ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ამის მიზეზია პროცესი, რომელიც საკმაოდ საინტერესო, "ჩამთრევი" და დადებითი ემოციების მომგვრელია. რაც მთავარია, ამ საქმეს ერთნაირი გატაცებით ეკიდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილებიც.
ვინაიდან ხელსაქმისადმი ინტერესი გაიზარდა, თანდათან მისი გამარტივებისა და გამრავალფეროვნების ხერხებიც გაჩნდა. მაგალითად, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" დიდი ხანია ე.წ. კრაფტის ხაზი წარმატებით ვითარდება. აქ მომხმარებელი შეხვდება მრავალი სხვადასხვა ნივთის დასამზადებელ მასალას. ამ მასალებით შეძლებთ ააწყოთ, შეკეროთ, მოხატოთ ან მოაპირკეთოთ სხვადასხვა ნივთი. არჩევანი მართლაც შთამბეჭდავია - თქვენი ხელით დამზადებული ნივთები სამახსოვროდ დაგრჩებათ, აგრეთვე გაჩუქებასაც შეძლებთ და რაც მთავარია, მისი კეთებით სიამოვნებას მიიღებთ.
გასართობ ცენტრ "ბიბლუსი ქიდსში" ბავშვებისთვის ინტენსიურად ტარდება ხელსაქმის მასტერკლასები. ბავშვების ხელსაქმით გართობა ხომ ამ ცენტრის მომსახურების გამორჩეული ნაწილია. ბევრი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ხელგარჯილობა არაერთ სასარგებლო უნარს უმუშავებს ბავშვს -უვითარებს კოორდინაციას, ასწავლის თანმიმდევრულობას, უვარჯიშებს ნებისყოფას... განაგრძეთ კითხვა