საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"
მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"

ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას. რო­დე­საც აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბი არ უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ, სა­ნამ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ გა­ივ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ას. მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, რათა ერ­თად გა­ვარ­ჩი­ოთ ეს სა­კი­თხე­ბი, ერ­თად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ თა­რი­ღებ­ზე, რათა შემ­დეგ არა­ვინ უწო­დოს ამას "მიხო მა­ი­და­ნი", სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ცი­ე­ბი და ა.შ. - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ФСБ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში.

"რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ვერ­ტი­კა­ლი­დან ახლა ყვე­ლა ჩემს გა­ჩუ­მე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უფრო სწო­რად კი ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის გა­და­ცე­მას ცდი­ლობს. არ მჯე­რა, რომ კი­ე­ვის ცენ­ტრში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი იყო. ეს იყო ФСБ-ს ოპე­რა­ცია. მათ ასე ორი კურ­დღლის და­ჭე­რა სურ­დათ - ჩემი ცი­ხე­ში ჩას­მა და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის უძ­ლუ­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. პირ­ვე­ლი არც ისე, თუმ­ცა მე­ო­რე ნამ­დვი­ლად 100%-ით გა­მო­უ­ვი­დათ. მე ვიცი ФСБ რო­გორც მუ­შა­ობს, ეს მათი ნა­მოქ­მე­და­რია," - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, წყა­რომ მის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე ისიც შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ და­ი­ჭერ­დნენ და ასეც მოხ­და.

"იმა­ვე წყა­რომ შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ 29 დე­კემ­ბერს შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს შო­რის, სა­დაც ტყვე­ე­ბის გაც­ვლის სა­კი­თხთან ერ­თად ჩემი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზეც ისა­უბ­რეს. პუ­ტინ­მა ასე­ვე მი­უ­თი­თა, რომ კურ­ჩენ­კოს­თვის და­ე­ვა­ლე­ბი­ნათ რა­ღა­ცის და­დას­ტუ­რე­ბა ან მო­გო­ნე­ბა. მსურს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გას­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვას, შედ­გა თუ არა სა­უ­ბა­რი. პუ­ტი­ნი თა­ვა­დაც არ მა­ლავს, რომ ჩე­მით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ბოლო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩემი სა­ხე­ლი 12-ჯერ ახ­სე­ნა, ხოლო რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ თქვა, უკ­რა­ი­ნის სირ­ცხვი­ლია, რომ ცი­ხე­ში არ ვზი­ვარ. პუ­ტინ­მა პო­რო­შენ­კოს უთხრა, რომ ასეთ რა­მეს რუ­სეთ­ში არ და­უშ­ვებ­და, რი­თაც მი­თი­თე­ბა მის­ცა პო­რო­შენ­კოს. მოს­კო­ვი­დან "გა­ზპ­რო­მის" მსხვილ აქ­ცი­ო­ნერს, ივა­ნიშ­ვილს მი­უ­თი­თეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 იან­ვრის­თვის ჩემი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, რა­საც დღეს გა­ა­კე­თე­ბენ. დღეს ცრუ ბრალ­დე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ჩენს გა­მო­მი­ტა­ნენ," - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე დღეს კი­ევ­სა და თბი­ლის­ში პრო­ცე­სე­ბი ერ­თდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად გა­ვი­და.

მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"

მიხეილ სააკაშვილი - აქციების თარიღებზე ყველა პარტია ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რათა არავინ უწოდოს მათ "მიხო მაიდანი" და "სააკაშვილის აქციები"

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როდესაც აქციების მოწყობაზე ვსაუბრობთ, კონკრეტული თარიღები არ უნდა დავასახელოთ, სანამ ყველა ოპოზიციური პარტია არ გაივლის კონსულტაციას. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რათა ერთად გავარჩიოთ ეს საკითხები, ერთად ჩამოვყალიბდეთ თარიღებზე, რათა შემდეგ არავინ უწოდოს ამას "მიხო მაიდანი", სააკაშვილის აქციები და ა.შ. - ეს განცხადება დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის დასაპატიმრებლად ჩატარებული სპეცოპერაცია შეუძლებელია მხოლოდ უკრაინის მთავრობის დაგეგმილი ყოფილიყო და ФСБ დაადანაშაულა მონაწილეობაში.

"რუსეთის სამთავრობო ვერტიკალიდან ახლა ყველა ჩემს გაჩუმებასა და საქართველოსთვის, უფრო სწორად კი ქართველი ოლიგარქებისთვის გადაცემას ცდილობს. არ მჯერა, რომ კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია მხოლოდ უკრაინელების დაგეგმილი იყო. ეს იყო ФСБ-ს ოპერაცია. მათ ასე ორი კურდღლის დაჭერა სურდათ - ჩემი ციხეში ჩასმა და უკრაინის მთავრობის უძლურების წარმოჩენა. პირველი არც ისე, თუმცა მეორე ნამდვილად 100%-ით გამოუვიდათ. მე ვიცი ФСБ როგორც მუშაობს, ეს მათი ნამოქმედარია," - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, წყარომ მის დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე ისიც შეატყობინა, რომ დაიჭერდნენ და ასეც მოხდა.

"იმავე წყარომ შემატყობინა, რომ 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის, სადაც ტყვეების გაცვლის საკითხთან ერთად ჩემი სისხლის სამართლის საქმეზეც ისაუბრეს. პუტინმა ასევე მიუთითა, რომ კურჩენკოსთვის დაევალებინათ რაღაცის დადასტურება ან მოგონება. მსურს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასცეს პასუხი კითხვას, შედგა თუ არა საუბარი. პუტინი თავადაც არ მალავს, რომ ჩემით არის დაინტერესებული. ბოლო კონფერენციაზე ჩემი სახელი 12-ჯერ ახსენა, ხოლო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, უკრაინის სირცხვილია, რომ ციხეში არ ვზივარ. პუტინმა პოროშენკოს უთხრა, რომ ასეთ რამეს რუსეთში არ დაუშვებდა, რითაც მითითება მისცა პოროშენკოს. მოსკოვიდან "გაზპრომის" მსხვილ აქციონერს, ივანიშვილს მიუთითეს, რომ საქართველოში 3 იანვრისთვის ჩემი სასამართლო პროცესი დაესრულებინათ, რასაც დღეს გააკეთებენ. დღეს ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით განაჩენს გამომიტანენ," - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე დღეს კიევსა და თბილისში პროცესები ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."