საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ
სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­სა­მარ­თლოს­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მისი ბი­ნის ჩხრე­კის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

"ბო­დი­ში, მე­გობ­რე­ბო, ვერ და­გე­ლო­დეთ, კო­ნო­ტოპ­ში გა­ვემ­გზავ­რე ჩემს აგენ­ტუ­რულ საქ­მე­ებ­ზე, რათა რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი მი­ვი­ღო. რათა გა­გი­ად­ვი­ლოთ ამო­ცა­ნა, რო­დე­საც შე­მოხ­ვალთ ჩემ­თან, კა­რე­ბი იმა­ვე გა­სა­ღე­ბით შე­გიძ­ლით გა­ა­ღოთ, რო­მე­ლიც ჩემს მძღოლს "ყა­ჩა­ღებ­მა" წა­არ­თვეს, რომ­ლებ­მაც ის სა­დარ­ბა­ზო­ში სცე­მეს და რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით თქვენ ათი დღის წინ კა­მე­რე­ბი და­ა­ყე­ნეთ ჩემს ბი­ნა­ში", - და­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ირო­ნი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს მის ბი­ნა­ში "კა­რა­და­ში შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ პო­რო­შენ­კოს კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ზე გა­ზე­თე­ბი, მა­ცი­ვარ­ში "რო­შე­ნის" მო­წამ­ლუ­ლი შო­კო­ლა­დი, ხოლო სე­იფ­ში კი ინა­ხე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბა­რი­გე­ბის­თვის ფეთ­ქდე­ბა".

"რაც მთა­ვა­რია, გას­ვლი­სას არ და­გა­ვი­წყდეთ შუ­ქის ჩაქ­რო­ბა, თო­რემ მას შემ­დეგ, რაც პეტ­რო პო­რო­შენ­კო DTEK-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ტა­რი­ფე­ბი უფრო გა­ი­ზარ­და, ვიდ­რე ეს ახ­მე­ტო­ვის დროს იყო", - დას­ძი­ნა მან.

სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს მო­უ­წო­და მისი და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ.

"მივ­მარ­თავ არა მხო­ლოდ ჩვენს მომ­ხრე­ებს, არა­მედ ყვე­ლა ადა­მი­ანს. ჩემი და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­გი­წო­დებთ, სა­ოლ­ქო სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ, იმი­ტომ, რომ პრობ­ლე­მა ჩემ­ში კი არა, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა­სა და სრულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­შია, რა­საც ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით აკე­თე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხის NewsOne-ის ეთერ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები

სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ

სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. რათა გაგიადვილოთ ამოცანა, როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს "ყაჩაღებმა" წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე ირონიულად განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მის ბინაში "კარადაში შეუძლიათ ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში "როშენის" მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება".

"რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო", - დასძინა მან.

სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა მისი დაკავების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ.

"მივმართავ არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა ადამიანს. ჩემი დაკავების შემთხვევაში მოგიწოდებთ, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების, გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის შენობების ბლოკირება მოახდინოთ, იმიტომ, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ყველა მტკიცებულების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც ისინი პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებენ", - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."