სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა
 ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და მის და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს.

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­ლი ყვე­ბა, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი სახ­ლში შე­უ­ვარ­და და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თან­დას­წრე­ბით მას და ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ეს ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და მის და­კა­ვე­ბას ითხოვს. დეა გოშ­ხე­თე­ლი­ანს და მის მა­მას ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვთ. ასე­ვე, გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნის მა­მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გარ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვი­სა, გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნის მა­მას ცხვი­რიც აქვს გა­ტე­ხი­ლი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მო­სა­მარ­თლემ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. "სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2018 წლის 3 იან­ვარს, ქუ­თა­ი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გ. ბ., რო­მელ­მაც მის ყო­ფილ მე­უღ­ლე მ. გ.-ს და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მა­მას მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო გ. ბ.-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გ. ბ.-ს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გ.ბ. გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა

 ქუთაისში 22 წლის გოგო ყოფილმა მეუღლემ სცემა

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

ძალადობის მსხვერლი ყვება, რომ ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა.

დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მის დაკავებას ითხოვს. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ., რომელმაც მის ყოფილ მეუღლე მ. გ.-ს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ.-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ