სწავ­ლე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

ცნო­ბის­თვის, 2014 წლის ზა­ფხულ­ში ამე­რი­კამ ერაყ­ში სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი გაგ­ზავ­ნა, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტო­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

საქ­მე ის არის, რომ 2015 წლის 1 თე­ბერ­ვალს ერა­ყის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­ეშ­თან" ბრძო­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, "მე­სა­მე მსოფ­ლიო ომია", ვი­ნა­ი­დან ტე­რო­როს­ტე­ბი "მსოფ­ლიო ხა­ლი­ფა­ტის" შექ­მნა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ...

იმა­ვე წლის აპ­რილ­ში, "და­ე­შის" მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 25-30% გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გა­სუ­ლი წლის 9 დე­კემ­ბერს ერა­ყის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" თა­ვი­სუ­ფა­ლია, თუმ­ცა, მსოფ­ლიო მე­დია მუდ­მი­ვად ავ­რცე­ლებს ცნო­ბებს იქ არ­სე­ბულ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ზე, ტე­რო­რის­ტე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა­სა და აფეთ­ქე­ბებ­ზე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში - "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?

რა ჩაიფიქრა ტრამპმა ავღანეთში -  "უსასრულო ომი" თუ ახალი სტრატეგია?

The Hill-ის ინფორმაციით, აშშ 2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციისთვის 45 მილიარდ დოლარს დახარჯავს, ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე რენდალ შრივერმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი ამერიკული კონტინგენტის მხარდასაჭერისთვის გამოიყოფა, 5 მილიარდი დოლარი ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად, 780 მილიონი დოლარი ქაბულში ეკონომიკური დახმარების სახით გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მოხმარდება.

ამავდროულად, სენატორებმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანს სთხოვეს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს, რათა ომი დასრულდეს, რომელიც 17 წელია გრძელდება...

თებერვლის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას არ აპირებს. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში ვაშინგტონის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 4 ათასი ადამიანით გაიზრდება.

ავღანეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე დააანონსა თეთრი სახლის მეთაურმა. მისი თქმით, ქვეყნიდან ჯარების სწრაფი გამოსვლა გამორიცხულია. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში დაახლოებით 11 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

"უსასრულო ომი, რომელიც 2001 წელს დაიწყო..." - ასე ეხმაურება რუსული მედია ამერიკის ახალ გადაწყვეტილებას. მათი ცნობით, ამერიკამ ამ წლების განმავლობაში, ავღანეთში დაახლოებით, 680 მილიარდი დოლარი გადარიცხა... ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ, კონგრესთან შეთანხმებით, მთელ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის მთლიანობაში, გათვალისწინებულია 65 მილიარდი დოლარი.

გასული წლის ნოემბერში ბრაუნის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში 5,6 ტრილიონ დოლარამდე დახარჯა.

კვლევაში ნახსენებია, რომ პენტაგონსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის თვალსაჩინო წინააღმდეგობაა, რადგან პენტაგონის განცხადებით, "ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ომების ღირებულება 1,5 ტრილიონამდე ჯდება."

რამდენიმე დღის წინ, Associated Press-ი წერდა, რომ ამერიკამ ერაყიდან ჯარის გაყვანა გადაწყვიტა, რადგან "ისლამური სახელმწიფო" უკვე დამარცხებულია... გამოცემის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერაყიდან ავღანეთში ათობით ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანეს - მთლიანობაში, ერაყიდან სულ ამერიკული ჯარის 60%-ს გაიყვანეს... 8 900 ამერიკელი სამხედროდან ერაყში 4 ათასი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ერაყელი სამხედროების სწავლებას განაგრძობენ.

ცნობისთვის, 2014 წლის ზაფხულში ამერიკამ ერაყში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც აგვისტოში ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციების დაწყებამდე, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 1 თებერვალს ერაყის პრემიერმა განაცხადა, რომ "დაეშთან" ბრძოლა, ფაქტობრივად, "მესამე მსოფლიო ომია", ვინაიდან ტეროროსტები "მსოფლიო ხალიფატის" შექმნაზე ოცნებობენ...

იმავე წლის აპრილში, "დაეშის" მიერ დაკავებული ტერიტორიის 25-30% გათავისუფლდა. გასული წლის 9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა "ისლამური სახელმწიფოსგან" თავისუფალია, თუმცა, მსოფლიო მედია მუდმივად ავრცელებს ცნობებს იქ არსებულ საბრძოლო ოპერაციებზე, ტერორისტების გადაჯგუფებასა და აფეთქებებზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?