პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!" - პრეზიდენტმა ქუთაისელ პოლიტიკოსს დროშა გადასცა
"ახლა შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!" - პრეზიდენტმა ქუთაისელ პოლიტიკოსს დროშა გადასცა

სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის დღეს ქუ­თა­ის­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ეზო­ში, ექი­მებ­მა დრო­შა აღ­მარ­თეს. სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი კი, ან­სამ­ბლმა "ქუ­თა­ი­სი" შე­ას­რუ­ლა.

ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

ქუ­თა­ის­ში პრე­ზი­დენ­ტმა ცე­რე­მო­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, მედ­პერ­სო­ნალ­სა და პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელს გოგი წუ­ლა­ი­ას სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და "დრო­შის აღ­მარ­თვის წე­სის შე­სა­ხებ" სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის და­ბეჭ­დი­ლი ფლა­ე­რე­ბი პი­რა­დად გა­დას­ცა.

ვი­დეო

"ახლა შენ და­კი­დე, შენ თვი­თონ და­კი­დე დრო­შა, გო­გია წუ­ლა­ია!"- უთხრა პრე­ზი­დენ­ტმა "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რს, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უმე­ტე­სად, ფრა­ზით - "დრო­შა ვერ და­კი­დენ" იც­ნობს.

სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის დღის აღ­ნიშ­ვნა 10:00 სა­ათ­ზე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან და­ი­წყო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რე­ბის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და ზაზა და­მე­ნი­ას შვი­ლებ­თან ერ­თად აღ­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის ეტა­ლო­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით დამ­ზად­და.

ცე­რე­მო­ნია უჯარ­მა­ში, უჯარ­მის ცი­ხე­ზე და მცხე­თა­ში, ბებ­რის ცი­ხე­ზე გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა მაშ­ვე­ლებ­მა და სპორ­ტსმე­ნებ­მა აღ­მარ­თეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დრო­შის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნია დღეს გორ­ში, ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­შიც შედ­გა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა იუნ­კე­რებ­მა აღ­მარ­თეს, სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი კი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ორ­კესტრმა შე­ას­რუ­ლა.

ნა­ხეთ ვი­დეო : "დრო­შა ვერ და­კი­დენ!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ახლა შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!" - პრეზიდენტმა ქუთაისელ პოლიტიკოსს დროშა გადასცა

"ახლა შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!" - პრეზიდენტმა ქუთაისელ პოლიტიკოსს დროშა გადასცა

სახელმწიფო დროშის დღეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა დროშა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა "ქუთაისი" შეასრულა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და "დროშის აღმართვის წესის შესახებ" სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

ვიდეო

"ახლა შენ დაკიდე, შენ თვითონ დაკიდე დროშა, გოგია წულაია!"- უთხრა პრეზიდენტმა "თავისუფალი საქართველოს" წევრს, რომელსაც საზოგადოება, უმეტესად, ფრაზით - "დროშა ვერ დაკიდენ" იცნობს.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

ნახეთ ვიდეო : "დროშა ვერ დაკიდენ!"

"განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი" - ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

BTU-ს და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი Fintech-integrator დასრულდა

გაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში - სტუ აბიტურიენტებს მიმართავს