პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება
ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ზამ­თრის მოს­ვლას­თან ერ­თად, როცა გა­რეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან იკ­ლებს, მა­ლეც ღამ­დე­ბა და ახა­ლი წე­ლიც სულ უფრო და უფრო ახ­ლოვ­დე­ბა, ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვიჩ­ნდე­ბა იმის­თვის, რომ სახ­ლში მყუდ­როდ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი ვი­კი­თხოთ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზამ­თარ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია 3 ტი­პის წიგ­ნი, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა:

1. წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც მოვ­ლე­ნე­ბი უშუ­ა­ლოდ ზამ­თარ­ში, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა

2. წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც გვიყ­ვე­ბი­ან და­უ­ჯე­რე­ბელ, ჯა­დოს­ნურ ამ­ბებს

3. წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით არის სავ­სე.

თუ თქვენც გსურთ ცივი დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგნ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ და ჯერ კი­დევ არ შე­გირ­ჩე­ვი­ათ სა­სურ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, მა­შინ ჩვენ გირ­ჩევთ 5 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წიგნს ამ პე­რი­ო­დის­თვის, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი მა­ინც ნამ­დვი­ლად მო­ერ­გე­ბა თქვენს გე­მოვ­ნე­ბას:

წიგ­ნი N1 – მო­რინ ჯონ­სო­ნის, ჯონ გრი­ნის და ლო­რენ მი­რაკ­ლის "თოვს და ითო­ვოს". ეს გახ­ლავთ წიგ­ნი, რო­მე­ლიც სამი სა­შო­ბაო მო­თხრო­ბის­გან შედ­გე­ბა. ქა­ლაქ გრე­ის­თა­უნ­ში, შო­ბის ღა­მეს, ქარ­ბუ­ქის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი ის­ტო­რია გო­გო­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თოვლში გა­ჩხე­რი­ლი ექ­სპრე­სი­დან გად­მოს­ვლას გა­ბე­დავს და სა­ო­ცარ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს, რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ში, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნებ­შიც.

წიგ­ნი N2 – ელიფ შა­ფა­ქის "ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი". ეს არის 3 მუს­ლი­მი გო­გოს ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ოქსფორდში სწავ­ლო­ბენ. ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბე­ბი სწო­რედ ზამ­თარ­ში, შო­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა. პერი, ში­რი­ნი და მონა – პირ­ველმშო­ბე­ლი ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი, კა­ცობ­რი­ო­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სამი ენერ­გია – ელიფ შა­ფა­ქის სულ ახალ რო­მან­ში მკი­თხველს და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ სამ­ყა­რო ისევ ეჭვზე, ცოდ­ვა­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბა­ზე დგას, რო­გორც ევას დროს.

წიგ­ნი N3 - მი­ხე­ილ ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა". ეს გახ­ლავთ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ში აერ­თი­ა­ნებს: სა­ტი­რას, ფარსს, მის­ტი­კას, რო­მან­ტი­კა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას. ის სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ წიგნ­ში ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლო ჯა­დოს­ნურ გან­წყო­ბას.

წიგ­ნი N4 – ჯორჯ მარ­ტი­ნის "სა­ტახ­ტო­თა თა­მა­ში". მას­ში მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა გა­მო­გო­ნილ კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე, ვეს­ტე­როს­სა და ესოს­ზე. წიგ­ნი რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ჟის პერ­სპექ­ტი­ვი­და­ნაა მო­თხრო­ბი­ლი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მარ­ტი­ნი მკი­თხველს აც­ნობს სი­უ­ჟე­ტის სამ ძი­რი­თად ხაზს. მას­ში არის ყვე­ლა­ფე­რი: ზამ­თრის გან­წყო­ბაც, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბიც, სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბიც… წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სე­რი­ა­ლი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი".

წიგ­ნი N5 – ნი­კო­ლა სპარ­ქსის "ჩემი სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი". ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის ნამ­დვი­ლად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რია. დატ­ვირ­თუ­ლია ემო­ცი­უ­რი, გრძნო­ბე­ბით სავ­სე მო­ნაკ­ვე­თე­ბით. ამავდრო­უ­ლად სი­უ­ჟე­ტი არის არა ბა­ნა­ლუ­რი, არა­მედ ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო. მსგავ­სი წიგ­ნი დე­კემ­ბრის ცივი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია.

იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ დე­კემ­ბრის თვის­თვის წა­სა­კი­თხი წიგ­ნის შერ­ჩე­ვა­ში. ასე­ვე, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ახა­ლი წელი მო­დის, პე­რი­ო­დი, როცა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი ხდე­ბა. წიგ­ნი კი ყვე­ლა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი, სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია და შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი ამ კუ­თხი­თაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ტოპ 5 წიგნი, რომელიც ზამთარს უხდება

ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა გარეთ ტემპერატურა თანდათან იკლებს, მალეც ღამდება და ახალი წელიც სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ადამიანთა უმეტესობას მეტი თავისუფალი დრო გვიჩნდება იმისთვის, რომ სახლში მყუდროდ მოკალათებულებმა საინტერესო წიგნები ვიკითხოთ. როგორც ამბობენ, ზამთარში და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში ყველაზე პოპულარულია 3 ტიპის წიგნი, რომელთა გაყიდვებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება:

1. წიგნები, რომლებშიც მოვლენები უშუალოდ ზამთარში, ახალი წლის პერიოდში ვითარდება

2. წიგნები, რომლებშიც გვიყვებიან დაუჯერებელ, ჯადოსნურ ამბებს

3. წიგნები, რომლებიც სასიყვარულო თავგადასავლებითა და ემოციებით არის სავსე.

თუ თქვენც გსურთ ცივი დეკემბერი საინტერესო წიგნთან ერთად გაატაროთ და ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სასურველი ნაწარმოები, მაშინ ჩვენ გირჩევთ 5 ყველაზე პოპულარულ წიგნს ამ პერიოდისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც ნამდვილად მოერგება თქვენს გემოვნებას:

წიგნი N1 – მორინ ჯონსონის, ჯონ გრინის და ლორენ მირაკლის "თოვს და ითოვოს". ეს გახლავთ წიგნი, რომელიც სამი საშობაო მოთხრობისგან შედგება. ქალაქ გრეისთაუნში, შობის ღამეს, ქარბუქის შემდეგ დაწყებული ისტორია გოგონას შესახებ, რომელიც თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოსვლას გაბედავს და საოცარ ცვლილებებს გამოიწვევს, როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვა ადამიანებშიც.

წიგნი N2 – ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი". ეს არის 3 მუსლიმი გოგოს ისტორია, რომლებიც ოქსფორდში სწავლობენ. ძირითადი მოქმედებები სწორედ ზამთარში, შობის პერიოდში ვითარდება. პერი, შირინი და მონა – პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია – ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

წიგნი N3 - მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". ეს გახლავთ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს: სატირას, ფარსს, მისტიკას, რომანტიკასა და ფილოსოფიას. ის საოცარი ამბები, რომელიც ამ წიგნში ხდება, განსაკუთრებით უხდება საახალწლო ჯადოსნურ განწყობას.

წიგნი N4 – ჯორჯ მარტინის "სატახტოთა თამაში". მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს. მასში არის ყველაფერი: ზამთრის განწყობაც, დაუჯერებელი ამბებიც, სიყვარულის ისტორიებიც… წიგნის მიხედვით გადაღებულია თანამედროვეობის ყველაზე რეიტინგული სერიალი "სამეფო კარის თამაშები".

წიგნი N5 – ნიკოლა სპარქსის "ჩემი საუკეთესო ნაწილი". ეს არის სიყვარულის ნამდვილად ამაღელვებელი ისტორია. დატვირთულია ემოციური, გრძნობებით სავსე მონაკვეთებით. ამავდროულად სიუჟეტი არის არა ბანალური, არამედ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. მსგავსი წიგნი დეკემბრის ცივი საღამოებისთვის ნამდვილად კარგი არჩევანია.

იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ დეკემბრის თვისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევაში. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელი მოდის, პერიოდი, როცა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა ყველაზე აქტუალური საკითხი ხდება. წიგნი კი ყველაზე უნივერსალური, საუკეთესო საჩუქარია და შეგიძლიათ ჩვენი რჩევები ამ კუთხითაც გაითვალისწინოთ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს