საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს
შსს - ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან ჩანს, რომ ზვი­ად რა­ტი­ა­ნი იყო ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვერ აკონ­ტრო­ლებ­და ქცე­ვას და ლექ­სი­კას, იქ­ცე­ო­და აგ­რე­სი­უ­ლად, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რი­თაც არ აძ­ლევ­და მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა შსს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შსს-ს ამ ეტაპ­ზე არ მი­აჩ­ნია სწო­რად სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნოს უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით აღ­სავ­სე ჩა­ნა­წე­რი, მაგ­რამ მას სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წა­რად­გენს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს მო­ქა­ლა­ქე ზვი­ად რა­ტი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია. მო­ქა­ლა­ქე ზვი­ად რა­ტი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ მას­თან მი­ვი­და რამ­დე­ნი­მე პირი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში, თუმ­ცა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლე­ბი და მათ სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში შე­ა­ჩე­რეს ზვი­ად რა­ტი­ა­ნი. მა­სა­ლი­დან ასე­ვე ჩანს, რომ ზვი­ად რა­ტი­ა­ნი იყო ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვერ აკონ­ტრო­ლებ­და ქცე­ვას და ლექ­სი­კას, იქ­ცე­ო­და აგ­რე­სი­უ­ლად, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რი­თაც არ აძ­ლევ­და მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ გვაქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-მა­სა­ლა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ მიგ­ვაჩ­ნია სწო­რად სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­ტა­ნოთ უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით აღ­სავ­სე ჩა­ნა­წე­რი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ მა­სა­ლას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­ვად­გენთ სა­სა­მარ­თლო­ში. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია გა­ვაც­ნოთ ზვი­ად რა­ტი­ან­საც, რათა მან ზუს­ტად აღიდ­გი­ნოს მომ­ხდა­რი", - გა­ნა­ცხა­და სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ვი­და­ო­მა­სა­ლა­ში აღ­ბეჭ­დილ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ზვი­ად რა­ტი­ა­ნის მი­მართ შედ­გე­ნი­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) და 166-ე (ხუ­ლიგ­ნო­ბა) მუხ­ლე­ბით.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ ზვი­ად რა­ტი­ა­ნის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია აწარ­მო­ებს მოკ­ვლე­ვას. ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის, ისე პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან შე­საძ­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით", - დას­ძი­ნა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

შსს - ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს

შსს - ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს

ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შსს-ს ამ ეტაპზე არ მიაჩნია სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი, მაგრამ მას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგენს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია. მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი. მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნულ მასალას მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოში. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გავაცნოთ ზვიად რატიანსაც, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი", - განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდაომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

"მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით", - დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ