საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება
პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

1-ელი თე­ბერ­ვლი­დან წამ­ყვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა. კერ­ძოდ, წამ­ყვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 700 ლარს აი­ღებს, ხოლო მენ­ტო­რი - 1 000 ლარს, - ამის შე­სა­ხებ Allnews.ge-ს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 257 წამ­ყვა­ნი და 9 მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე წამ­ყვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი 500, ხოლო მენ­ტო­რის 700 ლარი იყო.

"ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა 405 ლარს შე­ად­გენს, რო­მელ­საც და­ნა­მა­ტე­ბი ემა­ტე­ბა. მა­გა­ლი­თად, დამ­რი­გებ­ლის, დოქ­ტო­რის, მა­გის­ტრის სტა­ტუ­სე­ბის მი­ხედ­ვით. სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის და­ნა­მა­ტი 320 ლა­რია, წამ­ყვა­ნის­თვის კი 500, ხოლო მენ­ტო­რის­თვის 700 ლარი იყო. ცვლი­ლე­ბე­ბით კი წამ­ყვა­ნი­სა და მენ­ტო­რის და­ნა­მა­ტე­ბის გაზ­რდა მოხ­და, რაც მას­წავ­ლებ­ლის­თვის ერ­თგვა­რად გარე მო­ტი­ვა­ტო­რია, რომ მეტი აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, მოს­წავ­ლე­ებ­ზე მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა", - გან­მარ­ტავს მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი Allnews.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სქე­მა უკვე ორი წე­ლია მოქ­მე­დებს. სქე­მის მი­ხედ­ვით პე­და­გო­გე­ბი 4 კა­ტე­გო­რი­ად - პრაქ­ტი­კო­სად, უფ­როს, წამ­ყვან და მენ­ტო­რე­ბად გა­და­ნა­წილ­დნენ. პე­და­გო­გებს სქე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს კა­ტე­გო­რი­ა­ში და­წი­ნა­ურ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად უფრო მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბაც მი­ი­ღოს.

პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება

1-ელი თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზრდება. კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი - 1 000 ლარს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 257 წამყვანი და 9 მენტორი მასწავლებელია.

მისივე თქმით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

"ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურება 405 ლარს შეადგენს, რომელსაც დანამატები ემატება. მაგალითად, დამრიგებლის, დოქტორის, მაგისტრის სტატუსების მიხედვით. სტატუსის მიხედვით პრაქტიკოსი მასწავლებლის დანამატი 320 ლარია, წამყვანისთვის კი 500, ხოლო მენტორისთვის 700 ლარი იყო. ცვლილებებით კი წამყვანისა და მენტორის დანამატების გაზრდა მოხდა, რაც მასწავლებლისთვის ერთგვარად გარე მოტივატორია, რომ მეტი აქტივობა განახორციელოს, მოსწავლეებზე მეტად ორიენტირებული იყოს, რის შესაბამისადაც მისი ანაზღაურება გაიზრდება", - განმარტავს მანანა რატიანი Allnews.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი