საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც
იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მის ცნო­ბა­ზე უარი თქვა. ასამ­ბლე­ის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იე­რუ­სა­ლი­მი­სათ­ვის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, უარ­ყო­ფი­ლია. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა 128 ქვე­ყა­ნამ, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - 9, თავი შე­ი­კა­ვა - 35-მა. კენ­ჭისყ­რის დროს, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია დარ­ბაზ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და... 

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ამ­ბობს, - "ქარ­თულ მხა­რეს რე­ზო­ლუ­ცი­ის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ა­რე არ მი­უ­ღია..."

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სა­გან­გე­ბო სე­სია, გუ­შინ გა­ი­მარ­თა და მი­ზე­ზი იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად ცნო­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­ზო­ლუ­ცია იყო.

ეს შეხ­ვედ­რა გა­ე­რო­ში, პა­ლეს­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რიად მან­სურ­მა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც იმე­დოვ­ნებ­და, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ას "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა" ექ­ნე­ბო­და. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზო­ლუ­ცია ეგ­ვიპ­ტემ მო­ამ­ზა­და, - ორ­შა­ბათს, საბ­ჭოს 14 წევ­რის მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კამ ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა...

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ე­რო­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა, - მისი თქმით, გა­ე­რო მა­ტყუ­ა­რე­ბის სახ­ლია და დას­ძი­ნა, რომ ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქის აღი­ა­რე­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე სუ­ლაც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ამე­რი­კას იე­რუ­სა­ლი­მი ჩვენს დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რე­ბის­თვის, 70 წელი დას­ჭირ­და და რო­გორც ჩანს, კი­დევ ბევ­რი წელი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რომ გა­ე­რო­მაც გვა­ღი­ა­როს. ის­რა­ე­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად იც­ვლე­ბა და იგი­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა გა­ე­რო­ზეც...", - აცხა­დებს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი.

ახლა მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს აწუ­ხებს, არის, შე­ას­რუ­ლებს თუ არა ტრამ­პი თა­ვის მუ­ქა­რას. პო­ლი­ტო­ლოგ­თა ერთი ნა­წი­ლის თქმით, მთე­ლი საფრ­თხე იმით ამო­ი­წუ­რე­ბა, რომ ვა­შინგტო­ნი მას ფულს აღარ გა­და­უხ­დის. ისე, რო­გორც ეს სხვა შემ­თხვე­ვებ­ში გა­უ­კე­თე­ბია და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ში მის შან­ტაჟს გა­ნაგ­რძობს, რომ მას "გა­და­რი­ცხვებს გა­უ­ყი­ნავს". თუმ­ცა, გა­ე­როს საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს.

და­სავ­ლუ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და თვალს გა­ე­რო­ში ის­რა­ე­ლის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას. მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამე­რი­კა მა­ინც გა­და­ი­ტანს თა­ვის სა­ელ­ჩოს იე­რუ­სა­ლიმ­ში. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ავ­რცე­ლა გა­ე­რო­ში ამე­რი­კის მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკი ჰე­ილ­მა...

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტით ემუქ­რე­ბა ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლი­მის სა­კი­თხზე გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ას მხარს და­უ­ჭერს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

"უკვე ცნო­ბი­ლია, რომ უკან არ იხევს ტრამ­პი და ისიც ცნო­ბი­ლია, რომ არც "არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს" გან­ცხა­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­ას­წა­ვებს მშვი­დო­ბას... ის­მის კი­თხვა - რას უნდა ვე­ლო­დოთ?", - წერს პრე­სა.

ის­რა­ე­ლის გარ­შე­მო გა­ე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან. პო­ლი­ტო­ლო­გი, ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვის ცენ­ტრის კა­თედ­რის დო­ცენ­ტი გრი­გო­რი ია­რი­გი­ნი აცხა­დებს, რომ ვა­შინგტო­ნის­თვის იე­რუ­სა­ლი­მის სა­კი­თხი პრინ­ცი­პის სა­კი­თხია.

მისი თქმით, გა­ე­როს უარ­ყო­ფი­თი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლის მი­მარ­თაც ამე­რი­კა ლო­ი­ა­ლუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, თან­და­თან აღი­ა­რე­ბენ იე­რუ­სა­ლიმს ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად.

"ამე­რი­კა ის დიდი გე­მია, რო­მელ­მაც უკვე აიღო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კურ­სი და მისი შეც­ვლა ასე ად­ვი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, მით უფრო, მას ამის გა­კე­თე­ბა არც სურს..." - აცხა­დებს ია­რი­გი­ნი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სი, სტა­ნის­ლავ ბი­შო­კი მი­იჩ­ნევს, რომ სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ ფაქტს დო­ნალდ ტრამ­პი "ასე არ და­ტო­ვებს", ეს შე­ე­ხე­ბა მეტი წილი იმ არა­ბულ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ამე­რი­კას­თან.

თუმ­ცა, ევ­რო­პუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის დმიტ­რი სუს­ლო­ვის თქმით, დო­ნალდ ტრამ­პის მუ­ქა­რა მუ­ქა­რად დარ­ჩე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კარ­გა ხა­ნია გა­ე­როს­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და შე­საძ­ლოა, ამ ფაქ­ტმა, მხო­ლოდ პრო­ცე­სე­ბი და­აჩ­ქა­როს.

USAID-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს, ვა­შინგტონ­მა აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში 13 მი­ლი­არ­დის ოდე­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში კი - 1,6 მი­ლი­არ­დი... გარ­და ამი­სა, აშშ-დან ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში 13 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, ხოლო ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში 1,5 მი­ლი­არ­დის ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა...

დო­ნალდ ტრამპმა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ე­რო­ში, სხვა წევრ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ამე­რი­კის წვლი­ლი ყვე­ლა­ზე დი­დია... ბო­ლოს მან ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში, გა­ე­რო­ში გა­მოს­ვლი­სას გა­ა­კე­თა.

გა­ე­როს ბი­უ­ჯეტ­მა, 2016-2017 წლებ­ში, 5,4 მი­ლი­არ­დი შე­ად­გი­ნა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ამე­რი­კის წვლი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1,2 მი­ლი­არდს შე­ად­გენს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც

იერუსალიმი, როგორც "საჯილდაო" გუშინ და ხვალაც

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე უარი თქვა. ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის გადაწყვეტილება, იერუსალიმისათვის ისრაელის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ, უარყოფილია. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 128 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო - 9, თავი შეიკავა - 35-მა. კენჭისყრის დროს, ქართული დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა... 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, - "ქართულ მხარეს რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდიარე არ მიუღია..."

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია, გუშინ გაიმართა და მიზეზი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ ამერიკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუცია იყო.

ეს შეხვედრა გაეროში, პალესტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიად მანსურმა მოითხოვა, რომელიც იმედოვნებდა, რომ რეზოლუციას "მტკიცე მხარდაჭერა" ექნებოდა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების წინააღმდეგ რეზოლუცია ეგვიპტემ მოამზადა, - ორშაბათს, საბჭოს 14 წევრის მხარდაჭერის მიუხედავად, ამერიკამ ვეტოს უფლება გამოიყენა...

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროში მომხდარი ფაქტი მწვავედ გააკრიტიკა, - მისი თქმით, გაერო მატყუარების სახლია და დასძინა, რომ ისრაელის დედაქალაქის აღიარება ამ ორგანიზაციაზე სულაც არ არის დამოკიდებული.

"ამერიკას იერუსალიმი ჩვენს დედაქალაქად აღიარებისთვის, 70 წელი დასჭირდა და როგორც ჩანს, კიდევ ბევრი წელი იქნება საჭირო, რომ გაერომაც გვაღიაროს. ისრაელის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვანაირად იცვლება და იგივეს თქმა შეიძლება გაეროზეც...", - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

ახლა მთავარი კითხვა, რომელიც მსოფლიოს აწუხებს, არის, შეასრულებს თუ არა ტრამპი თავის მუქარას. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის თქმით, მთელი საფრთხე იმით ამოიწურება, რომ ვაშინგტონი მას ფულს აღარ გადაუხდის. ისე, როგორც ეს სხვა შემთხვევებში გაუკეთებია და სხვადასხვა საკითხებში მის შანტაჟს განაგრძობს, რომ მას "გადარიცხვებს გაუყინავს". თუმცა, გაეროს საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს.

დასავლური მედია აქტიურად ადევნებდა თვალს გაეროში ისრაელის საკითხის განხილვას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკა მაინც გადაიტანს თავის საელჩოს იერუსალიმში. ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილმა...

აშშ-ის პრეზიდენტი დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის საკითხზე გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"უკვე ცნობილია, რომ უკან არ იხევს ტრამპი და ისიც ცნობილია, რომ არც "არაბული სამყაროს" განცხადებების დონეზე გამოხატული უკმაყოფილება მოასწავებს მშვიდობას... ისმის კითხვა - რას უნდა ველოდოთ?", - წერს პრესა.

ისრაელის გარშემო გაეროში მიმდინარე პროცესებს რუსი ექსპერტები ეხმიანებიან. პოლიტოლოგი, ამერიკული კვლევის ცენტრის კათედრის დოცენტი გრიგორი იარიგინი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის იერუსალიმის საკითხი პრინციპის საკითხია.

მისი თქმით, გაეროს უარყოფითი რეზოლუციის მიუხედავად, ის ქვეყნები, რომლის მიმართაც ამერიკა ლოიალურად არის განწყობილი, თანდათან აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

"ამერიკა ის დიდი გემია, რომელმაც უკვე აიღო განსხვავებული კურსი და მისი შეცვლა ასე ადვილად შეუძლებელია, მით უფრო, მას ამის გაკეთება არც სურს..." - აცხადებს იარიგინი.

საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაციის ანალიტიკოსი, სტანისლავ ბიშოკი მიიჩნევს, რომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპი "ასე არ დატოვებს", ეს შეეხება მეტი წილი იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებული არიან ამერიკასთან.  

თუმცა, ევროპული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის დმიტრი სუსლოვის თქმით, დონალდ ტრამპის მუქარა მუქარად დარჩება. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კარგა ხანია გაეროსთვის ფინანსური დახმარების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლოა, ამ ფაქტმა, მხოლოდ პროცესები დააჩქაროს.

USAID-ის მონაცემებით, 2016 წელს, ვაშინგტონმა აფრიკის ქვეყნებში 13 მილიარდის ოდენობის ეკონომიკური და სამხედრო სახის დახმარება განახორციელა, აღმოსავლეთ აზიაში კი - 1,6 მილიარდი... გარდა ამისა, აშშ-დან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 13 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებში 1,5 მილიარდის ოდენობით თანხა გადაირიცხა...

დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გაეროში, სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით, ამერიკის წვლილი ყველაზე დიდია... ბოლოს მან ამის შესახებ განცხადება სექტემბერში, გაეროში გამოსვლისას გააკეთა.

გაეროს ბიუჯეტმა, 2016-2017 წლებში, 5,4 მილიარდი შეადგინა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, - ორგანიზაციაში, ამერიკის წვლილი დაახლოებით 1,2  მილიარდს შეადგენს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"