მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა, წამალს ალკოჰოლი მივაყოლოთ
შეიძლება თუ არა, წამალს ალკოჰოლი მივაყოლოთ

რა მოხ­დე­ბა, თუ წა­მალს და­ლე­ვი­სას წყლის ნაც­ვლად ალ­კოჰოლს მი­ვა­ყო­ლებთ? რა გავ­ლე­ნა აქვს ალ­კოჰოლს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ზე და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თი წამ­ლის მოხ­მა­რე­ბი­სას ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა?

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი პრე­პა­რა­ტე­ბის აქ­ტი­ურ კომ­პო­ნენ­ტებ­თან შე­დი­ან რე­აქ­ცი­ა­ში და მათ სტრუქ­ტუ­რას მთლი­ა­ნად ცვლი­ან. ამ პრო­ცე­სებს ფა­მა­კო­კი­ნე­ტი­კურ უერ­თი­ერთქმე­დე­ბას უწო­დე­ბენ. იც­ვლე­ბა პრე­პა­რა­ტის შე­წო­ვის სიჩ­ქა­რეც კი, რო­გორც წესი, პრო­ცე­სი უფრო სწრა­ფი ხდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ცო­დეთ, რო­მელ პრე­პა­რატ­სა და რო­მელ ალ­კოჰოლ­ზეა სა­უ­ბა­რი, რად­გან 2 ბო­კა­ლი ღვი­ნო და 1 ბოთ­ლი არა­ყი - სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა რა­მეა.

ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბი

ალ­კოჰო­ლი აძ­ლი­ე­რებს ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის, ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რე­ბის, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი და ნე­ი­რო­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბას, იზ­რდე­ბა ყვე­ლა გვერ­დი­თი ეფექ­ტი, რაც, შე­საძ­ლოა, გო­ნე­ბის და­ბინ­დვით დას­რულ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ამ პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც დე­მენ­ცია, ეპი­ლეფ­სია, ან - ენ­დო­გე­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ.

ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი

ამ ტი­პის წამ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჰე­პა­ტო­ტოქ­სი­კუ­რია, ისე­ვე, რო­გორც - ალ­კოჰო­ლი. ადა­მი­ა­ნის ღვიძლს შე­უძ­ლია მხო­ლოდ 6-8 გრა­მი პა­რა­ცე­ტა­მო­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა დღე-ღა­მე­ში.

ღვიძ­ლი ისე­დაც ზი­ან­დე­ბა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის ხში­რი მი­ღე­ბით, ალ­კოჰოლ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბა კი მის­თვის უფრო დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კი

ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია, ვიდ­რე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­თან და ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებ­თან. ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ან­ტა­ბუ­სუ­რი მოქ­მე­დე­ბის პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბას იწ­ვევს. და­ნარ­ჩენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ერ­თად კი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ნუ და­ვა­ყე­ნებთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ.

შეიძლება თუ არა, წამალს ალკოჰოლი მივაყოლოთ

შეიძლება თუ არა, წამალს ალკოჰოლი მივაყოლოთ

რა მოხდება, თუ წამალს დალევისას წყლის ნაცვლად ალკოჰოლს მივაყოლებთ? რა გავლენა აქვს ალკოჰოლს სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატების მოქმედებაზე და რატომ არ შეიძლება, ზოგიერთი წამლის მოხმარებისას ალკოჰოლის დალევა?

ალკოჰოლური სასმელები პრეპარატების აქტიურ კომპონენტებთან შედიან რეაქციაში და მათ სტრუქტურას მთლიანად ცვლიან. ამ პროცესებს ფამაკოკინეტიკურ უერთიერთქმედებას უწოდებენ. იცვლება პრეპარატის შეწოვის სიჩქარეც კი, როგორც წესი, პროცესი უფრო სწრაფი ხდება. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომელ პრეპარატსა და რომელ ალკოჰოლზეა საუბარი, რადგან 2 ბოკალი ღვინო და 1 ბოთლი არაყი - სრულიად სხვადასხვა რამეა.

ფსიქოტროპული წამლები

ალკოჰოლი აძლიერებს ანტიდეპრესანტების, ტრანკვილიზატორების, ანტიჰისტამინური და ნეიროლეფსიური საშუალებების მოქმედებას, იზრდება ყველა გვერდითი ეფექტი, რაც, შესაძლოა, გონების დაბინდვით დასრულდეს. განსაკუთრებით საშიშია ამ პრეპარატებისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედება ადამიანებისთვის, ვისაც დემენცია, ეპილეფსია, ან - ენდოგენური ფსიქოლოგიური დაავადებები აქვთ.

ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები

ამ ტიპის წამლების დიდი ნაწილი ჰეპატოტოქსიკურია, ისევე, როგორც - ალკოჰოლი. ადამიანის ღვიძლს შეუძლია მხოლოდ 6-8 გრამი პარაცეტამოლის გადამუშავება დღე-ღამეში.

ღვიძლი ისედაც ზიანდება ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღებით, ალკოჰოლთან ურთიერთქმედება კი მისთვის უფრო დიდი დარტყმა იქნება.

ანტიბიოტიკი

ანტიბიოტიკებთან ალკოჰოლის დალევა ნაკლებად საშიშია, ვიდრე ტკივილგამაყუჩებლებთან და ფსიქოტროპულ წამლებთან. ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება ანტაბუსური მოქმედების პრეპარატებთან ერთად, რომლებიც სპირტიანი სასმელების მიუღებლობას იწვევს. დანარჩენ ანტიბიოტიკებთან ერთად კი მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეიძლება. თუმცა, ექიმები გვირჩევენ, ნუ დავაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს