პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა
რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა

"რუ­სე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე!", "პუ­ტი­ნი ქურ­დია!", "აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენ ვართ!" "საკ­მა­რი­სია, ქურ­დე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა" - ასე­თი ში­ნა­არ­სის აქ­ცია, მოს­კოვ­სა და რუ­სე­თის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა... რუ­სეთ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა მწვავ­დე­ბა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის მწვა­ვე კრი­ტი­კი­სა და გა­მოს­ვლე­ბის ფონ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ შე­დე­გებს დებს - ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გმა პიკს მი­აღ­წია. "ლე­ვა­და - ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ბოლო გა­მო­კი­თხვი­სას,რუ­სე­ბის 67%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტად ისევ პუ­ტი­ნი სურს...

რუსი ბლო­გე­რე­ბი ამ შე­დეგს ბოლო დროს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ძა­ლის­ხმე­ვით ხსნი­ან. მით უფრო, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­პა­გან­და­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით რუბლს ხარ­ჯავს.

რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2018 წლის მარ­ტშია და­გეგ­მი­ლი. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის არ­ჩევ­ნებ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი უთხრეს. ის და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი უკვე გა­ა­ყალ­ბა.

"ქვე­ყა­ნა კო­რუფ­ცი­ა­შია ჩაფ­ლუ­ლი... კრი­მი­ნა­ლის კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია, სან­ქცი­ე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­დღე ამ­ძი­მებს. ეკო­ნო­მი­კა ჭა­ობ­შია; ამის დას­ტუ­რია სტა­ტის­ტი­კის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2017 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შო­ბა­დო­ბამ 10,7%-ით იკლო, თუმ­ცა, მა­ინც პუ­ტი­ნი ლი­დე­რობს... სუ­ლაც არ არის ძნე­ლი მიხ­ვდე, რას­თან გვაქვს საქ­მე..." - წე­რენ რუსი ბლო­გე­რე­ბი...

მა­თი­ვე თქმით, შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში ზე­დი­ზედ მე­სა­მე წე­ლია მცირ­დე­ბა. სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წელს, რუ­სეთ­ში, 1,69 მლნ ბავ­შვი, ანუ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 203 ათა­სით ნაკ­ლე­ბი და­ი­ბა­და... რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი "მწვა­ვე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი" ვი­თა­რე­ბის გამო აღ­შფოთ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა "რუ­სე­თის ეროვ­ნულ დე­მოგ­რა­ფი­ულ პროგ­რა­მას" გა­ნა­ახ­ლებს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა... მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა 144,3 მლნ იყო.

პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს. მისი დაბ­ლოკ­ვის კვალ­დაკ­ვალ, საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლად და შე­მარ­თე­ბით იბ­რძვის ელექ­ტო­რა­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად პრე­ზი­დენ­ტო­ბის კი­დევ ერთი კან­დი­და­ტი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ქსე­ნია სობ­ჩა­კი... ის გროზ­ნო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, იუბ ტი­ტი­ე­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­ვი­და და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს რამ­ზან კა­დი­როვს, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ არ ჰქონ­და იმის ილუ­ზია, რომ კა­დი­რო­ვი ამას გა­ა­კე­თებ­და...

"თქვენ თქვით, რომ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ეროვ­ნე­ბი­სა და სქე­სის გა­რე­შე... რო­გორ არ გეს­მით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვი­სი უფ­ლე­ბის დაც­ვას ეწი­რე­ბი­ან და მე თქვენ გარ­წმუ­ნებთ, - ოდეს­მე თქვენ მათი დაც­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ..." - ნათ­ქვა­მია სობ­ჩა­კის მი­მარ­თვა­ში.

გროზ­ნოს ცენ­ტრში, მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას, "კა­დი­როვ­ცებ­მა", თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბი და­უ­პი­რის­პი­რეს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, სობ­ჩა­კის ფო­ტო­ე­ბი დაწ­ვეს და მისი გროზ­ნო­დან წას­ვლა ამ ფორ­მით მო­ი­თხო­ვეს.

ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას, ყო­ფილ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ერთ-ერთ კა­ფე­ში ყავა შე­უკ­ვე­თა, რა დრო­საც მას ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩენ­მა მი­მარ­თა - რა­ტომ სვამ ყა­ვას, ეს ხომ ცხე­ნის­თვის სა­ხი­ფა­თოა? სობ­ჩაკ­მა მას­თან მშვი­დი სა­უ­ბა­რი და­ა­პი­რა, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ...

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მო­თხოვ­ნას, ტი­ტი­ე­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მყი­სი­ე­რად უპა­სუ­ხა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა, - "ადა­მი­ანს, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცია აქვს, არ ეს­მის, რომ მე ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ მაქვს. მე არც მო­სა­მარ­თლე ვარ, არც პრო­კუ­რო­რი და მით უფრო, არც შს მი­ნის­ტრი... მე რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი ვარ და რა უფ­ლე­ბა მაქვს, ვინ­მე გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო, ვინც არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო და­ა­კა­ვეს?..

ის სუ­ლე­ლია და სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ი­დან მო­დი­ან და სად გროვ­დე­ბი­ან ეს სუ­ლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?.. არი­ან მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ ტი­ტი­ე­ვი მა­რი­ხუ­ა­ნას ეწე­ო­და. მე მას­ზე არას­დროს მსმე­ნია..." - აღ­ნიშ­ნა კა­დი­როვ­მა და დას­ძი­ნა, რომ სობ­ჩა­კის­ნა­ირ სუ­ლე­ლებს რო­გორ სურთ ისე­თი პერ­სო­ნის შეც­ვლა, რო­გო­რიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნია, ეს "ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა

რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება, პუტინის რეიტინგი კი პიკზეა

"რუსეთი პუტინის გარეშე!", "პუტინი ქურდია!", "აქ ხელისუფლება ჩვენ ვართ!" "საკმარისია, ქურდების მმართველობა" - ასეთი შინაარსის აქცია, მოსკოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა... რუსეთში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვითარება მწვავდება. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკისა და გამოსვლების ფონზე, სოციალური კვლევა რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს დებს - ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა პიკს მიაღწია. "ლევადა - ცენტრის" ხელმძღვანელობის თქმით, ბოლო გამოკითხვისას, რუსების 67%-მა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტად ისევ პუტინი სურს...

რუსი ბლოგერები ამ შედეგს ბოლო დროს გააქტიურებული სახელმწიფო მედიის ძალისხმევით ხსნიან. მით უფრო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროპაგანდაზე მილიონობით რუბლს ხარჯავს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტშია დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ ალექსეი ნავალნის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ის და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ არჩევნები უკვე გააყალბა.

"ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული... კრიმინალის კონტროლი შეუძლებელია, სანქციები ჩვენს ცხოვრებას ყოველდღე ამძიმებს. ეკონომიკა ჭაობშია; ამის დასტურია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2017 წელს წინა წელთან შედარებით შობადობამ 10,7%-ით იკლო, თუმცა, მაინც პუტინი ლიდერობს... სულაც არ არის ძნელი მიხვდე, რასთან გვაქვს საქმე..." - წერენ რუსი ბლოგერები...

მათივე თქმით, შობადობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ზედიზედ მესამე წელია მცირდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს, რუსეთში, 1,69 მლნ ბავშვი, ანუ წინა წელთან შედარებით 203 ათასით ნაკლები დაიბადა... რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "მწვავე დემოგრაფიული" ვითარების გამო აღშფოთდა და განაცხადა, რომ მთავრობა "რუსეთის ეროვნულ დემოგრაფიულ პროგრამას" განაახლებს. თუმცა, ადგილობრივების თქმით, არაფერი შეცვლილა... მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის მოსახლეობა 144,3 მლნ იყო.

პუტინის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი დაბლოკვის კვალდაკვალ, საკმაოდ გაბედულად და შემართებით იბრძვის ელექტორატის მოსაპოვებლად პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ყოფილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი... ის გროზნოში დაკავებული უფლებადამცველის, იუბ ტიტიევის მხარდასაჭერად ჩავიდა და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თუმცა დასძინა, რომ არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ კადიროვი ამას გააკეთებდა...

"თქვენ თქვით, რომ უფლებადამცველები არიან ადამიანები, ეროვნებისა და სქესის გარეშე... როგორ არ გესმით, ეს ადამიანები სხვისი უფლების დაცვას ეწირებიან და მე თქვენ გარწმუნებთ, - ოდესმე თქვენ მათი დაცვა დაგჭირდებათ..." - ნათქვამია სობჩაკის მიმართვაში.

გროზნოს ცენტრში, მის მიერ ორგანიზებულ აქციას, "კადიროვცებმა", თავიანთი ძალები დაუპირისპირეს, პროტესტის ნიშნად, სობჩაკის ფოტოები დაწვეს და მისი გროზნოდან წასვლა ამ ფორმით მოითხოვეს.

ქალაქში ყოფნისას, ყოფილმა ტელეწამყვანმა ერთ-ერთ კაფეში ყავა შეუკვეთა, რა დროსაც მას ახალგაზრდა ჩეჩენმა მიმართა - რატომ სვამ ყავას, ეს ხომ ცხენისთვის სახიფათოა? სობჩაკმა მასთან მშვიდი საუბარი დააპირა, თუმცა, უშედეგოდ...

პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნას, ტიტიევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მყისიერად უპასუხა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, - "ადამიანს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, არ ესმის, რომ მე ამის გაკეთების უფლებამოსილება არ მაქვს. მე არც მოსამართლე ვარ, არც პროკურორი და მით უფრო, არც შს მინისტრი... მე რესპუბლიკის მეთაური ვარ და რა უფლება მაქვს, ვინმე გავათავისუფლო, ვინც არსებული ვერსიით ნარკოტიკების გამო დააკავეს?..

ის სულელია და სულ მაინტერესებს, საიდან მოდიან და სად გროვდებიან ეს სულელი ადამიანები?.. არიან მოწმეები, რომლებმაც იციან, რომ ტიტიევი მარიხუანას ეწეოდა. მე მასზე არასდროს მსმენია..." - აღნიშნა კადიროვმა და დასძინა, რომ სობჩაკისნაირ სულელებს როგორ სურთ ისეთი პერსონის შეცვლა, როგორიც ვლადიმირ პუტინია, ეს "ლოგიკაში არ ჯდება."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე