პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში
2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში

სხვა­დას­ხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­და, 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბაც შედ­გა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" წლის ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბებს გთა­ვა­ზობთ:

"ალტა" და "მეტ­რო­მარ­ტი" გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გეგ­მა­ვენ

"ალტა" და "მეტ­რო­მარ­ტი" გა­ერ­თი­ა­ნე­ბას აპი­რე­ბენ. კომ­პა­ნი­ებს შო­რის და­გეგ­მი­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს 18 ოქ­ტომ­ბერს წა­რედ­გი­ნა და საქ­მის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, სა­ა­გენ­ტო "ალ­ტა­სა" და "მეტ­რო­მარ­ტის" კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და­თან­ხმდა.

ცნო­ბის­თვის, სა­ჯა­რო რე­ესტრის 2017 წლის 27 დე­კემ­ბრის ამო­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, შპს "ალ­ტას" 52%-იან წილს თეა კა­კა­ბა­ძე; 31.3236%-იან წილს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე; 7.3863%-ს გრი­გოლ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი; 5.3494%-ს ლე­ვან ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი; 2%-იან წილს და­ვით სოფ­რო­მა­ძე; 1.148%-ს ზუ­რაბ ტა­ბი­ძე; 0.5%-ს კახა ჭო­ვე­ლი­ძე და 0.2927%-იან წილს გია ზა­ზაშ­ვი­ლი ფლობს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შპს "ალტა" შპს "ალ­ტა­ო­ქე­ის" 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა შპს "მეტ­რო­მარტს", მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ივ­ნი­სის ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, "მეტ­რო­მარ­ტის" 33.34%-იან წილს ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში სენტ-ვინ­სენ­ტი და გრე­ნა­დი­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "სი.სი. ქორ­ფო­რე­იშნ"; 33.33%-ს - "ელვა ქორ­ფო­რე­იშნ"; ხოლო 33.33%-იან წილს ასე­ვე ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "ნექ­სტ ელექტრო­ნიკს"-ი ფლობს.

8 იან­ვრი­დან გლო­ბალ ტვ-ის აბო­ნენ­ტებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიგ­ნალს სილ­ქნე­ტი მი­აწ­ვდის

"გლო­ბალ ტვ" აბო­ნენ­ტებს აფრ­თხი­ლებს, რომ 2018 წლის 8 იან­ვრი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიგ­ნა­ლის მო­წო­დე­ბას, გლო­ბალ ტვ-ის ნაც­ვლად "სილ­ქნე­ტი" უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტის" მიერ "გლო­ბალ TV"-ის შე­ძე­ნას­თან

და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­რცელ­და. რო­გორც მა­შინ კომ­პა­ნია "სილ­ქნეტ­ში" გა­ნა­ცხა­დეს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­დან ელო­დე­ბოდ­ნენ დას­ტურს.

ნო­ემ­ბერ­ში კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ "სილ­ქნეტს" "გლო­ბალ TV"-ს ("გლო­ბალ კონ­ტაქტ კონ­სალ­ტინ­გი") შე­ძე­ნა­ზე წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბა მის­ცა.

სა­ჯა­რო რე­ესტრში გლო­ბალ TV სს "გლო­ბალ კონ­ტაქტ კონ­სალ­ტინ­გის" სა­ხე­ლი­თაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. 3 ოქ­ტომ­ბრის ამო­ნა­წე­რით, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის "სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო თავ­მჯდო­მა­რე/წევ­რი: გი­ორ­გი ქსოვ­რე­ლი, წევ­რე­ბი კი მალ­ხაზ ლო­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა სს "სილ­ქნეტს" 11 ნო­ემ­ბრის ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე/წევ­რი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი , მო­ად­გი­ლე/წევ­რი გი­ორ­გი ხა­რა­ბა­ძე, წევ­რე­ბი ვა­სილ კენ­კიშ­ვი­ლი, ლე­ვან ბუ­ჩუ­კუ­რი, თე­ო­დორ ჩარლ­ზი ჯო­ნა­სი და ალექ­სი თო­ფუ­რია არი­ან.

"ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ამ" კა­ხე­თის ენერ­გო დის­ტრი­ბუ­ცია იყი­და

"ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ამ" სს "კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცია" აუქ­ცი­ონ­ზე 21 716 382.97 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და.

ს/ს"კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცია" 2003 წელს შე­იქ­მნა. 2005 წლი­დან კი გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, რაც 2008 წლის დე­კემ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნია აუქ­ცი­ონ­ზე 6 მი­ლი­ონ 100 ათას დო­ლა­რად ლიტ­ვურ­მა კონ­ცერნ­მა "ახე­მა-გრუპ­მა" შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა, "ახე­მა-გრუ­პის" მფლო­ბე­ლო­ბის ქვეშ კომ­პა­ნია კვლავ გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ში აღ­მოჩ­ნდა, 2011 წელს მის მი­მართ გა­კოტ­რე­ბის საქ­მე გა­იხ­სნა.რო­გორც კომ­პა­ნი­ის გვერ­დზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, ენერ­გო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ას 4 417 544 ლარი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს. დღემ­დე კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და გა­კოტ­რე­ბის მმარ­თვე­ლი, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში

2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში

სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენების გარდა, 2017 წელს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გარიგებაც შედგა. "ბიზნესპრესნიუსი" წლის ბიზნეს გარიგებებს გთავაზობთ:

"ალტა" და "მეტრომარტი" გაერთიანებას გეგმავენ

"ალტა" და "მეტრომარტი" გაერთიანებას აპირებენ. კომპანიებს შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 18 ოქტომბერს წარედგინა და საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო "ალტასა" და "მეტრომარტის" კონცენტრაციას დათანხმდა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, შპს "ალტას" 52%-იან წილს თეა კაკაბაძე; 31.3236%-იან წილს ირაკლი კაკაბაძე; 7.3863%-ს გრიგოლ ნიკოლაიშვილი; 5.3494%-ს ლევან ნიკოლაიშვილი; 2%-იან წილს დავით სოფრომაძე; 1.148%-ს ზურაბ ტაბიძე; 0.5%-ს კახა ჭოველიძე და 0.2927%-იან წილს გია ზაზაშვილი ფლობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს "ალტა" შპს "ალტაოქეის" 50%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება შპს "მეტრომარტს", მიმდინარე წლის 26 ივნისის ამონაწერის მიხედვით, "მეტრომარტის" 33.34%-იან წილს ოფშორულ ზონაში სენტ-ვინსენტი და გრენადინებში რეგისტრირებული "სი.სი. ქორფორეიშნ"; 33.33%-ს - "ელვა ქორფორეიშნ"; ხოლო 33.33%-იან წილს ასევე ოფშორში რეგისტრირებული "ნექსტ ელექტრონიკს"-ი ფლობს.

8 იანვრიდან გლობალ ტვ-ის აბონენტებს სატელევიზიო სიგნალს სილქნეტი მიაწვდის

"გლობალ ტვ" აბონენტებს აფრთხილებს, რომ 2018 წლის 8 იანვრიდან სატელევიზიო სიგნალის მოწოდებას, გლობალ ტვ-ის ნაცვლად "სილქნეტი" უზრუნველყოფს.

კომპანია "სილქნეტის" მიერ "გლობალ TV"-ის შეძენასთან

დაკავშირებით, ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ კომპანია "სილქნეტში" განაცხადეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებოდნენ დასტურს.

ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სილქნეტს" "გლობალ TV"-ს ("გლობალ კონტაქტ კონსალტინგი") შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

საჯარო რეესტრში გლობალ TV სს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სახელითაა რეგისტრირებული. 3 ოქტომბრის ამონაწერით, სააქციო საზოგადოების "სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ქსოვრელი, წევრები კი მალხაზ ლოლაშვილი და გიორგი ჯანელიძე არიან.

რაც შეეხება სს "სილქნეტს" 11 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი გიორგი რამიშვილი , მოადგილე/წევრი გიორგი ხარაბაძე, წევრები ვასილ კენკიშვილი, ლევან ბუჩუკური, თეოდორ ჩარლზი ჯონასი და ალექსი თოფურია არიან.

"ენერგო პრო ჯორჯიამ" კახეთის ენერგო დისტრიბუცია იყიდა

"ენერგო პრო ჯორჯიამ" სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე 21 716 382.97 ლარად შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.

ს/ს"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა "ახემა-გრუპმა" შეიძინა. თუმცა, "ახემა-გრუპის" მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."