პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა
შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ 3 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ინი­ცი­ა­ლე­ბით არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი, თუმ­ცა შსს-ს ამ­ჟა­მინ­დე­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა გარ­კვე­ვა, რა კავ­ში­რია და­კა­ვე­ბუ­ლებ­სა და ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის.

და­კა­ვე­ბულ სამ პირს შო­რის ერთ-ერთი ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლია. რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თ.კ-ს ბრა­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, N51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს და უფ­როსკლა­სე­ლებს შო­რის, კონ­ფლიქ­ტი სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­ი­წყო. ერთ-ერ­თმა უფ­როსკლა­სელ­მა მათ უთხრა, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვეს სკო­ლის გა­რეთ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ა.ს.-მ, ვი­ნა­ი­დან მას­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფე­ბი იყ­ვნენ მას­ზე ასა­კით უფ­რო­სე­ბი, დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან ნა­თე­სავს - მ.კ.-ს და­უ­რე­კა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ სამი პირი და­ა­კა­ვეს

სწო­რედ მ.კ.-ს მშო­ბე­ლი, თ.კ.-ა და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თ.კ.-სთვის, ასე­ვე, მისი შვი­ლე­ბის - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2001 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, არას­რულ­წლო­ვან­მა გ.ჯ.-მ (მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­შია) გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე თ.კ. და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა თ.კ.-ს არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცემ პირ­თა წრე", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, გა­მო­ძი­ე­ბამ, ასე­ვე, და­ად­გი­ნა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შე­უ­წყეს არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ.-ს მი­მალ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გ.შ. და ზ.წ. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის.

წა­ი­კი­თხეთ: რა მოხ­და 51-ე სკო­ლა­ში 1 დე­კემ­ბერს და რამ გა­მო­იწ­ვია მოს­წავ­ლე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა - პრო­კუ­რა­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავა. უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში დაკავებულები ინიციალებით არიან მოხსენიებულნი, თუმცა შსს-ს ამჟამინდელი და პროკურატურის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვევა, რა კავშირია დაკავებულებსა და ჩხუბის მონაწილეებს შორის.

დაკავებულ სამ პირს შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, თ.კ-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

როგორც ცნობილია, N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს და უფროსკლასელებს შორის, კონფლიქტი საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარის შემდეგ ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

სწორედ მ.კ.-ს მშობელი, თ.კ.-ა დაკავებული დანაშაულის დაფარვისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ (მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება თ.კ.-ს არასრულწლოვან შვილებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.

წაიკითხეთ: რა მოხდა 51-ე სკოლაში 1 დეკემბერს და რამ გამოიწვია მოსწავლეების დაპირისპირება - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ