პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ
აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

აფხა­ზეთ­ში მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის­გან ქა­ლა­ქის გა­საწ­მენ­დად სას­ტი­კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს - გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. აფხა­ზურ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამ პრობ­ლე­მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მათი და­ხოც­ვა გა­და­წყვი­ტა. ამ მე­ტად არაჰუ­მა­ნურ ნა­ბიჯს, მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი აქვს - მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნი­ან ადა­მი­ა­ნებ­სა და... კა­ტებს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ყვე­ლა­ზე ბარ­ბა­რო­სუ­ლი გზა აირ­ჩია. ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია მათ­თვის, - და­ხო­ცა­ვენ და მორ­ჩა. არა­და, სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად ჰუ­მა­ნუ­რად გა­და­წყვი­ტონ - გახ­სნან ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი და მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი იქ და­ა­ბი­ნა­ვონ...

გა­ლის რა­ი­ო­ნის აფხა­ზუ­რი ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ას­ტა­მურ მა­ლან­ძი­ას თქმით, ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რიც ჰქონ­და, თუმ­ცა, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს. "ჯერ ერთი, ამის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს, დრო სჭირ­დე­ბა, დრო კი ჩვენ არ გვაქვს, - მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ეს­ხმი­ან თავს ადა­მი­ა­ნებს, ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებს, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ ასე­თი არაჰუ­მა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აცხა­დებს მა­ლან­ძია.

მხო­ლოდ ამ კვი­რას ძაღ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბი - "მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებ­მა 4 ბავ­შვი დაკბი­ნეს", - დას­ძენს ის.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ქა­ლა­ქის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სას­წო­რის ერთ მხა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა დევს, მე­ო­რე­ზე კი ცხო­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე, "ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, არ­ჩე­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის გა­ვა­კე­თოთ".

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ინი­ცი­ა­ტი­ვა ან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი იმის­თვის, რომ უმ­წეო ცხო­ვე­ლე­ბი არ და­ხო­ცონ და სხვა, ჰუ­მა­ნუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვონ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი მხო­ლოდ კრი­ტი­კით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ და მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი არა­ვის წარ­მო­უდ­გე­ნია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებისგან ქალაქის გასაწმენდად სასტიკი გადაწყვეტილება მიიღეს - გალის რაიონის ე.წ. აფხაზურმა ადმინისტრაციამ ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად მათი დახოცვა გადაწყვიტა. ამ მეტად არაჰუმანურ ნაბიჯს, მათი განცხადებით, საფუძველი აქვს - მაწანწალა ძაღლები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და... კატებს.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ბარბაროსული გზა აირჩია. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია მათთვის, - დახოცავენ და მორჩა. არადა, საკითხი შეიძლება ბევრად ჰუმანურად გადაწყვიტონ - გახსნან ცხოველთა თავშესაფრები და მაწანწალა ძაღლები იქ დააბინავონ...

გალის რაიონის აფხაზური ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ასტამურ მალანძიას თქმით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ასეთი ჩანაფიქრიც ჰქონდა, თუმცა, მისი განხორციელება ვერ შეძლეს. "ჯერ ერთი, ამის რეალიზაციას, თავშესაფრის აშენებას და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, დრო სჭირდება, დრო კი ჩვენ არ გვაქვს, - მაწანწალა ძაღლები პირდაპირ ქუჩაში ესხმიან თავს ადამიანებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ამიტომაც მივიღეთ ასეთი არაჰუმანური გადაწყვეტილება", - აცხადებს მალანძია.

მხოლოდ ამ კვირას ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნები - "მაწანწალა ძაღლებმა 4 ბავშვი დაკბინეს", - დასძენს ის.

მისივე თქმით, როდესაც ქალაქის "ხელმძღვანელობისთვის სასწორის ერთ მხარეს ადამიანების უსაფრთხოება დევს, მეორეზე კი ცხოველების სიცოცხლე, "ჩვენ იძულებული ვართ, არჩევანი ადამიანების უსაფრთხოებისთვის გავაკეთოთ".

ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, სხვა ინიციატივა ან შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ უმწეო ცხოველები არ დახოცონ და სხვა, ჰუმანური გამოსავალი იპოვონ, ჯერჯერობით არ ჩანს. საზოგადოებრივი ჯგუფები მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლნენ და მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად კონკრეტული წინადადებები არავის წარმოუდგენია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?