საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა
აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს, რომ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა, - ამის შე­სა­ხებ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა და­ას­კვნა, რომ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გეგ­მა­ზე თან­დარ­თუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი არ წარ­მო­ად­გენს უკვე შეს­წავ­ლი­ლი ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენტს.

"სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის 2018 წლის გეგ­მა­ში, იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტის შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გამო გან­ვმარ­ტავთ:

სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად და გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა 8 იან­ვარს გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2018 წლის აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გეგ­მა, რო­მელ­შიც გა­ნი­სა­ზღვრა მიმ­დი­ნა­რე წლის აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გეგ­მა­ზე თან­დარ­თუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი არ წარ­მო­ად­გენს უკვე შეს­წავ­ლი­ლი ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენტს.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა შე­სას­წავ­ლი სა­კი­თხე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის შემ­ცვე­ლი სა­კი­თხე­ბი, მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სუ­ლი თე­მე­ბი, გა­სულ წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი და გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ანა­ლი­ზი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­თა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა მო­მარ­თვე­ბი.

იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა, სა­მი­ნის­ტროს სა­მუ­შაო ჯგუფ­თან ერ­თად, დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში შე­ის­წავ­ლა ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი.

სა­მი­ნის­ტროს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს, რომ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა", - ნათ­ქვა­მია აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, - ამის შესახებ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის შეტანასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო განვმარტავთ:

საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები.

იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები