პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

მხო­ლოდ 2017-2018 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მესტრში (სექ­ტემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი), მან­და­ტუ­რე­ბის მიერ პი­რა­დი გა­სინ­ჯვი­სას, 1242 სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის სკო­ლა­ში ამო­ღე­ბუ­ლია 94 მა­ღა­ლი რის­კის აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი - დანა, კას­ტე­ტი, მჩხვლე­ტა­ვი და ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი, ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი სა­ა­ხალ­წო პი­ტარ­და, ბან­ქო, ალ­კოჰო­ლი, თამ­ბა­ქო, სან­თე­ბე­ლა, ელექტრო­შო­კი, ელექტრო­სი­გა­რე­ტი.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ სას­წავ­ლო წელს, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­და­ტუ­რე­ბის მიერ პი­რა­დი გა­სინ­ჯვი­სას, 2016-2017 სას­წავ­ლო წელს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პი­რა­დი გა­სინ­ჯვი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 177 მა­ღა­ლი რის­კის აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი (დანა, კას­ტე­ტი, მჩხვლე­ტა­ვი და ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი) და 1966 სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის სკო­ლა­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი (სა­ა­ხალ­წო პი­ტარ­და, ბან­ქო, ალ­კოჰო­ლი, თამ­ბა­ქო, სან­თე­ბე­ლა, ელექტრო­შო­კი, ელექტრო სი­გა­რე­ტი).

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სულ 2016 -17 სასწ. წლის სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ფე­რი­რე­ბუ­ლია 4943 შემ­თხვე­ვა.

"სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უპირ­ვე­ლეს ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს სკო­ლებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა, უსაფრ­თხო, ჯან­სა­ღი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, დარ­ღვე­ვე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია. მან­და­ტუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ჩა­ა­ტა­როს პი­რა­დი გა­სინ­ჯვა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ან სკო­ლის დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ნე­ბარ­თვით/ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და თან­დას­წრე­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ან/და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვი­სა და/ ან სა­მარ­თალ დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ატყო­ბი­ნებს მშო­ბელს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ უზ­რუნ­ველ­ყოფს შემ­დგო­მი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სულ 2016 -17 სასწ. წლის სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ფე­რი­რე­ბუ­ლია 4943 შემ­თხვე­ვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში პირადი გასინჯვისას ამოღებული იქნა 177 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი (დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთები (საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტრო სიგარეტი).

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სულ 2016 -17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.

"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა, დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების პრევენცია. მანდატური უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით/ზედამხედველობით და თანდასწრებით საფუძვლიანი ან/და დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში.

გამოვლენილი სავარაუდო ძალადობის, კონფლიქტური სიტუაციების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და/ ან სამართალ დარღვევის ფაქტის შემთხვევაში ატყობინებს მშობელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შემდგომი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. სულ 2016 -17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა", - აღნიშნულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი