კალიფორნიელმა წყვილმა საკუთარი ქორწილი კანიონის თავზე გაჭიმულ ბადეზე აღნიშნა.
რაიან ჯენკსმა და კიმბერლი ვეგლინმა ერთმანეთი კლდეზე ცოცვის ფესტივალზე გაიცნეს, ამიტომ, გადაწყვიტეს, საქორწინო ცერემონიალიც კლდეზე ცოცვისთვის დაეკავშირებინათ.
ფოტოები აბი ჰირნმა გადაიღო, საკუთარ ვებგვერდზე ფოტოგრაფი წერს, რომ ცერემონიალი "დაუვიწყარი და საოცარი იყო".
რაიანისა და კიმბერლისთვის კანიონის თავზე ბადე გაჭიმეს, სადაც მათ ერთმანეთს სამუდამო ერთგულება შეჰფიცეს.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ მათი 10 მეგობარი პარაშუტით კლდიდან გადახტა და კანიონში ყვავილების ფურცლები გადაყარეს.
წყარო dailymail.co.uk