პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

თბი­ლის­ში, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი პი­რის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 იან­ვარს ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ა.წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ პირს: ამა­ვე კლუ­ბის დაც­ვის უფ­როსს - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.მ.-ს, კლუ­ბის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ი.კ.-ს და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს - 1976 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ს.-ს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად,1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. თ.ქ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე (117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე (118-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის. სსკ-ის 117-ე მუხ­ლი სა­მი­დან ექვს წლამ­დე, 118-ე მუხ­ლი - ერ­თი­დან სამ წლამ­დე, ხოლო 353-ე მუხ­ლი ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი